მთავარი

ბიოგრაფია

შემოქმედება

მასზე

გალერეა

გიორგი მცირე–შემოქმედება

 

გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება

 

I

 

ხსენებაი მართალთაჲ ქებით აღესრულებისო,-იტყოდა ბრძენი სოლომონ შესხმასა მას შინა მართალთასა, რომელსა სულითა წმიდითა წინათვე  მოასწავებდა გამოჩინებათა მათ წმიდათათვის, რომელნი შემდგომად ქრისტეს მოსვლისა გამოჩნდეს: მოციქულნი, მღვდელთმოძღვარნი, მოწამენი და მამანი და ყოველნი წმიდანი და მართალნი, რომელთა მიერ აღივსო ყოველი სოფელი ღმრთისათა, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი, ვითარმედ-წყალთა მრავალთა დაფარონო პირი ყოვლისა ქვეყანისაჲ და კვალად იტყვის ესაია განკვირვებით: “ვინ არიან ესენი, რომელნი, ვითარცა ღრუბელნი, ფრინვით მოვლენ?”რამეთუ ღრუბლად უწოდა მათ ხორცთა უარისყოფისათვის და ნივთიერთა საქმეთაგან ამაღლებისა და გონიერთა და საცნაურთა ღრუბელთა თანა შერთვისა, რომელთა ზედა მჯდომარე იხილვოს მომავალად თვით თავადი, ვითარცა–იგი ამაღლდა თვალთაგან მოწაფეთასა.

რამეთუ ესევითართა მათთვის იტყოდა დიდი პავლე, ვითარმედ: “ქრისტესთა მათ ჯვარს აცვნეს ხორცნი მათნი ვნებითურთ და გულისთქმით”, რიმელთათვის–იგი ნაყოფთა სულისათა წარმოიტყვნის, და კვალად თვით მაცხოვარი ეტყოდა და მოწაფეთა თვისთა აღებად ჯვარისა და შედგომად მისა, რამეთუ ხირცთა ჯვარსცმითა ხორციელთა მათ უხორცოებასა მოასწავებდა, რაჟამს–იგი თვისთა და ნათესავთა უვარისყოფითა ასსა წილსა მიღებად აქაჲთ აღუთქმიდა და დასასრულსა ცხოვრებასა საუკუნესა მიანიჭებდა, რომელსა–იგი ტრფიალ ყვნა მოყვარენი სათნოებისანი და მეძიებელნი სასუფეველისანი და მისმიერთა მით ბრწყინვალებითა აქავე განათლებულნი, რომელთა თანა შეერთო ახალი ესე მოღვაწე და ჩვენ მიერ საქებელად წინამდებარე, რომლისა–იგი ღვაწლთა და შრომათა არა უმეცარ ხართ, რომელთა–იგი თვით თვალითა გიხილავს და რომელთადა სმენით უწყებულ არს და კვალად ყოველნივე ერთობით ნამუშაკევსა მას და ნაყოფსა მას და ნაყოფსა გონებისა მისისა თვალთა მიერ განცდითა და ყურთა სმენითა, ვითარმცა მას თავადსა, თვით ხედევდით, რომლისაჲ დაღაცათუ დავიდუმოთ სიმრავლისაგან ზოგადი მაღალთა მათ ღვაწლთა მისთაჲ, რომელნი ღმრთისა ეკლესიისათვის თავს ისხნა, გარნა ვახსენოთცა რომელთა–იგი ხსენებაჲ წმიდა არს და სარგებელ და სათნოებათა და  მოღვაწებათა მიმართ მაწვეველ, ვითარცა იტყვისგრიგოლ ღმრთისმეტყველი, ვითარმედ: კაცსა რაჲცა-რაჲ უყვარნ და აქებნ, მისსა მიმარტ მიისწრაფინ, და ვითარცა სხვათა ყოველთა მცნებათა აღსრულებაჲ თანამდებ არს კეთილთა კაცთათვის, ეგრეთვე ჟამსა სიტყვისასა სიტყვაჲ და მოყვარეთა სათნოებისათა ქებაჲ.

რამეთუ არა დააცადა მოწყალებამან ღმრთისამან ჟამითიჟამად ღირსთა მისთა ნუგეშინის საცემელად უძლურისა ამის და დახსნილისა ნათესავისა ჩვენისა განმაძლიერებელად და განმამხნობელად, რათა ხედვითა  და სმენითა სათნოებათა მათთაჲთა შურად და ბაძვად ღირსებისა მათისა აღვიძრვოდით და ძალსა მას საცნაურსა სულისა ჩვენისასა, ვითარცა ორბისა სიჭაბუკესა, განვაჭაბუკებდეთ და, ვითარცა მთოარესა, ეგრეთ განვაახლებდეთ რათა ღამესა შინა ამის ცხოვრებისასა, ვითარცა დღესა სინა, შვენიერად ვიდოდით და ყოველთავე ბნელის მოყვარეთა  მყოფთა სულთა ჩვენთაგან განვიოტებდეთ, და ესრეთ სათნოებათა მიმართ წარმატებულნი შემომავალსა მას და ბრწყინვალესა დღესა ყკანაჲსკნელსა, ვითარცა ცისკარსა განთიადისასა, აღმოსვლად განმზადებულნი მოველოდით.

რაჟამს ბრწყინვალე იგი მნათობი ნათესავისა ჩვენისაჲ დიდი ეფთვიმე აღმოგვიბრწყინდა ნათლად და სიხარულად, დიდებად და გვირგვინად, გონიერმყოფელად და განმაბრძნობელად უგუნურებისა ჩვენისა, რომელმან უმეცრებისა იგი საბურველი მისძარცვა გონებათაგან ჩვენთა, და, ვითარცა დღემან ღმრთივგანათლებულმან, მჭმუნვარე იგი ნისლი უგულისხმოებისაჲ განხადა  სულისაგან ჩვენისა, და სივრცითა და სიმაღლითა ღმრთივთარგმნილთა  წმიდათა წიგნთა მისთაჲთა ნაკლულევანებაჲ ენისა ჩვენისაჲ აღავსო და რომელნი ესე ბარბაროზ წოდებულ ვიყვენით ელენთა მიერ უსწავლელობისათვის  და უმეცრებისა ჩვენისა , მათ თანავე აღგვრაცხნა ღმრთისა მიერ მოცემულითა სიბრძნითა თვისითა.     

ხოლო რაჟამს წმიდაჲ ესე სოფლით აღივსო და ღმრთისა მიიცვალა და წმიდათა ბრწყინვალებასა შეემატა, არა სრულ იქმნა სიხარული ჩვენი მყისსა შინა სიფლით განსვლისა მისისათვის, და ეგრეთ ინება განგებულებამან ღმრთისამან ჩვეულებისაებრ თვისისა, ვითარცა–იგი მრავალგზის ყო, რათა არა ერთსა ზედა ოდენ, გინა ორსა, მოჰფინოს შარავანდედი მადლთა თვისთაჲ, არამედ რათა დღიტი–დღე აღორძნდებოდის და განვრცელდებოდის ღმრთისა ეკლესიაჲ და უმაღლესისა მიმარტ წარემატებოდის, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი ,,და იყოს:ყკანაჲსკნელთა მათ დღეთა მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა, და წინაჲსწარმეტყველებდენ ძენი თქვენნი, ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქვენთა ჩვენებით განვეცხადო”. და კვალად მოციქული განყოფასა მას შინა  მადლთასა ნიჭად საღმრთოდ და ნაწილად სულისა მიერ მოცემულად თარგმანებასა ენათასა უწოდს, რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი ღმრთისანი უშურველად და უხვებით მიფენილ ყოველთა ზედა ნების მყოფელთა მისთა ვითარცა–იგი დიდი მოსე ისუს ეტყოდა, ვითარმედ: ,,ვინ მომცეს მე ყოველი ესე ერი წინაჲსწარმეტყველად უფლისა”, რამეთუ იცოდა მან ნებაჲ ღმრთისაჲ და უხვებით მიცემაჲ მადლითა მისთაჲ.

რომლისათვისცა, წმიდაჲ რაჲ მამაჲ ჩვენი დიდი ეფთვიმე სოფლით განვიდა, ვითარცა პირველ ვთქუთ შემდგომად რაოდენთამე ჟამთა კვალადცა სახიერებამან ღმრთისამან  და მადლმან მამისა ჩვენისამან ჟამსა თვისსა გამოაჩინა დიდი ესე მუშაკი საღმრთოჲსა მადლისაჲ,წმიდაჲ მამაჲ ჩვენი გიორგი,რომლისათვის არს სიტყვაჲ ჩვენი და წინამდებარე არს აღწერად და მითხრობად შემდგომად  ნათესავთა საწვრთელად და გულისხმის საყოფელად. ვითარცა მან ნეტარმან დიდისა ეფთვიმეს ცხორებაჲ აღწერა სახედ და ხატად სათნოებისა მომავალთა  ნათესავთათვის , რომელი-ესე არცა ჩვენ  დავიცონოთ შეწევნითა ღმრთისაჲთა , არამედ ყოველი სახე ცხორებისაჲ მისისაი აღვწეროთ შობით მისით და ვიდრე აღსრულებამდე. ხოლო იყავნ ჩვენ თანა  ღმერთი იგი  მის მიერ შეყვარებული  და მისი შემყვარებელი, და ლოცვაჲ წმიდისა მის მამისაჲ , რომელმან ამისი ხელყოფაჲ  ჩჳენ გვაიძულა სადიდებელად ღმრთისა , რომლისაჲ არს დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.ამენ.  

 

II

 

    ესე წმიდაჲ მამაჲ ჩვენი გიორგი იყო ნათესავით ქართველი, ხოლო ვინაჲთგან ღმრთისმსახურებისა საიდუმლოსა შინა ერთი მამული პატივცემულ არს, რომელ არს სამოთხე, პირველისა მის მამისა ჩვენისა საყოფელი, და ერთი ქალაქი, რომელ არს ზეცისა იერუსალემი, ცხოველთა მათ ქვქთა მიერ აღშენებული, რომლისა შემოქმედ და ხუროთმოძღვარ ღმერთი არს, და ერთი ნათესავობაჲ, რომელ არს თვისებაჲ  ღმრთისაჲ, არამედ ნუვინ ჰგონებნ, თუ არარაჲ გვაქვს პატიოსანთაგანი მამულისათვის და ნათესავთა წმიდისა მამისა ჩვენისათა მითხრობად და რეცა ჩემებით მოვიპარავთ ჭესმარიტებასა საქმეთა მიერ საყვედრელთა!

      რამეთუ იყო ნეტარი ესე, ვითარცა ვთქუთ, ნათესავით ქართველი, ხოლო მამის მამეულად ღმრთისმსახურისა მისგან და ღმრთივდაცულისა ქვეყანისა, რომელსა სამცხე ეწოდების, ხილო თვით აღმოეცენა იგი ქვეყანასა თრიალეთისასა, ვითარცა პირმან საქმისამან გაუწყოს.

        რამეთუ მშობელნი ამისნი იყვნეს ღმრთისმსახურნი,ეწოდებოდა მამასა იაკობ, დედასა–მარიამ. ესე იაკობ იყო  ერთგულთაგანი და საკუთართა ღმრთისმსახურისა მეფისა გიორგისთაჲ, და საქმისა რომლისათვისმე საერთგულოჲსა მოციქულად წარივლინა მეფისა მიერ სპარსეთს და, ვითარცა წარემართა, ნებითა ღმრთისაჲთა სავანე ყო დაბასა მას და სახლსა, რომელსა იყოფოდეს მშობელნი წმიდისა ამის დედანი, ხოლო იაკობ, ვითარცა იხილა წესიერი იგი და სათნოჲ ცხოვრებაჲ მათი და, უმეტესადღა ვთქვათ, თუ–ღმრთისმოყვარებაჲ გონებისა მათისაჲ, სთნდა ყოველი განგებაჲ მათი და ეტრფიალა კეთილსა ცხოვრებასა მათსა. ხოლო შვილად მხოლოდშობილად ესვა მათ მარიამ, და სიყვარულისათვის მისისა არაჲ ვინაჲ მიეთხოვა, დაღაცათუ მრავალთა მიერ ძიებულ იყო სძლად მიყვანებად სახედ თვისად.

           ხოლო იაკობ, იხილა რაჲ შვენიერებაჲ ხატისა მისისაჲ და ნანარი იგი და დაწყნარებული ქცევაჲ მისი და განკრძალული სახე, ჰრქვა მშობელთა მისთა:

    –დამიმარხეთ შვილი ეგე თქვენი კეთილად, რათა, მოთუ–ვიქცე მშვიდობით, მე ვიქორწინო ეგე და სრულად თქვენ თანა დავემკვიდრო.

   და ესრეთ წარემართა გზასა თვისსა და ნებითა ღმრთისაჲთა კეთილად განემარჯვა და მშვიდობით მოიქცა და მეფე დიდად მოიმადლა, და ედრეთ მოვიდა ზემოხსენებულთა მათ მშობელთა თანა ქალწულისათა და იქორწინა სჯულიერითა და წმიდითა ქორწინებითა ვითარცა იტყვის მოციქული–წმიდა არს ქორწილი და საწოლი შეუგინებელი. და ესრეთ აკურთხნა იგინი ღმერთმან, ვითარცა დიდი იაკობ და რაქელ, რამეთუ ხორციელსაცა თანა სიმდიდრესა შვილიერებითაცა პატივსცა, რამეთუ ესხნეს სამნი ძენი და სამნი ასულნი.

     ხოლო ნეტართა ამათ მეუღლეთა კეთილად განიზრახეს, რათა პირველი ნაყოფი თვისი ღმრთისა შეწირონ. ხოლო მიეცა პირველად ნაყოფად ასული, რომელსაცა უწოდეს სახელი თეკლა და პატივსცეს სახელითა პირველმოწამისაჲთა. და ვიტარცა იქმნა იგი შვიდის წლის, შეწირეს იგი ღმრთისა, ვითარცა აღუთქვა, და წარიყვანეს იგი სამცხეს მონასტერსა სადედოსა, რომელსა ტაძრისი ეწოდების. და მისცეს იგი ხელთა წინამძღვარსა მის მონასტრისასა, რომელსა საბაჲ ეწოდებოდა, დედაკაცსა ღირსსა და წმიდასა, რომელმანცა შეიწყნარა იგი, ვითარცა შვილი თვისი, და კეთილად აღზარდა.

     და კვალად შვეს სხვაჲ წული შვილი, რომელსა უწოდეს თევდორე. და ესრეთ კვალად განიზრახეს კეთილთა მათ მშობელთა, რათა, უკეთუ იშვეს მათდა სხვაჲ წული, შეწირონ იგი ღმრთისა, რამეთუ ვერძისაჲ ჯერ არსო შეწირვად.

      ხოლო მარიამს ეძინა რაჲ თვისაგან, ღამესა ერთსა ეჩვენა მას ბრწყინვალე ვინმე და დიდებული, რომელი ეტყოდა:

   –აჰა ესერა, ჰშვე ყრმაჲ წული, ვერძი რჩეული ღვრთისაჲ. შეწირე იგი მისსა, რომლისადა აღგითქვამს, და სახელი უწოდეს მას გიორგი.

      და ვითარცა განიღვიძა დედაკაცმან მან, შიშით და  სიხარულით მიუთხრა ესე ყოველი ქმარსა თვისა, და აღდგეს ორნივე ერთობით და ცრემლით მადლობაჲ შეწირეს ღრმთისა და მოელოდეს აღთქმულსა მას საღრმთოსა.

იხილეთ – ღა, ჰოჲ მორწმუნენო, ვითარ სახელის წოდებითა ამით ყრმისაჲთა ჩვენებასა შინა ღამისასა ცხადი და განმარტებული საქმე მოესწავებოდა, რამეთუ საღრმთოსა და სულიერსა მუშაკობასა დედასა ყრმისასა მახარებელი იგი მისი წინაჲსწარ აუწყებდა და ურნატთა ეკლესიისათა მის მიერ მომუშაკებად მოასწავებდა და საუნჯესა მორწმუნეთასა ღრმთის მსახურებისა იფქლით აღვსებად ახარებდა, რამეთუ ბერძნულითა ენიტა გიორგი მუშაკად გამოითარგმანების.

 

III

 

ხოლო ჩვენ პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ, შემდგომად დღეთა რაოდენთამე იშვა მათდა ღრმტისა მიერ აღთქმული იგი ნიჭი და იზარდებოდა ხორციელისა თანა ჰასაკისა სულიერითაცა ჰასაკითა და განიპოხებოდა მადლითა სულისა წმიდისაჲთა. და იყო იგი სიყრმითგან სავსე შიშითა და სიყვარულითა ღრმთისაჲთა. და ვითარცა წერილ არს, დღე და ღამე შჯულსა უფლისასა იყო ნებაჲ მისი და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე. ამისთვისცა იქმნა იგი, ვითარცა ხე, დანერგული თანაწარსადინელთა წიგნთა ღრმთივ სულიერთასა. და გამოსცა ჟამსა თვისსა ნაყოფი შვენიერი და ზეცისა საუნჯეთა ღირსი.

რამეთუ ვითარცა იქმნა იგი შვიდის წლის, აღთქმაჲ იგი აღასრულეს მშობელთა მისთა და მასვე ზემო ხსენებულსა მონასტერსა ტაძრისს დისა თვისისა თანა ღმრთისა შეწირეს და ჰმადლობდეს ღრმერთსა, მომცემელსა კეთილისა მის ნაყოფისასა.

არამედ ვინაჲთგან სიყრმესავე თვისსა მშობელთა მოღვაწებისაგან დააკლდა და ვითარცა მორჩი კეთილი აღმოცენებასავე თვისსა თანა ყოფადსა მას წარმატებასასა აუწყებს მოქმედთა, ვითარცა იტყვის დავით: ,, მართალი ვითარცა ფინიკი აყვავდეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაჲ განმრავლდეს დანერგული სახლსა ღრმთისასა, ეზოსა სახლისა ღრმთისა ჩვენისათა ყვაოდის”, და ესრეთ, ვითარცა ახალნერგი შვენიერი, იზარდებოდა მონასტერსა მას შინა და ისწავლიდა წერილთა საღმრთოთა დედაკაცისა მისგან ღირსისა, დისა თვისისა, და მოასწავებდა წინაჲსწარვე გამოღებად ნაყოფსა მას, რომელი ყოფად იყო, რამეთუ სიმახვილითა და მოსწრაბებითა გონებისაჲთა საგონებელ იყო მხილველთაგან თუ – აყვავებასა თანა მეყსეულად ნაყოფსა გამოიღებსო, რამეთუ, ვითარცა მოსესთვის წერილ არს, სიჩჩოჲთგანვე თვისით მკვირცხლი იყო ღმრთისაჲ ყრმაჲ იგი.

და ვითარცა დაყო მონასტერსა მას შინა სამი წელი და იქმნა ჰასაკითა ათის წლის, ხოლო გონებითა ვითარცა მხცოანი და მოხუცებული იხილვებოდა საკვირველად მხილველთა და მსმენელთაგან.

ხოლო მნებავს, რათა სიჩჩოჲთგანვე ფარვაჲ ღრმთისაჲ და შეწევნაჲ მისი გაუწყო ყრმასა მასზედა და წმიდასა, რამეთუ ვითარცა იყო წუთ მშობელთა თვისთა თანა და ვითარცა არს ჩვეულებაჲ ყრმათაჲ ველად განსვლისა მღერა და განცხრომად, ხედვიდა კეთილის კეთილის მოძულე იგი მტერი ნათესავისა ჩვენისაჲ, ბოროტი ეშმაკი, ვითარმედ დამრთგუნვერლად ზალისა მისისა იზრდებოდა ყრმაჲ იგი წმიდაჲ. შეძრწუნდა – ნუუკვე სრულიად განქიქნეს მის მიერ სიბოროტე მისი! ამისთვისცა სიჩჩოჲთგანვე იწყო ბრძოლად მისთა.

რამეთუ გვითხრობდა თვით წმიდაჲ ესე, ვითარმედ:

– ვიყავ რაჲ მდინარისა მის დიდისა პირსა, რომელსა კციაჲ ეწოდების, წიაღ კერძო მდინარესა ვიხილო ყრმაჲ შემოსილი ცეცხლისფერისა, და მიხმობნ: ,,მოვედ და ვიმღეროთ!” და, ვითარცა წავიმართი, ყრმაჲ შვენიერი, სპეტაკითა მოსილი, მომეკიდის სახელსა და მეტყვინ: ,,იყავ აქა ჩემთანა რამეთუ მე უმჯობესი მოყვასი ვარ შენი”.

ხოლო ესე საცნაურ არს, რომელ წიაღ კერძო მდინარისა ცეცხლისა მით საუკუნოჲთა შემოსილი ბოროტი ეშმაკი იყო და ეგულებოდა წყალთა მათ შინა წარწყმედაჲ ყრმისაჲ მის.  ხოლო სპეტაკითა მოსილი იგი ანგელოზი იყო, რომელი სიჩჩოჲთგანვე დაუდგინა ღრმეთმან, რათა სცვიდეს მას, ვითარცა იტყვის დავით, ვითარმედ: ,,დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა გარემოს მოშიშთა თვისთა და იხსნნეს იგინი უფალმან”,  და კვალად წამებს დიდი ბასილი, ვითარმედ: ,,ყოვლისა მორწმუნისადა მოცემულ არს ანგელოზი მცველად ცხოვრებისა მისისა”.

და კვალად იყო რაჲ წმიდაჲ ესე წუთ მონასტერსა მას შინა ზემოხსენებულსა, შურითა ეშმაკისაჲთა აღედვა ცეცხლი მონასტერსა მას და სრულიად შემრგვალდა. ხოლო ყრმასა მას ნეტარსა ეძინა ღრმად, და მოვიდა კვალად გამოჩინებული იგი სპეტაკითა მოსილი, განაღვიძა და უპყრა ხელსა და შორის ცეცხლისა მის უვნებელად განავლო. და იყო მონასტერსა მას მახლობელად ეგვტერი ერთი, ვითარ უტევან ერთ. მუნ მიიყვანა ანგელოზმან  მან და თვით მიეფარა. ხოლო, ვითარ ვჰგონებ, სასწაული ესე არა უმცირეს არს სასწაულსა მას სამთა ყრმათასა.

IV

 

არამედ მე სარბიელსა სიტვათა  ჩემთასა ვიდოდი და აქა სრულვყო სამცხეს ზრდილობისა მისისათვის სიტყვაჲ და მერმე მოვივალო გონებითა და ხახულს მისლვისა და სწავლისა მისისაჲ ვთქვა თუ სრულიად განათლებისათვის.ყოველივე სულმირედ და მოკლედ მიგითხრა,ვითარცა უფალმან ძალი მომცეს,რამეთუ იგი ექმნა მიზეზ ყოვლისა კეთილისა,ვითარცა იტყვის გრიგოლ ღმრთისმეტყველი ათინისათვის ,ვითარმედ -რომელი-იგი მე ოქროჲსა ქალაქ მექმნაო.ხოლო დაღაცათუ სახე ესე სახისა წინააღმდგომ არს,არამედ გულისხმის მყოფელმან სულიერსა ზედა გულისხმა ყავ .  

ესხნეს ნეტარსა ამას ორნი მამის ძმანი ხახულს,ორნივე უხუცესნი მამისა მისაისანი ,კაცნი ღმერთშემოსილნი და სავსენი საღმრთოჲსა მადლითა . უხუცესისა მის  სახელი–გიორგი მწერალი, რომელი ყოფილ იყო მწერალთა ზედა მთავარად კურაპალატისათა.ხოლო მეორისა მის სახელი–საბა,კაცი წრფელი და უმანკოჲ.ესენი მკვიდრ იყვნეს ხახულს ორითავე ცხორებითა  შეზავებულად ,რამეთუ სიმდიდრესა თანა საღმრთოჲსა მოქალაქობისასა ხორციელიცა სიმდიდრე უხვებით აქვნდა .

ამათ ღირსთა ბერთა ვითარცა ეუწყა ყრმისა გიორგის სიკეთე და ღმრთისმოშიშებაჲ, მსწრაფლ მიუმცნეს ძმასა თვისსა იაკობს,რათა ყოვლითა სწრაფითა ყრმაჲ იგი გიორგი მათა მოიყვანოს. ხოლო მას ვითარცა ესმა, მსწრაფლ აღასრულა ბრძანებული მათი და წარიყვანა ხახულად შვილი თვისი . პირველად შეჰვედრა იგი ყოვლად წმიდასა ღმთისმშობელსა,რომლისა-იგიერთგულ მსახურ და საკუთარ მონა ყოფად იყჯ,და მერმე თვისთა ძმათა მიუთვალა და თვით სიხარულით წარვიდა სახედ თვისა.

ხოლომ ნეტართა მათ , ვითარცა იხილეს გონიერებაჲ იგი და დაწყნარებულებაჲ სახისა მისისაჲ , უშფოთველი იგი და აღუძრველი ქცევაჲ მისი  განიხარეს სიხარულითა დიდითა და ჰმადლობდეს ღმერთსა .რამეთუ იხილეს მათ ყრმაჲ მოხუცებულებითა შემკულ და ჭაბუკი სიბერითა განშვენებული,ვითარცა იტყვის დიდი ბასილი ,ვითარმედ –მხცე არს სიბრძნე და გონიერებაჲ კაცთა შორის , თუ არა სისპეტაკე თმათაჲ არად სარგებელ არსო. და კვალად გვისწავიეს დანიელისთვის და იერემიაჲსთვის,რამეთუ ერთი იგი მსაჯულ მოხუებულთა იქმნა , ხოლო მეორე იგი საშოჲთგან განწმედილი წინაჲსწარმეტყველებდა .

ხოლო, ვითარცა ვთქუთ , იხილეს რაჲ კეთილთა მათ ბერთა ძმისწული თვისი ესრეთ შემკული, მიჰგვარეს იგი მამასა მაკარის , რომელი-იგი მას ჟამსა  ღირსებისათვის მისისა წინამძღვარი იყო დიდისა მის ლავრისაჲ.ხოლო მან ვითარცა იხილა,ფრიად განიხარა და ვითარცა შვილი შეიტკბო.აკურთხა იგი კურთხევითა მით აბრამეანითა,ეკლესიისა ევლოგიასამონაწილე ყო  და სულისა თვისისა შვილად უწოდა.და აგრეთვე დიდსა მისცა ბასილის ,ბაგრატის ძესა ,მიჰგვარეს და წმიდა კურთხევაჲ მისი მიღებად სცეს,–რომელი-იგი მას ჟამსა შინა იყო მოძღვარი და განმანათლებელი ქვეყანისა ჩვენისაჲ.და კვალად ღმერთშემოსილმანანტონი მნათემან ,იხილა რაჲ , განიხარა და ყოვლითა კურთხევითა აკურთხა.და ესრეთყოველთა მამათა კურთხევაჲმიაღებიეს და მერმეღა წარიყვანეს სახიდ თვისად.

მაშინ განიზრახეს საღმრთოთა მათ მოხუცებულთა ,  თანაზრახვითა ზემოხსენებულთა ამათ მამაათაჲთა ,რათა, პირველ ყოვლისა ,ღმრთივსულიერსა ვისმე და  მწყემსსა კეთილსა შეჰვედრონ შვილი თვისი ,რათა  სულიერითა ჰასაკითა აღორძნდებოდის და საღმრთოთა მათ სწავლათა სძესა მის მიერ სმიდეს და სისრულედ სათნოებათა წარემატებოდის. და ვინმცა პოვეს სხვაჲ უმაღლესი სათნოებითა და სსულიერთა მოძღვრებათა შინა განთქმული , გარნა დიდი ილარიონ თვალოელი, რომელი-იგი მას ჟამსა , ვითარცა მთიები , ბრწყინავდა კრებულსა შორის მამათასა ,რომლისა სათნოებათა და მოღვაწებათა აწ წარმოთქმაჲ შჱუძლებელ არს .ამას ნეტარსა შეჰვედრეს შვილი თვისი და მონაზონებისა მიმართ წარმართებად ევედრებოდეს . ხოლო წმიდამან ,ვითარცა ღმრთისა მიე მოცემული კეთილი შვილი.ეგრეთ შეიწყნარა,და წესიერებისა მიმართ  და სათნოებისა წვრთითა უწყის.

და ესრეთ წარემატებოდა ნებითა ღმრთისაჲთა და ვითარცა ნერგი კეთილი, დანერგული თანაწარსადინელსა ღმრთივსულიერთა სწავლათასა ,დღითი-დღე აღორძნდებოდა .

ხოლო უწყეს სწავლათაცა საეკლესიოთა და სამღვდელოთა,რომელთა შინა უმეტეს ყოველთა ჰასაკის სწორთა მისთასა წარემატა. და საგალობელნი იგი საწელიწდონი და შეწყობილებანი იგი გალობატანი ყოველნივე მეყსა შინა ზეპირით დაისწავლნასაღმრთოთა კვლა წიგნთა კითხვისატვის რად სახ მარ არს სიტყვად.რომელთა-იგი შინა უაღრეს ძალისა თვისისა დაშვრა და გამოიცადა, რომელსა შინა არა სცემდა ძილსა თვალთა თვისთა და  ჰრულსა –წამთა თვისთა.ხოლო განსვენებასა კვლა ხორცთასა ყოვლადვე არა თავს იდებდა. მაშინდელი იგი წერილთა გულისხმისყოფაჲ ,ვითარცა წინდი რაჲმე, მომავალთა საქმეთათვის მიიღო.დაესრეთ ყოველნივე საღმრთონი წერილნი ძველისა და ახლისა სჯულისანი,რომელნი ოდენ ჩვენსა ენასა პოვნა ,ყოველნივე კეთილად გულად იხვნა.

 

V

ხოლო უწყი, ვითარმედ მრავალთა გსურის სმენად , თუ ვინაჲ ისწავა ბერძული სწავაჲ  , გინა ვინაჲ დაგვიუნჯა საფასე ესე მოუკლებელი ფერის ჯოჯიკის ძემან , დის სიძემან ბასილი ბაგრატის ძისამან. რაჲსათვის-მე ვახსენე დაჲ ბასილისი?ამისთვის რამეთუ იტყოდის წმიდაი იგი ,ვითარმედ:

–არა უდარეს იყო ღირსი ესე დედეკაცი ღმრთისმსახურებითა ძმასა თვისსა ნეტარსა ბასილისო.

ამან ფერის და მეუღლემან მისმან განიზრახეს კეთილად , რათა კაცი საღმრთოჲ იძიონ  სულისა მათისა კეთილისა მასწავლელად და უწესოებისა დამაყენებელად , და რათა ყოვლადვე მახლობელად მათსა იყოს.ამის პირისათვის ორთავე გამოიძიეს და დაამტკიცეს,ვითარმედ გიორგი ნწერლისა უგონიერესსა ვერვის ჰპოვებენ.ამისთვის  დიდითა ვედრებითა და ქენებითა გიორგი მწერალი წარიყვანეს და ყოველი საქმე მათი , სულიერი და ხორციელი , მას დაუმორჩილეს . ხოლო ამან გიორგი ნეტარი ძმისწული თვისი , ყრმაჲ გიორგი , თანა წარიყვანა , რამეთუ ფრიად ეხმარებოდა ზეპირით კარნახობასა   და  წიგნის კითხვასა და მისსა მსახურებასა , რამეთუ მოხუცეული იყო.

ხოლო ვითარცა იხილეს კეთილთა მათ მეუღლეთა , განიხარეს ფრიად .და საღმრთომან მან დედეკაცმან შვილად თვისად აღიარა იგი. და დაყვეს მრავალი ჟამი კეთილსა და ღმრთისა სათნოსა ცხოვრებასა შინა.ხოლო ამის შემდგომადრისხვითა ბასილი მეფისაჲთაფერის თავი წარეკვეთა , რამეთუ განდგომილებაჲ დასწამეს. და ესრეთ ბრძანებითა სამეუფოჲსაესე ღირსი დედეკაცი ერითურთ თვისით კონსტანტინოპოლედ წრიყვანეს, ვინაჲ-იგი დაყვეს ათორმეტი წელი.

ხოლო მათსა მას მუნ ყოფასა მამის ძმამან ამის საკვირველისა ყრმისამან და, უფროჲსღა ვთქვა თუ –საღმრთომან მან დედეკაცმან სასწავლოდ მისცეს ყრმაჲ იგი გიორგი კაცთა ფილოსოფოსთა და რიტორთა , ორითავე ცხორებითა შემკობილთა ,

არა ერისკაცთა , არამედ მონაზონთა ღმრთისმოშიშთა და ყოველთა მიერ წამებულთა.

და ესრეტ ათორმეტსა მას წელსა ყოველივე მოსწრაფებაჲ და გულსმოდგინებაჲ ერთბამად შემოიკრიბა , ვიდრეღა მახვილთა გონებითა და მრავალჟამ გამოცდილთა მოსწრაფებითა წარემატა, ხოლო მოსწრაფეთა და გულსმოდგინეთა სიმახვილითა გონებისაჲთა აღემატა და ორკერძოვე სრულქმნულთა ერთკერძო თანაწარჰხდა .ვიდრეღა დიდად განკვირდეს ყრმანი იგი ბერძენთანი მისსა მის ეგოდენსა მოსწრაფებასა და სიმახვილესა გონებისასა , ჰნატრიდეს გულსმოდგინებასა მისსა და ძალისაებრ ბაძვად მისსა აღიძრვოდეს .

და  და-რაჲ-ყო სწავლასა მას შინა, ვითარცა ვთქუთ , ათორმეტი წელი , და ვითარცა ქვეყანამან კეთილი თესლი  სწავლულებისაჲ შეიწყნარა  ურნატთა შინა სულისა თვისისათა, რომელი-იგი ჟამსა თვისსა გამოღებად ედვა აღვსაბად  სულსა მშიერთასა  და განმდიდრებად ღმრთისა ეკლესიასა, ამის შემდგომად ბრძანებითა სამეუფოჲსა კვალად თვისთავე პრასტინთა მიიქცა საღმრთოჲ ესე დედეკაცი –ტვარწატაფს, და თანა წარიყვანა ყრმაჲ გიორგი მამის ძმისავე თვისისა თანა .ხოლო ეუწყა, ვითარმედ  

დედაი მისი მიცვალებულ იყო , ხოლო მამაჲ მისი წუთ ცოცხალ იყო, რომელი-იგი ძმამან მისმან გიორგი თავისა თვისისა თანა მოიყვანა ტვარწატაფს და ერთბამად იყოფოდეს . ხოლო ყრმაჲ გიორგი წარვიდა ხახულს მამის ძმისა თვისისა თანა  .

                                                 

VI

 

და ვითარცა იქმნა ოცდახუთის წლის , ტკბილსა მას უღელსა მონაზონებისასა ქედი თვისი მოუდრიკა. რამეთუ დაღაცათუ სიყრმითგანვე მონაზონი იყო , ზოლო  წუთ კურთხევაჲ მონაზონებისაჲ არა მიეღო .რამეთუ მოძღვარი მისი სულიერი და ღვაწლთა მიმართ მონაზონებისათა მწვრთელი დიდი ილარიონ წუთ ხორცთაღა შინა იყო და ხელთაგან მისთა მიიღო კურთხევაჲ მონაზონებისაჲ.რამეთუ იგი იყო პირველი მოძღვარი  მისი  და მიზეზი ყოვლისა კეთილისაჲ .

ამისა შემდგომად აღძვრითა ზეგარდამოჲთა მიუხდა სურვილი  უცხოებისა  და სიგლახაკისაჲ და თვისთა და მეცნიერთაგან განშორებისაჲ და უფროჲსღა ვთქვა თუ –სურვილი თაყვანისცემისათვის წმიდათა მათ და განმაცხოველებელთა ადგილთა , ვინაჲ-იგი აღასრულა ყოველი განგებულებაჲ ცხორებისა ჩვენისაჲ სიტყვამან მამისამან , მოსრულმან ხსნისათვის ჩვენისა .

ხოლო იყოცა განგებულებაჲ ღმრთისაჲ საქმესა ამას შინა,რომელი-იგი წინაჲსწარყოველსავე მეცნიერ არს და ყოფადთა , ხედავს, ვითარცა-იგი მოსეს რაჲ წინაჲსწარმეტყველად განამხადებდა , პირველ ყოვლისა თვისთაგან გამოიყვანდა , და აბრაჰამს რაჲთანა აღთქმასა დასდებდა , ქვეყანისა თვისისა დატევებაჲ უბრძანა.და ეგრეთვე მრავალთა წმიდათათათვის წერილ არს.ჰნებვნ რაჲ მიახლებაჲ ღმრთისაჲ , პირველ ყოვლისა თვისთაგან და მეგობართა განეშორნიან და ჭეშმარიტი იგი თვისებაჲ და ზრახვაჲ ღმრთისაჲ მაშინღა პოვოან, ვითარცა ვიტყოდე წმიდისა ამისთვის .მოუხდა სურვილი უცხოებისაჲ და თვისთაგან განშორებისაჲ , და ფარულად ყოველთა მეგობართაგან და მეცნიერთა სივლტოლაჲიხუმია და წარემართა იერუსალემით კერძო.

ხოლო ვითარცა ცნა მამამან მაკარიმ და ყოველთა მათ ღმერთშემოსილთა ბერთა, შჱწუხნეს ფრიად და ყოვლით კერძო მეძიებელნი და შემპყრობელნი განავლინნეს და ყოველნი გზანი მოიცვნეს. მასინ ვიტარცა გილისხმა ყო,რამეთუ შეიპყობდეს,საღმრთოჲ ღონე იხუმია,ვითარცა დიდმან ათანასი,და შესამოსელი თვისი ფრიად კეთილი მისცა გლახაკსა ვისმე და მისი იგი დაბებკული შეიმოსა.და პოვა მწუხარე ერთი წინამძღვრისაგან დატეობილი, უპყრა წინა და წარემართა გზასა თვისსა.და ესრეთ განერა დამახრწეველთა გზისა მის კეთილისათა.რამეთუ დაღაცათუ სიყვარულითა იქმოდეს , არამედ კეთილ იყო მომავალთა საქმეთათვის.

ხოლო იტყოდა თვით წმიდაჲ იგი , ვითარმედ:

 –უდაბნოსა ადგილსა შეგვიღამდაო ტყეთა სინა. და ი9ყო ელვა-ქუხილი  და ჰაერი ბოროტი. და შვიდგზის დააკვეთა ეშმაკმანო მწუხარე იგი მას ღამესა ,და პეროვინ და იღრჭენნ და ყივინ. ხოლომე ვლოცვენდიო.

იხილეტ-ღა –უშიში ესე სულიტა და ახოვანი გონებიტა ვითარ არა შეძრწუნდა,არამედ ღამე ყოველ ევედრებოდა ღმრთსა განკურნებისა მისისათვის,ვიდრემდის განიოტა კაცისა მისგან სული იგი ბოროტი .და ყოვლითურთ უვნებელი მონასტერსა ერთსა მიიყვანა , სადა-იგი განკურნებულსა მას ენება. და  ჰმადლობდა ღმერთსა , რომელმან  იხსნა სულისა მისგან არაწმიდისა.

და ესრეთ მხოლოჲ წარამართა გზასა თვისსა მრავლითა შრომითა და ღვაწლითა, რამეთუ დაჰქენჯნიდა და აჭირვებდა ხორცთა თვისთა, ვითარცა მოციქული იტყვის,ვითარმედ:”აღვიკრძალავ ხორცთა ჩემთა და დავიმონებ,რატა არა სხვატა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო”. ეგრეთვე ჰყოფდა წმიდაჲ ესე, რამეტუ ძაძაჲ შეემოსა და უხამლოჲ და თავღია,უღვინოჲ და უწველოჲ ვიდოდა გზასა მას იწროსა,რამეთუ დღესა შინა ერთგზის მიიღის პური და წყალი.

 

VII

 

და ესევითარითა შრომითა და მოღვაწებითა შემკობილი მიიწია შავსა მთასა.და მერმე აღვიდა მთასა საკვირველსა,თაყვანის სცა და ამბორს უყო ლარნაკსა წმიდისა და საკვირველთმოქმედისასა სვიმეონისსა და ღირსისა დედისა მისისა ნეტარისა მართაჲსსა.და ყოველნი მონასტერნი მოილოცნა და წმიდანი მამანი მოიკითხნა და ყოველთაგან ლოცვაჲ მიიღო.

ხოლო ყოვლისა პირველად იწყო ძიებად წინამძღვრისა და მოძღვრისა სულიერისა,რამეთუ უწყოდა,ვითარმედ თვინიერ მოძღვრისა არა არს ცხოვრებაჲ სულისაჲ და წარმართებაჲ მონაზონებისაჲ.და პოვა მთასა საკვირველსა,ნაპრალსა შინა კლდისასა,ბერი წმიდაჲ,შეყენებული,ვითარცა გვრიტი უბიწოჲ და ტრედი უმანკოჲ,კაცი ზეცისაჲ და ანგელოზი ქვეყნისაჲ,ყოვლითურთ უცხოჲ და განშორებული ხორცთაგან და ხორციელთა ზრუნვათა და გონებითა ღმრთისა მიცვალებული,–გიორგის ვიტყვი დაყუდებულსა,დიდსა მას მნათობსა ნათესავისა ჩვენისასა,კაცსა ყოველთა მიერ გულის სათქმელსა,რომელმან ესე ჩვენ უნდოთა ამათ ამისი აღწერაჲ გვაიძულა.ამას დაემოწაფა ნეტარი ესე,ვითარცა ოდესმე მთასა სინასა ნეტარი იოანე დიდსა მარტვირის.

ხოლო მან,ვითარცა იხილა სიკეთე სულისა მისისაჲ და განიცადა ტალანტი იგი მის შორის დაუნჯებული,განიხარა სიხარულითა დიდითა და სულითა გულისხმა ყო,რაჲ-იგი ყოფად იყო.რამეთუ სურვიელ იყო წმიდაჲ ესე ბერი,რათამცა კვალად გამო-ვინ-მე-აჩინა მოწყალებამან ღმრთისამან ნათესავსა შორის ჩვენსა კაცი,რომელმანცა სრულყო ნაკლულევანებაჲ ენისა ჩვენისაჲ,რომელი-იგი წმიდისა მამისა ჩვენისა ეფთვიმესაგან დაშთომილიყო.და ნებითა ღმრთისაჲთა პოვა,რომელსა-იგი ეძიებდა,და მადლობაჲ შეწირა ღმრთისა,რომელი არაოდეს  უგულებელსჰყოფს სიგლახაკესა ჩვენსა მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა.

ხოლო დაამკვიდრა იგი რომანაწმიდის.და დაყო მას შინა სამი წელი დიდითა შრომითა და მოღვაწებითა,მარხვითა და მღვიძარებითა უფროჲს ხოლო–სიმდაბლითა და მორჩილებითა,რომელნი-ესე ფრთე ექმნებიან მონაზონსა აღსლვად ღმრთისათანა,რამეთუ ყოველთა უძლურთა იგი ჰმსახურებდა.და ესრეთ ყოვლითა სათნოებითა შემკული ხორციელითა ჰასაკითა იქმნა ოცდაათის წლის,ხოლო სულიერითა–მხცოვან და მოხუცებულ.

და ვითარცა იხილა ნეტარმან მან ბერმან გიორგი შეყენებულმან, მოძღვარმან მისმან, ვითარმედ ყოვლითა სრულქმნილ არს ჰასაკისა თანა სიბრძნითა და გონიერებითა,სქემითა აკურთხა და ესრეთ სრულყო მონაზონებისა მოღვაწეობაჲ სქემისა გვირგვინითა.და მერმეღა იერუსალემად წარგზავნა.

იხილეთ-ღა სახიერებაჲ ჩვენთვის განკაცებულისა მეუფისაჲ,რომელმან-იგი არაჲ უღირს იჩინა თანაზიარყოფად მონისა თვისისა სარწმუნოჲსა.რამეთუ ვითარცა მან ოცდაათისა წლისამან ხორციელითა ჰასაკითა ნათელიღო, ეგრეთვე მონაჲ თვისი ღირსყო მოღებად მეორესა ამას ნათლისღებასა,რომელ არს მადლი წმიდისა სქემისაჲ,მითვე ჰასაკითა,და მიერ აღსლვად ხილულსა მას იერუსალემსა, რათა გონებითა უხილავსა მას ზეცისა იერუსალემსა მიიცვალოს.

და ვითარცა მიიწია ნეტარი ესე წმიდად ქალაქად,მოილოცნა ყოველნივე წმიდანი და თაყვანის საცემელნი ადგილნი სულისა სურვილითა და გონებისა სიმხურვალითა.და მარადის ცრემლთა მიერ ილტობვინ, იხსნებნ რაჲ ვნებათა მეუფისათა, რომელნი-იგი მან ჩვენისა ცხორებისათვის ადგილთა მათ შინა წმიდათა თავს ისხნა.და ესრეთ არნ გონებაჲ მისი, ვითარმცა მას თავადსა თვალთა წინაშე ხედვიდა.

და დაყო მცირედი ჟამი ესევითარითა ყოფითა.და მერმე განგებითა ღმრთისაჲთა კვალად მოძღვარისავე თვისისა მოიქცა.და ესრეთ ყოვლითურთ სრულქმნილსა საღმრთოჲ ესე ტალანტი ხელთ უდვა,რომელ არს თარგმანებაჲ წიგნთა საღმრთოთაჲ ბერძულისაგან ქართულად.

ხოლო ესე ნეტარი არა თავს იდებდა, არამედ ესრეთ იტყოდა, ვითარმედ:

_შეუძლებელ არს ესე ჩემგანო, და ესევითართა განღმრთობილთა კაცთა  შვენის, ვითარცა იყო წმიდაჲ მამაჲ ჩვენი ეფთვიმი.

ხოლო ბერი ეტყოდა,ვითარმედ:

–შვილო,რომელმან წმიდაჲ იგი სიკვდილისაგან იხსნა და ქართული ენაჲ  განუმარტა,იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყვარს ნათესავი ჩვენი. და თვით მას წმიდასა მამასა ეფთვიმეს ვევედრნეთ,რათა შეგეწიოს,რომელ ნეშტი, დაშთომილი მისი, შენ სრულყო მადლითავე მისითა, ვითარცა პავლე–ქრისტესი.

 

VIII

 

და ესრეთ დიდითა იძულებითა ძლივ დაარწმუნა და წმიდისა სვიმეონის და მართაჲს

მადლითა შეზღუდვილი მთაწმინდას წარმოგზავნა და ვითარცა მოწაფე სარწმუნოჲ და შვილი ერთგული და ძღვენი შემსგავსებული სიწმიდისა  მისისაიჲ წმიდასა მამასა ჩვენსა ეფთვიმეს მოუძღვნა, რათა ვინაჲ-იგი  წყაროჲს თვალი სიბრძნისაჲ აღმოეცენა მომრწყველად ნათესავისა ჩვენისა, მიერვე აღმოივსნეს ნეკტარნი გულისხმისყოფისანჲ კაცმან ამან ღმრთისამან და  მდიდრად დაათროს სამყაროჲ ეკლესიათა ჩვენთაჲ. რამეთუ  ვითარცა  იტყვის წინაჲსწარმეტეველი ესაია, ვითარმედ –გამოვიდეს შჯული სიონით  და სიტყვაჲ ღმრთისაჲ იერუსალემით შჯიდესო.

ეგრეთვე, დაღაცათუ პირველითგანვე გვქონდეს წერილნიცა და სარწმუნოებაჲ  ჭეშმარიტი და მართალი,გარნა ქვეყანაჲ ჩვენი შორს იყო ქვეყანისაგან საბერძნეთისა და ვითარცა თესლნი არაწმიდანი შორის ჩვენსა დათესულ იყვნეს ბოროტნი იგი თესლნი სომეხთანი, გვლარძნილნი და მანქანანი, და ამის ფრიად გვევნებოდა. რამეთუ ნათესავი ჩვენი წრფელი იყო და უმანკოჲ,ხოლო იგინი,რეცა მიზეზითა წესიერებისაჲთა,რეცა ცთუნებად გვაზმნობდეს.და რომელნიმე წიგნნიცა გვქონდეს მათგან თარგმნილნი.

ამათ ესევითართა მიზეზთათვის მოხედნა მოწყალებამან ღმრთისამან ნათესავსა ჩვენსა და აღგვიდგინა ახალი ოქროპირი,წმიდაჲ მამაჲ ჩვენი ეფთვიმე.და ვითარცა მეათცამეტემან მოციქულმან,ქვეყანაჲ ჩვენი ამათ ზემოხსენებულთა ღვარძლთაგან სრულიად განწმიდა მრავლად თარგმანებითა წმიდათა წერილთაჲთა,ვითარცა დასაბამსავე სიტყვისა ჩვენისასა ვთქუთ.და წესნი და კანონნი ეკლესიისანი,დამამტკიცებელნი სარწმუნოებისა ჩვენისანი,–ესე ყოველნი აღწერილად დაგვიტევნა,რომელნი-იგი წმიდისა ამის მთისაგან და ღმრთივაღშენებულისა ლავრისა,ვითარცა მდინარისაგან ედემეანისა,ნაკადულნი ცხორებისანი პირსა ზედა ქვეყანისა და ნათესავისა ჩვენისასა მიეფინნეს.

ხოლო,ვითარცა პირველვე ვთქუთ,ადრე მიცვალებითა მამისა ჩვენისაჲთა არა სრულიქმნნეს წერილნი ჩვენნი.ამისთვის სახიერებამან ღმრთისამან კვალადცა მოგვანიჭა შემდგომად მოსესსა-ისუ,შემდგომად აჰრონისსა-ელეაზარ,შემდგომად ელიაჲსა–ელისე,შემდგომად პავლესსა-ტიმოთე.და მსგავსადვე მათსა სრულყო ნებაჲ მოძღვრისა თვისისაჲ და ყოველი მის მიერ დაკლებული ამან ნეტარმან მამამან გიორგი სრულყო.

ხოლო ჩვენ პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ.

წარმოემართა წმიდაჲ ესე,შეჭურვილი ლოცვითა მოძღვრისა თვისისაჲთა მითვე პირველითა  მოღვაწებითა და ფრიად უფიცხესითაცა.ხოლო მიიწია მდინარესა ერთსა დიდსა,რამეთუ მარტოჲს იყო.და ვითარცა შევიდა მდინარესა მას,ვერ უძლო წიაღსლვად სიმდიდრისაგან მისისა,რამეთუ დიდროოდა.მაშინ იხილა წიაღ კერძო ჭაბუკი შვენიერი,ამხედრებული ცხენსა ზედა სპეტაკსა.და ჰრქვა:

–შემოვედ,ნუ გეშინინ!

  და უპყრა ხელსა მისსა და წიაღიყვანა მშვიდობით,ხოლო იგი თვით უჩინო იქმნა.და იტყოდა თვით წმიდაჲ იგი,ვითარმედ:

–გულსავსებით ვცან,ვითარმედ გამოჩინებული იგი,რომელმან წყალთა შინა სიკვდილისაგან მიხსნა,დიდებული მთავარმოწამე გიორგი იყო.

და ესრეთ ნებითა ღმრთისაჲთა მშვიდობით მოიწია წმიდასა ამას მთასა.თაყვანის სცა წმიდასა ღმრთისმშობელსა და მადლობაჲ შეწირა.და მერმე სურვილით ამბორს უყო სამარხოსა წმიდისა მამისა ჩვენისა ეფთვიმესსა.ხოლო ძმათა სიხარულით შეიწყნარეს და განუსვენეს და დიდად პატივ უპყრეს და ჰმადლობდეს ღმერთსა,რომელი მიუძღვა მუნ.   

 

IX

 

ხოლო იყოფებოდა ნეტარი ესე მონასტერსა მას შინ მოგვაწებითა ბუნებათა უაღრესითა, მარხვითა და ლოცვითა, სიმდაბლითა და სიმშვიდითა, მორჩილობითა და მოთმინებითა და უმეტეს ყოვლისა თავისა თვისისა შეურაცხო ქმნითა, რამეთუ ვიდრე ჟამ რავდენმე ვითარცა ლიტონი და უსწავლელი საგონებელ იყო ყოველთა მიერ. რამეთუ მისცა თავი თვისი მსახურებასა და მორჩილობასა ძმათასა და წელიწადსა მშვიდსა შეურაცხად საგონებელთა საქმეთა სიმდაბლით ჰსახურებდა.

და არნ ყოვლადვე მგლოვარე და თავდადრეკილი, რამეთუ ხორციელითა თვალითა ყოვლადვე ქვეყანად ხედავნ, ხოლი თვალნი სულისანი მარადის უხილავსა მას დიდებასა ღმრისასა უხილავად განიცდიდიან, რომელი-ესე მცირეთა მიერ მოსაპოვნებელ არიან, საქმე ბუნებითი და მრავალთაგან ძნელად საგონებელი, რათამცა თვინიერ საჭიროთა საქმეთა არავინ ახედვებდა თვალთა თვისთა, რომელი-იგი მან ვითარცა ბუნებითი შეითვისა სიყრმითგან და ვიდრე სიბერემდე.

რამეთუ მას ჟამსა, ოდეს-იგი აღმისავლეთს ვიყვენით, დგესა ერთსა ინება ღრმთის სახურმან მეფენმან ბაგრატ გამოცდა ნეტარისა ამის  მოხუსებულისაჲ და ჰრქვა მთავართა თვისთა:

–– გნებავსა, რათა გიჩვენო თქვენ საკვირველი საქმე და ყოვლადვე დაუჯერებელი? რათა ოდეს შემივიდეს ჩვენდა გიორგი მთაწმინდელი და დასცადოს ყოველთა ვიდრეცა განსლვადმე მისსა, რათა არა მოგვეხდნეს და არცა განიცადოს ხატი ჩვენი!

მაშინ უბრძანა წინაშემდგომელთა მოწოდებაჲ ბერისაჲ. და ვითარცა შემოვიდა სამეფოსა მას კარავსა, აღდგეს ყოველნივე დიდებულნი და აწვიეს ბერსა, რამეთუ უმეტესნი თვით მოწაფენი იყვნეს მისნი. და ვითარცა დაჯდა, იწყო მეფემან უბნობად მისა მრავალსახედ სარგებელისათვის სულისა, და ეგრეთვე ეპისკოპოსთა და მთავართა  მსხდომარეთა. ხოლო ნეტარი იგი თვითოულად ყოველთავე პასუხსა მისცემდა და სწავლათა მიერ სულიერთა მოჰრწყვიდა და ქვეყანად მიმართ ხედვიდა. და აღასრულეს დღე იგი ეგრე, ვითარცა ექვს ჟამადნდე.

ხოლო ბერი ვითარცა იჯმნიდა წარსვლვად, ჰრქვა მას მეფემან:

 –– მამაო, ყავ სიყვარული და განვიცადე, თუ ვითარი ვარ. ხოლო ბერმან, რეცა ღიმილით, მცირედ მიხედნა და ჰრქვა მას:

–– ჰოჲ მეფეო, აჰა ესერა, ვხედავ პირსა შენსა ვითარცა პირსა ქრისტესსა, რამეთუ ყოვლითურთ ღმრთისმსახურ ხარ და ღმრთისვ დაცვულ.

და ესე ამისთვის ვახსენეთ, რათა სცნას, ვითარმედ არა ხოლო თუ ოდეს სიჭაბუკესა არა განიცდიდა ხატსა უცხოსა, არამედ სიბერესა შინა და მოხუცებულებასა.

 

X

 

ხოლო ჩვენ პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ.

და ვითარცა იყო წმიდაჲ ესე დიდსა ამას ლავრასა შინა ეგევითარითა ცხორებითა და მოღვაწებითა , ვითარცა ზემო ვახსენეთ, ეუწყა ნეტარსა მას ბერსა, მოძღვარსა მისსა გიორგის, ვითარმედ წუთ არცა მღდელობისა პატივი მიუღებიეს  და არცა წერილთა თარგმად უწყიეს. შეწუხნა ფრიად და წარმოადგინა შავით მთით მოწაფე თვისი, კაცი ღირსი და სახიერი, სახელიტ იოანე, და დიდი დურვა მოუმცნო არააღსარებისათვის ნებისა მისისა.

ხოლო ნეტარი ესე არა თუ ურჩებით იქმოდა ამას, არამედ ყოვლითურთ არარად და უნდოდ შეერაცხა თავი თვისი, რამეთუ ეხსენა სიტყვაჲ იგი უფლისაჲ, ვითარმედ: .. რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს”. და კვალად იტყვიან მამანი, ვითარმედ: დედაჲ არს ყოველთა ვნებაჲ ცუდი დიდებაჲ.

ხოლო წმიდაჲ ესე არა ნებსით მიიღებდა, არამედ იძულებით, ბრძანებითა მოძღვრისაჲთა. მაშინ მრავალთა ცრემლითა და სულთქმითა მოწიწებით და შიშით მიიღო პატივი მღდელობისაჲ. არა იყო ეგევითარი, ვითარ ესე აწ – მრავალნი, პირველ თავისა თვისისა განწმენდისა სხვათა განმწმენდელ იქმნებიან და ვითარცა უნდოჲსა რაჲსამე საქმისა მიმართ, ეგრეთ მღდელობისა მიმართ მიისწრაფიან და პირველ წვერთა გამოსლვისა მოხუცებულთა უმოძღვრიან, ვითარცა იტყვის გრიგოლ ღმრთის მეტყველი.

ხოლო წმიდამან ამან მცირედ – მცირედ შედგა ფეხი ხარისხსა მას ზედა კიბისასა და ეგრესცა თავის აზედა კიბეთასა დაისაყრდა. რამეთუ პირველ გარეშე კარვისა ეზოთგან ჰმსახურებდა სვეტტა და სვეტის თავთა მისთა ხარისხთა, მანათა და საბელთა, და მერმე შუნაგან ჭურჭელთა საღმდელოთა, მერმე კიდობნისა მტვირთელ იქმნა, სხვათა მიერ აღსაღებელად შემზადებულისა. და დასაღა მრავალსა ვიტყოდი! მცირედ – მცირედ შინაგან წმიდისა წმიდასაჲსა წარმოდგა მღვდელი წმინდაჲ და სხვათაცა წმიდამყოფელად იპოა .

რამეთუ, ვითარცხა ვთქუთ, მიიღო რაჲ პატივი მღდელობისაჲ, შემდგომად მცირედისა მთავრად ეკლესიისა განიწესა, უხუცესად მღდელთა და მგალობელთა დაიდგინა. და ამას შინა რაჲ დაყო მცირედი ჟამი, მოეხსენა პატიჯი იგი ტალანტის დამფლველისაჲ მის და უფროჲსად–ღა შეეშინა ურჩებისათვის მოძღვრის თვისასა.

ამისთვისაცა, ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღვარმან, პირველად კეთილი საფუძველი დადვა, იწყო რაჲ შენებად ღმრთისა ეკლესიასა: რამეთუ პირველ ყოვლისა სვინაქსარი თარგვნა, რამეთუ ესე არს საფუძველი ეკლესიათაჲ, რამეთუ რომელსა ეკლესიასა სვინა ქსარი არა ჰქონდის, დაღაცათუ ყოველნი წიგნნი ჰქონდინ, თაფლსა ჭამნ, ხოლო სიტკბოებასა სასაჲ ვერ სცნობს, ესე არს, ვითარცა ვთქუთ, პირვლი სამკაული ეკლესიისაჲ რამეთუ დაღაცათუ ეთარგმნა წმიდასა მამასა ეფთვიმესა სვინაქსარი, გარნა ფრიად სულმცირედ აღეწერა სხვათა წიგნთა თარგმნისა უცალოებითა. და გვასმიეს ესეცა, რომელ უკეთ უმცა ყოველნი გღენი მისნი სხმოდესღა, სრულებით თარგმნიდა.

კვალად თარგმნა წმიდამან მამამან გიორგი შემდგომად სვინაქსარისა სახარებაჲ გამოკრებული საწელიწადოჲ, პავლე გამოკრებული საწელიწედოჲ, საწინასწარმეტყველო საწელიწადოჲ, მერმე დიდნი კურთხევანი, თარგმანი დაბადებისაჲ, რომელ არს ცხოვრებაჲ აბრა ჰამისი, თვე სეკდენბერი, რომელი თვითონ გალობითა პირველ მამასა ეფთვიმეს ეთარგმნა, იგი სრულ ყო. კვალად თარგმნა დიდი პავლე სრული და კათოლიკენი წმიდათა მოციქულთანი. ესე გვაი თავი წიგნი თარგმნა მნაწმიდას თავისა სახმრითა. და ყოველნე ესე ეკლესიისა სახურებასა შინა რამეთუ, ვითარცა ვთქუთ, დეკანოზად დაედგინად.

ხოლო შემგომად ამისსა, ვითარცა გამოიცადა მრავალთა შინა საქმეთა და ყოველსა შინა იპოვა წმიდა და უმანკო, ვითარცა ოქროჲ მრავალთა ბრძმედთა მიერ გამოცდილი, მაშინ ყოველთა ძმათა ერთითა ვნებითა და განზრახვითა მაღალსა მას კიბესა წინანძღრობისასა აღიყვანეს და საყდარსა წმიდისა მამისა ჩვენისა ეფთვიმესსა დასვეს და სანთელი სასანთლესა ზედა დადგეს სიტყვისაებრ სახარებისა, რათა სავსებასა ძმათასა უნთობდეს. ესრეთ აღამაღლებს სიმდაბლე მომგებელთა თვისთა და ადიდებს აქაცა და უფროჲსად – საუკუნესა.

ხოლო ნუვინ ჰგონებნ ესრეთ, თუ ადვილად და უსიტყველად შეიწყნარა უღელი იგი წინამძღრობისაჲ, – ნუ იყოფინ! არამედ ყოვლითა ძალითა თვისითა წინააღუდგებოდა, რამეთუ სამგზის წილ უგდეს ორთა ძმათა სხვათა, ვითარცა იყო წესი მონასტრისაჲ შეწირვითა უსისხლოჲსა მსხვერპლისაჲთა ქვეშე წმიდასა ტრაპეზსა დასხნითა წილთაჲთა, და სამგზისა მას ხვდა. და ამის მიერ გულის ხმაყო, ვითარმედ არს ნებაჲ ღრმთისაჲ და ზეგარდამო გულსავსე ქმნილმან მიიღო კვერთხი მწყემსობისაჲ.

 

XI

 

ხოლო ამიერიგან ნეტარისა ამის ღვაწლნი და სრომანი აურაცხელ და მიუწდომელ არიან, რამეთუ მისცა თავი თვისი ფიცხელსა მოღვაწებასა უფროჲს პირველისა, რომელსა ოდენ დაიტევს კაცობრივი ბუნებაჲ, რამეთუ იჯმნა სრულიად ღვინისაგან და წველისა, და ჰმოსიედ სამოსლად  მისა – ქვეშე ძაძაჲ და ფიცხელი, ხოლო მას ზედ საფარველად ჩოხაჲ ერთი. და, რათა არა განვაგრძო სიტყვაჲ ჩემი, ყოველნივე სათნოებანი თავსა შორის თვისსა დაიუნჯნა და თავი თვისი ყოველთა სახედ დაუდვა. არა სიტყვით ასწავა, არამედ საქმითა უჩვენნა გზანი საუკუნოჲსა ცხოვრებისანი სამწყსოთა თვისთა.

რამეთუ უკეთუ არა პოოს ხელოანმან ნივთი შემსგავსებული თვისისა ხელოვნებისაჲ, ვითარ გამოაჩინოს ბრწყინვალებაჲ საქმეთა თვისთაჲ! ანუ თუ ვითარ საცნაურ იქმნას მენაგეთმოძღვარი, უკეთუ ღელვათა შინა ზღვისათა არა გამოიცადოს! გინა მხედრისა ახოვნებაჲ ვინაჲ სასმენელ იქნას და იდიდოს, უკეთუ განწყობილთა არა ეკვეთოს მრავალგზის!

ეგრეთვე წმინდამან ამან ოდეს მიიღო კვერთხი მწყესობისაჲ, მაშინღა საცნაურ იქმნა სრულიად დაფარული იგი სიბრძნე სულსა შინა მისსა, და ყოვლისა პირველად ესე ყო, რომელ ყოვლითა გულსმოდგინებითა და ფრიადითა სარწმუნოებითა და სასოებიტა ესრეთ მხურვალედ შეუდგა კვალსა წმიდისა მამისა ჩვენისასა ეფთვიმისსა და ყოველნი წესნი და კანონნი და განწესებანი მისნი ესრეთ შეიტკბნა, ვითარცა პირისაგან ღრმთისა გამოსრულნი და წმიდათა მოციქულტა მიერ დამტკიცებულნი.

რამეთუ პირველთაგანვე, ვინაჲთგან მოვიდა იგი წმიდასა ამას მთასა, ყოვლითა მოსწრაფებითა და წადიერებითა და გულსმოდგნეთ გამოწვლილვითა გამოიკითხა და გამოიძია მოწაფეთაგან და მეგობართა წმიდისა მამისა ეფვთიმისთა უსხეულოთა მიმსგავსებული და კაცთა ბუნებისა აღმატებული ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ მისი და ნეტარისა მამისა მათისა იოანესი და სხვათაცა წმიდათა ბერთაჲ და დიდებულისა ამის ლავისა შენებაჲ და წესნი და განგებანი, რომელნი წმიდასა მამასა ეფთვიმეს დაესხნეს. ესე ყოველნი აღწერით დაგვიტევნა და ხატად ცხოველად და ძეგლად პირმეტყველად საწვრთელად და სახილველად მომავალთა ნათესავთა აღუმართა, რომლისა – იგი მკითხველნი და მსმენელნი სულით და ხორცით განათლდებიან, და ესე აღწერა, ვიდრეღა იყო იგი დეკანოზად. გარნა რომელი – იგი გონებასა შინა დაეუნჯა და დაეწერა, მას ჟამსა აღწერასა მისსა თანაწარჰხდა, რათა, რა ჟამს საქმით აღასრულოს, მაშინ აღწეროს, ესე იგი არს შენებაჲ სიმარტვილოჲსაჲ და შემკობაჲ მისი ყოვლითა სამკაულითა, რომელსა აწ ყოველნი ხედავთ.

რამეთუ ამან ნეტარმან, რა ჟამს კვერთხი წინამძღრობისაჲ მიიღო, ყოვლისა პირველად იღვაწა და პატიოსანი ესე ლარნაკი შეჰმზადა საუნჯედ, შემწყნარებელად მზისა უბრწყინვალესა და მარგალიტისა უწმიდესთა მათ ნაწილთა წმიდისა ღმერთშემოსილისა მამისა ჩვენისა ეფთვიმისთა, ვინაჲ – იგი წყაროჲ კურნებათაჲ და მადლი სასწაულთაჲ უხვებით აღმოდის. და ესენი დიდითა პატივითა, ფსალმუნიტა და გალობითა, სულნელობითა საკმეველთაჲთა და კერეონთა ბრწყინვალეებითა ყოვლად დიდებულად და ღრმთივმშვენიერად მოცვალნა ნათლისმცემელისა ეკლესიით დიდებულსა ამას ეკლესიასა შინა ყოლად წმიდისა ღმრთისმშობელისასა, რამეთუ ჯერცა ესრეთ იყო. ვინაჲთგან უწყით ყოველთა, ვითარმედ წმიდანი დიდებითი-დიდებად ამაღლებიან უხილავსა მას შინა დიდებასა, ვითარცა ანგელოზთათვის წერილ არს, ვიტარმედ – ძალითიძალად წარემატებიანო. ეგრეთვე ნეტარი ესე მამაჲ ჩვენი, ხილულად ყოველთა დიდებითი-დიდებად მოიცვალა ტვირთული ხელთაგან კაცისა ამის საკვირველისათა, რაჟამს-იგი ვიტარცა აჰრონ სამღვდელოჲთა მით სამკაულითა აღმკულ იყო არა აჩრდილსა შინა და შრომადითა, არამედ მადლსა შინა გაბრწყინვადებადითა. და ვიტარცა კიდობანი სიწმიდისაჲ, თვით ეტვირთა გვამი იგი წმიდაჲ, ტვირთველი საღრმთოთა მათ სიწმიდეთაჲ. და ესრეთ შინაგან წმიდისა ამის ტაძრისა შემოიყვანა და წმიდასა ამას ლარნაკსა შინა დაუსვენა, ვითარცა ესე ყოველნი ხედავთ.

და მერმე მეორემან ამან ელისე არა თუ ხალენი მოიღო ელიაჲსი, არამედ ფრიად უმაღლესი და უზეშთაესი მარჯვენე იგი განმახორციელებელი, მწერალი მაღალთა მათ ღვთისმეტყველებათაჲ. ესე აგიღო ნაწილად მკვიდრობისა თავისისა მრჩობლსა მას თანა განმახორციელებელსა სულსა. არა თუ იორდანე განაპო სამგზის ცემითა ხალენისაჲთა, არამედ ფრიად იორდანისა უდიდრესნი და უღრმესნი მდინარენნი საღრმთოთა წერილთანი მადლითა წმიდისა მის მარჯვენისაჲთა განაპნა და ნოტიობისაგან უგულისხმოებისა დაულტოლველად განვიდა და წყალნი იგი მწარეთა მათ მოძღვრებათანი სიტყვათა თვისთა მარილითა დაატკბნა და ყრმებ ბასრობელნი იგი და ძვირის მზრახველნი უგუნურთა ენანი დაადუმნა, რამეთუ ვიტარცა ეტყოდა მაცხოვარი თვისთა მოწაფეთა, ვითარმედ: ,, მრავალთა გული უთქმიდა ხილვად, რომელსა – ესე  თქვენ ხედავთ, და ვერ იხილეს ესე”.

ვითარცა პირველ ვთქუ, მღრთივ განბრძოლებინმან მამან გამოიყვანა მარჯვენი იგი განმახორციელებელი, რომელმან ჩვენ განგვანათლნა, და უქმნა ბადრუცი შვენიერი და მუნ შინა შთაუსვე სხვათა წმიდათა ნაწილთა თანა წმიდისა სტეფანე პირველმოწამისაჲ, წმიდისა ეგნატე ღმერთშემოსილისაჲ წმიდისა იაკობ დაჭრილისაჲ, წმიდათა კოზმან და დამიანებტა არაბიელთაჲ, წმიდათა ორმეოცთაჲ, წმიდისა პანტელეიმონისი და სხვათა მრავალთა წმიდათა ევლოგიები ცხოველსმყოფელისა საფლავისაჲ.

ამათ ყოველთა წმიდათა მარტვილთა თანა დაუსვენა ხელი მარჯვენე წმიდისა მამისა ჩვენისა ეფთვიმისა და თვით თავით თვისით სახურებ. და ოდეს გზასა ვალნ, თვით უტვირთავნ წმიდაჲ იგი ბადრუცი. ამით ესევითარითა სახითა კნინღადა ყოვლისა სოფლისა სახილვენ და თაყვანის საცემელ ყო, მთაწმიდითგან ვიდრე შავსა მთასა და ყოველსა ასურელსა და იერუსალემსა და აღმოსალადმდე წმიდაჲ მამაჲ ჩვენი ეფვთიმი მარჯვენისა მიერ თვისისა მეფეთაგან და მთავართა, მღვდელმოძღვართაგან და მღვდელთა ყოვლისა ერისა.

ხოლო ჩვენ პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ.

და ვიტარცა დაუსვენნა ნაწილი მამისა ჩვენისანი კეთილმან მან მუშაკმან სიბრძნისამან, განიზრახა განძრახვაჲ ღმრთივშენიერი, შემსგავსებული სიბრძნისა თვისისაჲ, რათა მიზეზი იგი ყოველთა კეთილთაჲ და დასაბამი წყალობათა ღმრთისათაჲ, თვალი წყაროჲსაჲ ძირი უკვდავებისაჲ – წმიდაჲ მამაჲ იოვანე, მამაჲ წმიდისა მამისა ჩვენისა ეფთვიმესი, არა დაუტევოს გარეშე სამარტვილოჲსაგან თვისისა ეფთვიმესა. რამეთუ ესვენა იგი პირველ ეკლესიასა წმიდათა მთავარანგელოზთასა, და ეგრეთვე სხვანიცა იგი წმიდანი ბერნი: ნეტარი არსენი ნინოწმიდელი ებისკოპოსი და საღმრთოჲ ბერი იოანე გრძელის ძე, რომელნი – იგი გარეგან მონასტრისა სოხასტერსა ერთსა შინა ეკლესიასა წმიდისა სვიმეონ მოხუცებულისასა ესევენნეს, რამეთუ მუნ დაყუდებით ცხონდებოდეს, ესენი დიდათ თანამოღვაწე ექმნეს წმიდასა მამასა ჩვენსა ეფთვიმეს თარგმანებასა შინა წმიდათა წერილთასა და მოშურნე და მობაძავ წმიდათა სათნოებათა მისთა იქმნნეს და მრავალნი წიგნნი ეკლესიისანი ჟამსა სიბერისასა თვისითა ხელითა აღწერნეს.

პირველად აღმოიყვანნა ნაწილნი წმიდისა მამისა იოვანესნი, ვითარცა თქუთ, და შვილსა თვისა თანა დაჰკრძალნა. და მერმე იწყო ძიებად ზემოხსენებულთა ამათ წმიდათა მამათა ნაწილთა. ხოლო არაუწყოდა ადგილი და დიდად წუხარე იყო. ხოლო განგებითა ღვთისათა ესე ვითარითა სასწაულითა პოვნა საწამებელად და პატივად წმიდათა ნაწილთა მათა ღირსებისა: რამეთუ ხენი დაფნისანი არმოსრულ იყვნეს საფლავსა მათსა ზედა, ხოლო ძირნი ხისანი ქვე შთასრულ იყვნეს და გარემოჲს წმიდათა მათ ნაწილთა მოხვეულ იყვნეს და ესრეთ ვითარცა ცხოველთა ზე ეტვირთვნეს პატიოსანნი იგი ნაწილნი მათნი და სურნელებაჲ ფრიადი იყნოსებოდა. და ესენიცა აღმოიყვანნა და დაუსვენნა ქვეშე კერძო ნაწილთა წმიდისა მამისა ჩვენისა ეფთვიმესა. და დაჰკრძალა სამარტვილოჲ იგი განუღებელად დღემდე. და შეამკო იგი ყოველთა სამკაულითა, ხატითა და ჯვარითა, სასანთლითა და ეზოჲთა და სხვიტა ყოველტავე ბრწყინვალებითა, ვითარცა შვენოდა წმიდათა მათ.

და განეწესა, რათა მოუკლებელად სამი კანდელი ენთებოდის და ყოველივე წესი შეუცვალებელად აღესრულებოდის მადლითა წმიდისა მამისა ჩვენისა ეფთვიმესითა და მეოხებითა წმიდისა ღვთისშობელისაჲთა. ამენ.

და ვითარცა იგი ესე და მაღალი საქმე ესე ღმრთივბრწყინვალედ და ღმრთვმშვენიერად სრულ ყო, კვალად იწყო მოღვაწეებად ეკლესიისათვის. რამეთუ ზედა ყვივი არა იყო და წყალი შთადიოდა, ვითარცა წამებენ ხატნი, რომელნი აღხოცილ არიან. რამეთუ ჩვენი შვენიერებაჲ ესე ეკლესიაჲ არს და ესერეთ უშვერ იქმნებოდა.

ხოლო ამან ნეტარმან კეთილი გონე მოიპოვა, რამეთუ წარვიდა წინაშე ღვთისმსახურენი მეფისა კონსტანტინ მონამახისა ქალაქად სამეუფოდ. და ვითარცა შევიდა წინაშე მისსა, ჯეროანი მოკითხვაჲ მიაგება ბერსა მეფემან, რამეთუ დიდი საწრმუნოებაჲ აქვნდა მისა მიმართ და ესვიდა წმიდათა ლოცვათა მისთა. და ჰრქვა მას, ვითარმედ:

– რაჲსათვის მოშვრა სიწმიდე შენი, კაცო ღვთისაო, ჩვენისა მომართ ხელმწიფებისა?

რქვა მას ბერმან:

– გიხაროდენ ქრისტეს მიერ ჰოჲ ბრწყინვალეო თვითმპყრობელთა შორის! გიბრძანებს ჩემ მიერ გლახაკისა ყოვლად წმიდაჲ იგი სასოჲ და შესავედრებელი ღმრთისმსახურებისა შენისაჲ, წმიდაჲ ღვითსმშობელი, რათა მარადის სადიდებელი ტაძარი მისი არა განიყრვნას წყალტაგან, რომელი ჩამოდის ზედაუბურაობითა მონასტერსა ჩვენსა. აწ ბრძანენ მეფობამან შენმან მოცემად ტყვივი, რომლისა მიერ დაიბუროს წმიდაჲ ეკლესიაჲ, რათა მას შინა ელოცვებოდის წმიდასა მეფობასა სენსა.

ხოლო მან სიხარულით აღასრულა თხოვაჲ იგი ბერისაჲ, ნავთაგან სამეუფოთა უბრძანა მოცემაჲ ტყვისაჲ. რომელი იგი მოიღო და დაბურა წმიდაჲ ეკლესიაჲ, ვითარცა ყოველნი ხედავთ, თუ რავამ შვენიერ არს და ბრწყინვალე. და ამას ზედა შესძინა და გარეგანი შტოჲ აღაშენა და ესრეთ ყოვლითურთ სრულყო წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ.

და შემდგომად ამისა იღვაწა შეწევნიტა საღმრთოჲთა და აღიხვნა ოქრობეჭჱდნი მტკიცენი, ღმრთისმსახურთა მეფეთაგან დამამტკიცებელნი ოქრობეჭედთა ჩვენთანი. და მერმე შესძინნა ზღვარნი არამცირედნი პრასტინთა მონასტრისათა და უმეტეს ყოვლისა – ზღვარი მისოლიმნისაჲ, სადა – იგი ყოველი ხვასტაგი ეკლესიისაჲ უხვებით გამოიზრდების. და კვალად, რამეთუ დიმოსისაგან დიდსა ჭირსა შინა იყვნეს პრასტინნი ჩვენნი, ესრეთ მოსცა უფალმან ჟამი მარჯვე.

 

XII

 

     მას ჟამსა, ოდეს ღმრთისმსახური ბაგრატ აფხაზთა მეფე და დედაჲ მისი მარიმ დედოფალი სამეუფეოდ ქალაქად მოვიდეს, აღვიდა წმიდაჲცა ესე მამაჲ ჩვენი წინაშე ღმრთისმსახურთა მათ მეფეთა. და იხილეს რაჲ მეფემან და დეფოლმან და ყოველთა მთავართა და წარჩინებულთა მათთა, განიხარეს სიხარულითა დიდითა, რამეთუ ასმიოდა საღმრთოჲ იგი მოქალაქეობაჲ მისი. და მიიღეს წმიდაჲ ლოცვაჲ და მადლი მისი და სულიერი სარგებელი ფრიად მოისთვლეს და ჰმადლობდეს ღმერთსა.

    და ესრეთ ყოველივე საქმე მონასტრისაჲ, რაჲსა უნდა, ყოველი კეთილად იურვა. და დიმოსისა საქმე მაშინ გარდასწყდა, რათა მედიმოსენი პრასტინთა ჩვენთა ვერ შემოვიდოდინ, არამედ, რათა გარეს–გარე, სეკრიტონსავე შინა მიეცემოდის როქისა ჩვენისაგან ლიტრაჲ ერთი დიმოსად, ვითარცა თვით განაწესა ღმრთის მსახურმან მეფემან კონსტანტი მონამახმან და ამას ზედა ოქრობეჭედი შეუქმნა მტკიცე და უქცეველი.

ამისა შემდგომად დაემოწაფა მარიამ დედოფალი, დედაჲ ბაგრატ მეფისაჲ, და იკურთხა მის მიერ სქემითა. და გამოითხოვა მონამახისაგან ლიტრაჲ ერთი როქად წმიდისა ამის მონასტრისათვის და შემოწირა ესე საუკუნოდ სახსენებლად სულისა თვისისათვის წმიდასა ამას ეკლესიასა. და ეგრეთვე არსენი მოწაფე იყო მისი და ლიტრაჲ ერთი მან შემოწირა წმიდასა ამას ეკლესიასა თავისა პატივთაგან. დაღაცათუ სხვანი ურიცხვნი კეთილნი მოიხვნა ამან კეთილად ხსენებულმან არსენი ფარსმანყოფილმან. გარნა ესე ლიტრაჲ ა განზრახვითა წმიდისა ამის მამისაჲთა შემოწირა და ოქრობეჭედსა შინა დააწერია.

ესე სამი ლიტრაჲ განძი და სხვანი ზემოხსენებულნი საქმენი ამის ნეტარისა მამისა ჩვენისა მოღვაწებითა წმიდასა ამას ლავრასა შეეძინნეს და ვიდრე უკუნისამდე მტკიცედ და უცვალებელად შეეძინების.

ხოლო რომელი – იგი არა ღირს არს არს დუმილისა, არამედ ღირს ხსენებისა და შვენიერება აღწერისა და მიმწთომელ მადლსა მას სამოციქულოსა და მაუწყებელ მრჩობლსა ძალსა საკვირველებათასა, რომელი აქვნდა კაცსა მას ღმრთისა შეყვარებულსა, რომლისა მიერ პირველი იგი ხატად ღმრთისა დაბადებულაჲ თისი გამოაჩინა ვინაჲთგან უწყით ესე ყოველთა, რომელ მოწყლებაჲ ბუნებით არს კაცსა თანა, ხოლო ვინაჲთგან მცნებისა გარდასლვითა ბუნებითი იგი შჯული და ხატებაჲ ღმრთისაჲ ორკერძო განიყო, არა ხოლო თუ მოწყალებაჲ, არამედ ყოველნივე სათნოებანი – რომელნიმე სრულიად კეთილსაგან ბოროტად შეცვალნეს და რომელნიმე მცირესა რასმე ნაწილსა ზედა დაადგრეს.

ხოლო ღმრთისა მსგავსი მოწყალებაჲ ესე არს, რათა კაცი ზიარტა ბუნებისა თვისისათა სწყალობდეს, არამედ, რათა პირუტყვთაცა ზედა მისწვთეს მოწყალებითა, ვითარცა– ესე წმიდაჲ და საკვირველი მამაჲ ჩვენი, რომელი–იგი მან მის შორის ღმრთივბრწყინვალედ გამოაჩინა.

რამეთუ ჟამსა მას, ოდეს–იგი ღმრთისმსახური ბაგრატ მეფე სამეუფოსა ქალაქსა იყო, ესმა მას საქმე საკვირველი და ყოვლად არა დასაჯერებელი, ვითარმედ: არს ნათესავი სამარიტელთაჲო, ტომისაგან სვიმონ მოგვისა, რომელთა აწინკიან ეწოდების, განთქმულნი გრძნებათა შინი და უკეთურებათა ხოლო ფილოპატსა მეფისასა მხეცნი შეჩვეულ იყვნეს და ჭამდეს ნადირთა მათ, რომელნი არიან მუნ შინა სანადიროდ მეფისა. ცნა ესე მეფემან მონამახმან და უბრძანა მოყვანებაჲ აწინკიანთა მათ, რათა ხელოვნებითა გრძნებისა თვისისაჲთა მოსწყვიდნენ მხეცნი იგი, ნადირთა მათ მომსრველნი.

ხოლო მათ ბრძანებაჲ მეფისაჲ საქმით აღასრულეს და მრავალი მხეცი მოსწყვიდეს. ცნა ესე მეფემან ბაგრატ, ვითარცა ზემოთ ქუთ, და მოუწოდა აწინკიანთა მათ და ჰრქვა:

– ვითარითა სახითა სახიტა მოსწყვიდენით მხეცნი იგი, მაუწყეთ.

ხოლო მათ ჰრქვეს:

– ჰოჲ მეფეო ესე ვითარცა ხელოვნებასა მიწვდომილ ვართ, ვიდრეღა ხორცსა შევჰგრძნიბავთ და დავსდეთ ადგილსა მათ, სადა მხეცნი იგი მოვიდოდიან, და ჩვენ ხეთა ზედა აღვხდებით და მხეცებრითა ხმითა უხმობთ. და იგინი ხმასა ჩვენსა შემოკრებებიან, ხორცსა მას ჭამენ და მოკვდებიან მეყსეულად. ხოლო დიდსა შაბათსა შობილ მხეცი არა გვისმენს და არცა ჭამს, არამედ გვეტყვის – თუ კარგი არს, თქვენ ჩამოედით და ჭამეთო. და მშვიდობით წარვალს.

ხოლო მეფემან თქუა:

– ვიდრე თვალიტა არა ვიხილო არა მწამს!

დაევედრნენ მეფესა, რათა უყვანოს მოყვანებად მხეცი ერთი, რათა თვალითა უჩვენონ. ხოლო ვინაჲთგან სხვაჲ მხეცი ვერვინ პოვა ბრძანა მოყვანებაჲ ძაღლისაჲ, რომლისაჲ უწყოდეს, ვითარმედ სხვასა ჟამსა შობილ იყო და არა ზემო ხსენებულსა მას დღესა. და მიუგდეს ხორცი იგი შეგრძნებული.

ხოლო მას ჟამსა წმიდაჲ ესე ბერი მუნ იყო წინაშე მეფისა. და აღიძრა წყალობითა ბუნებითითა, ვითარცა ზემო ვიტყოდეთ, ხატებისათვის და მსგავსებისა ღმთისა. და მერმე არა ხოლო თუ შეეწყალა, არამედ შურითაცა საღმრთოჲთა აღივსო, რათა არა ქრისტიანეთა შორის ესე ვითარი რაჲმე საქმე იხილვებოდის, და უმეტესად მეფეთა და სადა-იგი თვით ნეტარი დახვდეს.

მაშინ მეყსეულად რეცა გამოძახა სასწაული პატიოსნისა ჯვარისაჲ ხორცსა მასზედა მიგდებულსა. და ვითარცა აღიღო პირუტყვამ მან, მეყსეულად თქვეს განყვანებაჲ მისი, რათა არ დაეცეს და მოკვდეს. და ვითარცა განიყვანეს არარაჲ ევნო. უღონო იქნეს გრძნეულნი იგი და გულისხმა ყვეს, ვითარმედ წმიდისა მის მიერ უქმ იქმნეს გრძნებანი მათნი. და ევედრნეს მეფესა, რათა შინაგანსა სახლსა შეავლინოს ბერი და ბრძანოს მოყვანებაჲ სხვისა ძაღლისაჲ და ვითარცა წარვიდა წმიდაჲ იგი, მეყსეულად მოიყვანეს სხვაჲ ძაღლი და ვითარცა მიუგდეს ხორცი შეგრძნებული სწრაფ მხოლო დაეცა და მოკვდა. და გულისხმა ყვეს ყოველთა, ვითარმედ წმიდისა მის მიერ იყო პირველი იგი სასწაული.

ხოლო ბაგრატ მეფემან, ვითარცა იხილა ესე ყოველთა თანა მთავართა თვისთა, აღივსო სიხარულითა. და მიუთხრეს სასწაული ესე ღმრთისმსახურსა მეფესა კონსტანტის მონომახსა და დიდად განიხარა და ჰმადლობდა ღმერთსა. ხოლო ბაგრატ მეფე იტყვინ ყოლადვე, ვითარმედ:

– უკეთუ მეახლოს წმიდაჲ ესე, არა მეშინის არცა გრძნებათაგან და არცა წამალთა სასიკვდინეთა.

 

XIII

ამისა შემდგომ ვითარცა იხილა მეფემან ბაგრატ ესე ვითარი ესე მოქალაქეობაჲ მისი და უსხეულოთა მსგავსი ცხოვრებაჲ და ზემო წერილისასა ამისა სასწაულისა ხილვითა ყოვლითურთ იწყალა გული მისი სიყვარულითა მისითა. და ღონესა ეძიებდა, რაჲთამცა თვისსა მამულსა წარიყვანა.

ხოლო არს მამულსა მისსა წარჩინებული სამღდელთმოძღვროი საყდარსა შორის სამეუფოჲსა მისისათა – საყდარი ჭყონდიდისაჲ სადა-იგი მრავალთა წმიდათა მარტვილნი დაუსვენებიან. და თვისი საფლავი მუნ განემზადა, რათა, რაჟამს აღესრულოს, მუნ დაემარხოს. ამის საყდრისა ღმვდელთმოძღვარი მას ოდენ ჟამსა აღსრულებულ იყო. ამან ღმრთისმსახურმან მეფემან ბაგრატ დიდად აიძულა ნეტარსა მამასა გიორგის რათა მიითვალოს განგებაჲ მისი და იქმნას ეპისკოპოს. ხოლო მან ყოვლადვე არა თავს იდვა, რამეთუ ყოვლითა მოსწრაფებითა ევლტოდა დიდებასა კაცთასა და შფოთსა სოფლისასა და სიმდაბლესა შეიტკბობდა.

და ესრეთ დაყო სამეუფოსა მას ქალაქსა რავდენიმე ჟამი. და ყოველნი საქმენი მონასტრისა თვისისანი განჰმართნა და ნებითა ღმრთისაჲთა კვალად თვისთავე ლავრად მოიქცა და დიდითა სიხარულითა და სიყვარულითა შეიწყნარეს ძმათა. და განაგებდა და იპყრობდა მონასტერსა ამას ჟამ რავდენმე.

ხოლო ჯერ არს ხსენებად დიდისა მის და სამოციქულოჲსა ხელმწიფიბისაჲ, რომელი წმიდამან ამან აჩვენა, რომელ არს შემუსრვაჲ კერპთაჲ და მსახურებისა მათისაჲ უჩინო ყოფაჲ რომელი ესე ნეტარმან ამან ჟამთა ჩვენთა მაღლად და ღმრთივბრწყინვალედ აღასრულა.

რამეთუ არს მთაწმიდისა პრასტინთა შინა სოფელი ერთი, რომელსა ლივიზდიაჲ ეწოდების, ადგილი რაჲმე მოქცეული, ყური ყოვლად უდაბნოჲ, თანი უღნარ – მაღნარნი. და ვჰგონებ, თუ არავინ წმიდათაგანი მიმწვთარ არს მუნ. ხოლო კაცნი მკვიდრ არიან ბორღალნი, რომელთა სკლავ ეწოდების, ყოვლითურთ უგნურნი და პირტყვთ სახენი, წარმდებნი და არაწმიდათა ქვეწარმავალთა ჭამელნი.

ამას პრასტინსა შინა, ვითარცა ქუთ, კერპი ერთი დაშთომილ იყო პირველითგან და ვიდრე აქამომდე მარმარილოჲსაჲ, სახითა დედაკაცისაჲთა. ამას, ვითარცა ვთქუ, კაცნი იგი უგუნურნი წუთღა მსახურებდეს და იტყოდეს სიტყვად – მზე და წვიმაჲ, და ყოველი კეთილი მისგან მოგვეცემისო, რამეთუ ხელმწიფებაჲ აქვს სიკვდილად და ცხორებად, ვისიცა ენებოსო.

ესე ვითარსა რაჲ უკეთურებასა შინა წარმატებულად იხილნა კაცნი იგი, მსახურნი მისნი, ელმოდა და ეძვინებოდა სულსა მისსა წყალობისათვის მათვისა. და აღვიდოდა რაჲ იგი ოდესმე კვალადცა ქალაქად სამეუფოდ და მივიდა გზავრ პრასტინსა მას ზემოხსენებულსა. მოვიდეს შეცთომილნი იგი კაცნი და ეტყოდეს წმიდასა მას:

– უკეთუ გნებავს, რათა განმარჯვებულნი შემოიქცე ყოვლითა საურავითა შენითა, ევედრე ღმერთსა ჩვენსა, რათა შეგეწიოს წინაშე მეფისა!

ხოლო წმიდამან ჰრქვა მათ:

– კეთილ, კეთილ, გვალეთ და მიჩვენეთ, და მადლიერ ვარ თქვენდა ესე ვითარისა ამის კეთილისა თხრობისათვის.

და წარეყვანეს ბერი კაცთა მათ ყრუჲსა მის მიმართ და უსულოჲსა ღმრთისა მათისა. და ვიტარცა იხილა იგი, ჰრქვა მათ:

– იყოს ჟამისად, ხვალე ღვთისაგან მოვიდე და ვეზრახო მას.

და ხვალისაგან ვითარცა განთენა, მოღებად სცა უროჲ ჭედლისაგან და წარვიდა თვით ბერი იკონომოსითურთ ორთა თანა სხვათა კაცთა. და ვიტარცა მიეახლა, გამოისახა სასწაული პატიოსნისა ჯვარისაჲ შუბლსა თვისსა და იწყო თქმად სახარებასა იოანეს თავისასა: ,,პირველითგან იყო სიტყვაჲ” და შემდგომი. ხოლო კაცნი იგი ეტყოდეს, ვითარმედ:

– აჰა ესერა, მოგკლავს!

ხოლო ბერმან განიცინნა და ვითარცა ახოვანნი შეჭურვილი ჯვარითა ქრისტესითა მიუხდა მეყსეულად კერპსა მას, აღიღო უროჲ იგი და უხეთქნა და ესრეთ წვრილ-წვრილად დამუსრა, რომლის ნამუსრევი სახილველად წუთ იხილვებდის და საღმრთოსა მას შურსა კაცისა მის ღმრთისასა წამებს.

 

XIV

 

ხოლო რამეთუ წინაჲსწარმეტყველებისაჲცა მადლი აქვნდა წმიდასა ამას, რომელი – ესე დღესამომდე ვიტარცა ნათელი მზისაჲ ბრწყინავს და ღმრთივმშვენიერად აღსრულებულად იხილვების. რამეთუ ჟამსა მას, ოდეს – იგი თეოდორა დედოფალსა ეპყრა ბერძენთა მეფობაჲ, ითხოვა ბაგრატ აფხაზთა მეფისაგან, რათა მოსცეს ასული მისი მართა და შვილად თვისად აღზარდოს.

ხოლო მეფემან ბაგრატ სიხარულითა დიდითა წარმოგზავნა შვილი მართა კაცთა თანა საკუთართა თვისთა. ხოლო მათ დღეთა შინა განგებითა საღმრთოჲთა თეოდორა დედოფალი აღესრულა. და მასრე ჟამსა მარიამ დედოფალი, დედაჲ ბაგრატ მეფისაჲ, მუნ იყო და წმიდაჲცა ესე მამაჲ ჩვენი მუნვე იყო მიზეზითა რომელთამე საქმეთაჲთა.

ხოლო ვითარცა თქუთ. მი–რაჲ–იცვალა თეოდორა დედოფალი მეყსეულად მართა, ასული ბაგრატისი, სამეუფოდ შემოიყვანეს. და ვითარცა იხილა წმიდამან ამან მართა, სასმენელად ყოველთა წინაჲსწარმეტყველა და თქვა, ვითარმედ:

– უწყოდეთ ყოველთა, ვითარმედ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა.

ხოლო მაშინ დაყო მცირედი ჟამი და კვალად ზევე წარიყვანეს მართა. ხოლო ოდეს მოიწია ჟამი კვალად მოსთხოა დუკიწმან და სძლად თვისად სამეუფოსა ამას ქალაქსა შემოიყვანა. მაშინ რომელთა ასმიოდა წინაჲსწარმეტყველებაჲ ბერისაჲ, იხილეს რაჲ აღსრულებულად, ყოველთა დაუკვირდა და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელი წინაჲსწარყოველსავე გამოუცხადებს ნებისმყოფელთა თვისთა. და ეგრეთვე მარიამ დედოფალმან ჰრქვა წმიდასა მას, იყო რაჲ იგი არმოსავლეთს ვითარმედ:

–                    მამაო, აღესრულა წინაჲსწარმეტყველებაჲ შჱნი, რომელი – იგი ოდესმე სწინაჲსწარმეტყველე მართაჲსთვის.

 

XV

 

ესრეთ რაჲ იყო და ესევითარითა ცხორებითა ბრწყინავდა და ესრეთ განაგებდა მისდა რწმუნებულთა მათ სამწყსოთა.რამეთუ ოდესმე სამეუფოს არნ წინაშე ღრმთისმსახურთა მეფეთა საჭიროთათვის და სათანადოთა საქმეთა და კვალად ოდესმე მონასტერს არნ და განაგებენ სამონასტროთა საქმეთა და ცხოვრებასა ძმათასა ჰმართებენ და განაწესებენ.

მაშინ გულისხმა ყო და განიზრახა ღმრთისამიერითა განგებითა,ვითარმედ ღმრთივმონიჭებული იგი ტალანტი არა აღორძნდებოდა,რომელ არს ღმრთივსულიერთა წინგთა თარგმნაჲ.იჯმნა წინამძღვრობისგან და შენდობაჲ ითხოვა ძმათა ყოველთაგან.ხოლო იგინი დაღაცათუ შეწუხნეს და ფერხთა მისთა შეუვარდეს,არამედ არა თავს იდგა მორჩილობაჲ,ვითარცა ზეგარდამო ღმრთისა მიერ აღძრულმან და გულსავსე ქმნილმან.და ესრეთ გამოვიდა მონასტრით, რომელ ვინმე ფოლადმდეცა არა აუღია მონასტრისაჲ.და წიგნნი,რომელნი ეთარგმნნეს დეკანოზობასა შინა გინა წინამძღვრობასა,ყოველნივე ეკლესიასა დაუტევნა:სვინაქსარი დიდი,სახარებაჲ გამოკრებული,პავლე გამოკრებული,კურთხევანი,სტუდიელი და სხვანი რაოდენნიმე წიგნნი.და ესრეთ ცარიელი გამოვიდა მონასტრით,რომელ გარე ღმრთისმოყვარეთა კაცთა მისცეს საგზალი.

რამეთუ ორგზის იქმნა სივტოლაჲ მისი.ხოლო უკანაჲსკნელ ესე იყო.რამეთუ მიზეზი პირველისა სივტოლისაჲ ესე იყო,ვინაჲთგან არა ენება არა ენება წინამძღვრობაჲ,არამედ მოსურნე იყო თავისა თვისისა თანა მყუდროებით ყოფასა და ევლტოდა შფოთთა და ამბოხებათა.ამისთვის ფარულად ყოველთაგან სივტოლაჲ  იხუმია და შავსა რაჲ მთასა მივიდა, დიდად იბრალა გიორგის მიერ,თვისისა მოძღვრისა,დატევებისათვის პირმელტყველთა ცხოვართა.და მოახსენებდა სიტყვასა მას მაცხოვრისასა,რომელსა ეტყოდა მოციქულსა პეტრეს,ვითარმედ:,,უკეთუ გიყვარ მე,დამწყსენ ცხოარნი ჩემნი.”

ამის მიზეზისადმი ბრძანებითა მოძღვრისა თვისისაჲთა კვალადცა მთაწმიდასვე მოვიდა და იძულებითა ყოველთა ძმათაჲთა კვალად ხელყო საქმესა წინამძღვრობისასა.და  დაყო ჟამ რავდენიმე პირველ აღწერილითა ამით განგებითა.და მერმეღა იქმნა  მეორე იგი წარსვლაჲ თარგმანებისათვის წმინდათა წინგთაჲსა.და  ესერთ შევიდა ქალაქად სამეუფოთ და მეფისაგან თავისუფლებაჲ მიიღო.დაღაცათუ უძნდა მეფესა,რამეთუ დიდად ესვიდა,არა წინააღუდგა.არამედ თანაშეწევნითა მარიამ ბაგრატისის დედისაჲთა,რამეთუ იგიცამუნ იყო,ვითარცა პირველ ვთქუთ.სამისა კაცისა პური სვიმოწმინდას აღიღო და ესრეთ წიგნითა სამიუფოითა შავსა მთასა მიიწია.ხოლო მათ სიხარულით შეიწყალეს და დიდი სიყვარული წინაუყვეს და ყოველითურთ  აღაშენეს.

ხოლო ამისა შემდგომად მარიამ დედოფალი,დედაჲ ბაგრატის მეფისაჲ,ქალაქით სამეუფოჲთ ქალაქად ანტიოქიად მოვიდა. რამეთუ ეგულებოდა წასვლაჲ წმიდად ქალაქად იერუსალემდ ლოცვად და  თაყვანისცემად წმიდათა მათი და განმაცხოველებელთა ადგილთა. და აქვნდა ბრძანებაჲ სამეუფოჲ თავადსა თანა და პატრეაქსა ანტიოქიისასა,რათა ყოველითა დიდებაითა და პატივითა წარგზავნონ,ხოლო პატრეაქმან და მთავარმან განიზრახეს და თანაზრახვითა მამისა  გიორგისითა,ვითარმედ:

––არა კეთილ  არს აღმოსავალისა მეფეთა დედაჲ რათამცა  სასარკინოზეც წავიდა.ვინაჲთგან ცოდვათა ჩვენთაგანიგინი უფლებენ ქვეყანას მას.

და ესრეთ პირითა თვისისა მოძღვრისა გიორგისითა მოახსენეს დედოფალსა და წარვსლისაგან დაახრწიეს.ხოლო იგი დაღაცათუ შეწუხდა,არამედ ნებასა ღმერთისასა ვერ წინაღუდგა.მაშინ ევედრა წმინდასა ამას ბერსა,რათა შეიწყალოს სული მისი,ვითარცა შეუწყალებიაცა.და იღვაწოს ცხოვრებისათვის  მისისა,ვინაჲთგან თვით ვერ ღირს იქმნა შესვლათ წმიდათა მათ და  თაყვანისმცემელთა ადგილთა.გარნა რათა საფასე იგი,რომელი საგზლად აღეკაზმა,წაღიგოს იგი იერუსალემდ გლახაკთა მათ და დავდოლმილთა და გამუყოს წმინდისა ქალაქისათა და მონასტერთა მათ წმინდათა,რომელნი შენ არიან გარემოჲს მისა.

ხოლო ბერსა დაღაცათუ შეუძნდა საქმე ესე,ვინაჲთგან წმიდათა წიგნთა თარგმნისაგან დაეხრწეოდა,არამედ უმეტესადღა ცხოვრებისათვის სულისა მისისა მოსწრაფე იყო და სისადღა ცხოვრებისათვისდ სულისა მისისა მოსწრაფე იყო და სიტყვაჲცა იგი მოციქულისაჲ ეხსენა,რომელსა_იგი მისწერს კორიმფელთა მიმართ,ვითარმედ: ,,აწ, ესერა, აღვალ იერუსალემდ მსახურვად წმიდათა”და შემდგომი.რომლისათვისაც აღიღო საფასი იგი წარსაგებელად განმზადებული და შეწევნითა ღმრთისაჲთა მოწაფისა თანა ერთისა წარემართა და წმიდად ქალაქად მშვიდობით და უმებელად მიიწია და წმიდანი იგი ადგილი მოიოცნა და წმიდათა მამათი ლოცვაჲ მიიღო და საფასე იგი წარცემული ყოველთა ნაკლულევანთა და უღონოთა უხვებით განუყო.

და ნეტარი მამაჲპროხორე მაშინ ოდენ ჯვარის მონასტერსა აშენებდა.ესე იხილა და საფასითა ფრიად შეეწია ხოლო ღირსი იგი ბერი ევედრებოდა,რათა პირველი ნაყოფი წმიდათა წიგთა ცხოველისმყოფელსა მიანიჭოს რომელი-იგი დაღაცათუ მაშინ ვერ იქმნა,ხოლო უკანაჲსკნელ შემდგომად პროხორეს მიცვალებისა,მოწაფეთა მისთა ნებაჲ მისი აღასრულეს და სათვეონი მარხვანი წმინდასა მას მონასტერსა დასხნეს.

 

XVI

 

ხოლო ჩვენ პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ.

ვითარცა სრული იყო ყოველივე ნუგეშის ცემაჲ და მოღვაწებაი  გლახათაჲ წმიდამან მამამან გიორგი, წარემართა კვალად შავსა მთასა და ნებითა შენითა ღმერთისაჲთა მშვიდობით მიიწია და ღმერთისმსახური მცირედისა მამულად თვისად სამეუფოდ ძმისა თვისისა თანა ბაგრატ მეფისა წარვიდა.

ხოლო წმიდამან ამან ბერმან მოიცალა ყოველთა ამათ შფოთთა და საურავთაგან და ყოვლისა ხრუმვისაგან თავისუფალმან იწყო თარგმანებაი წმიდათა წიგთა,ვითარცა სული წმიდაი მოსცემდა.

რამეთუ ესე ყოველთა უწყით,ვითარმედ ეგევითარი თარგმანი,თვინიერ წმიდისა მამისა ჩვენისა მამისა ეფთვიმესსა, სხვაჲ არა გამოჩენილა ენასა ჩვენსა და ვგონებ,თუ არცა გამორჩინებად არს.

და უფროჲსნი წიგნნი ღამით უთარგმნიან.და ესრეთ შეუსვენებლათ თარგმნმიან და კანონსა თვისსა დაუკლებლად აღასულებენ და რაჲთურთით არა სცემდა განსვენებასა თავსა თვისსა, არამედ დღე და ღამე ტკბილად მას თაფლსა მოხსენებულსა წინგთა საღმრთოთასა შვრებოდა.რომელთა მიერ დაატკბო ენაჲ ჩვენი და წმიდანი ეკლესიანი განაშველნა და წერილთა თვისთა ოქროჲთა განამდიდრნა უხვად და გარდარეულად.

რამეთუ ემსგავსა იგი ოქროჲსა გამომღებელსა მას ხელოვანსა,ვითარცა- იგი ქიმიათვის  წერილ არს, რომელნი-იგი მრავალღონეობითა სიბრძნისაჲთა სიღრმეთაგან ქვეყნისათა ოქროსა გამოიღებენ დაბძნედისა მიერ და ცეცხლისა ბრწყინვალებასა მისსა  წარმოაჩენენ.ეგრეთა წმიდისა ამის მამისა ჩვენისა გონებაჲ სიტყვიერისა ამის ოქროჲსა ბრძმედ იქმნა,მადნობელ ცეცხლითა სულისა წმიდისაჲთა,განმახურვებელი განმარჩეველი ოქროჲსა ბრპენისაგან და თიხისა რამეთუ რომელნიმე წიგნნი,სრულიად არა ყოფილნნი და ენისა ჩვენისა უცხოინი,სიღრმეთაგან  უმეცრებისათა ნათლად გამოაბრწყინვნა.

ხოლო სხვანი,ოდესმე თარგმნილნი და წუთ ვერკეთილად გამოღებულნი,გინათუ ჟამთა სიგრძითა უცებთა და უგუნურთა მხმარებელთაგან დაგესლებულნი,ვითარცა ვთქუთ ,ბრძმედსა მას შინა წმიდისა მის გონებისა თავისისასა განოადნვნა და გამოახურვნა.ხოლო კვალად სხვანი წიგნნი,წმიდისა მამისა ეფთვიმის მიერ თარგმნილნი და წუთ უცალოებისაგან ვერ სრულქმნილნი,არამედ სულ მცირედ აღწერილნი,განასრულნა და განავრცელნა.კვლად სხვანი რომელნიმე ბერძულსა შეაწამნა და ყოვლისა ნაკლულევანებისაგან განასრულნა და სიტყვადუხჭირობისა და ვერაგობისაგან განაშვენა და განაბრწყინვნა,ვითარცა თვით თავადი სახარებაჲ და პავლე.

ხოლო ჯერ არს,რათა სახელითცა რაოდენნიმე მოვიხსენნე წიგნნი,რომელნი მას ნეტარსა უთარგმნიან.რათა მათ მიერ ეუწყოს ქრისტეს მორწმუნეთა  მოღვაწეობაჲ წმიდისა ამის კაცისაჲ.რამეთუ არა თურთ მთაწმიდას და შავსა მთასა ოდენ თარგმნა,რათამცა თვითოეულად აღვრაცხენით,არამედ სამეუფოს და გზას სულუმბრიას,ანტიოქიას,სვიმეონწმიდას და კალიპოსს და სხვათა ესე ვითართა ადგილთა.რამეთუ რომელნიმე წიგნნი ორკეცად და სამკეცად გარდაწერილ არიან,რომელ-ესე მოსაგონებლადცა დიდ არს,ვითარმცა ესოდენნი წიგნნი ერთმან კაცმან მზანი თარგმნილნი ცხოვრებასა შინა თვისსა აღწერნა არა რომელმცა ბერძულისაგან სრულიად თარგმნნა ვითარ-ესე კაცმან ამან საკვირველმან მაღლად და ღმრთივბრწყინვალედ-აღწერნა.

თარგმნა უკვე ვითარცა ვთქუთ.

ჩამოთვლილია გიორგის მიერ თარგმნილი ძეგლები]

ხოლო უკეთუ ვინმე იყოს მოსწრაფეთაგანი და მამის მოყვარე უფროჲსღა ვთქვათ,თუ-ღმრთის მოყვარე.და უნდეს ცნობის ძალი თვითოეულისა წიგნისად თუ რაჲ სწერია,ამისთ წიგნისა ბოლოსა პოოს აღრიცხულად და განმარტებულად თვითოეულისა წიგნისა ზანდუკი და ანდერძი ღმრთივშვენიერად და ბრწყინვალედ,რომელი წმიდამან ბერმან იოანე პატრიკმან,პეტრიკ ყოფილმან,აღწერა,რაჟამს-იგი თავისა თვისისათვის გარდაიწერნა წმიდანი ესე წიგნნი,ყოველნი წვლილწვლილად აღირიცხვა–გალობაჲ და დასდებელი,ფრიადითა შრომითა და გულსმოდგინებითა,

ესე ყოველნი და ამათსა ფრიად უმრავლესნი წიგნნი თარგმნნა ღმთივშემოსილმან მამამან ჩვენმან გიორგი და ესრეთ აღორძინა მისდა რწმუნებული იგი ტალანტი.

 

XVII

 

ხოლო საყოფელად არნ ოდესმე  სვიმეონწმინდას და ოდესმე კალიპოსს.და ესრეთ არა სცემდა განსვენებასა თავსა თვისსა,ვიდრე არა ყოველნი განაკვირვნა,არა ხოლო თ ქართველნი,არამედ ბერძენნიცა თუ ასურნი.რომლისათვისცა ეუწყა მოქალაქობაჲ მისი ნეტარსა იოანე პატრეაქსა ანტიოქიისასა მოუწოდა და ეზრახა საღმრთოთა წერილთაგან მრავალსახედ.. პირველად სარწმუნოებისათვის მართლისა და კანონთათვის საეკლესიოთა და მერმე სულთა სარგებელისათვის,სათნოებათათვის და ვნებათა.და ვითა ყოველსა შინა გამოცდილად პოა,მერმე ყოველი ცხორებაჲ თვისი მას შეჰვედრა.და მას ჰკითხავნ გულისსიტყვათა თვისა და ყოველთავე საეკლესითა საქმეთა.

და რაჟამს-იგი შურითა მტერისაჲთა ცეცხლი აღედვა ღმრთისა ქალაქსა და ტაძარი წმიდისა მოციქულისა პეტრესი დაიწვა,ხოლო პატრეაქი მრავალთა მწუხარერბათა და ურვათაგან შეპყრობილ იყო,ვიდრე არაბერი ესე წმიდაჲ მივიდა და სიტყვითა ნუგეშინისცემისაჲთა და სწავლითა სულიერითა ყოველი მწუხარებაჲ და გლოვაჲ მისი განაქარვა,რომლისათვისა აღიარებდა და იტყოდა:

–უკეთუმცა სიწმიდე შენი არა მომაშვრალ იყო,ჰოჲ წმიდაო მამაო,კნინღამცადა მწუხარებათა მიერ ჯოჯოხეთად შთარსრულ იყო სული ჩემი!

ესრეთ წმიდაჲ ესე პატრეაქი,ესევითარითა სიყვარულითა და სარწმუნოებითა აღსავსე კაცისა ამის ღმთისაჲთა,შემდგომად მცირედისა უფლისა მიმართ მიიცვალა.

და შემდგომათ მისა დაიპყრა საყდარი მისი თევდოსი სამეუფოელმან,კაცმან მაღალმან და ფილოსოფოსმან და ორითავე ცხოვრებითა გამოცდილმან ხოლო არა აქვნდა წუთ მეცნიერებაჲ წმიდისა ამის ბერის მიმართ,ვითარცა ახალშემოსრულსა.და ესე იქმნა მიზეზი და დასაბამი მათისა ურთიერთარს შემეცნიერებისა.

რამეთე კაცრი ვინმე სვიმეონწმინდელნი შურითა საეშმაკოითა აღირძნეს ქართველთა ზედა და ენება,რათამცა ნათესავი ჩვენი ძირითურთ აღმოჰფხვრეს სვიმეონწმიდით. და განიზრახეს გვლარძნილებით,რათა წმიდასა ამასა და მართალსა სარწმუნოებასა ჩვენსა ბიწი რაჲმე დასწამონ და ესრეთმცა სრულიად აღმოგვფხვრნეს დიდებულისა ამისგან ლავრისა პირველითგან თვით წმიდისა სვიმეონის მიერ დამკვიდრებულნი და ესრეთ ბოროტად შეისრზნახეს და წარვიდეს თევდოსი პატრეაქესა წინაშე,ვითარცა ახლად სემოსრულისა და დაცვივეს წინაშე მისსა რეცა მომჭირნედ და პირქვეს მას.

შეგვეწიენ,წმიდაო მეუფეო და გვიხსნენ დიდისა ჭირისგან და განგვათავისუფლენ კაცთაგან ამაოთა და უცხოთა თვალითა!რამეთუ არს მონასტერსა შინა ჩვენსა ვითარ სამეოცი კაცი რომელნი ქართველად სახელიდებენ თავთა თვისთა და არა უწყით,თუი რასა სზრახვენ ანუ რაჲ არს სარწმუნოებაი მათი.და ესრეთ დორიასად ზოგი მონასტრისაი დაუპყრიეს.

და ესმა რაი ესე,პატრიაქსა,დაუკვირდა და  პრქვა მათ;

–და ვიტარ ეგების ესე,რომელმცა ქართველნი არა მართმადიდებელნი იყვნეს?

რამეთუ წუთ უმეცარ იყო ნათესავსა ჩვენსა,ხოლო იგინი დაუმტკიცებდეს და რაცა უკეთურებისა საფარველად პრქვეს მას,ვითარმედ;

–არა უწეყით,თუ ქართველნი არიან ანუ სომეხნი.და ვერცა ხუცესი მათი ჟმსა წირავს მონასტერსა შინა ჩვენსა!

ხოლო ესე მართალი თქვეს,რამეთუ ვიდრე აქამომდე მრავლით უამითგან ქართველი ხუცესი სვიმეონწმიდას ჟამსა.

ვერ წირვიდან ამის მიზეზისათვის, რამეთუ რომელსამე ჟამსა სოფლური ვინმე ხუცესი ახლად ჩამოსრული წმიდისა სვიმეონის სვეტსა ზედა გასრულ იყო ჟამისწირვად ქალამნითა და საბურითა თვინიერ სამღდელოჲსა შესამოსლისა, ვითარცა იყო პირველად წესი ჩვენი. და ამისთვის არა უტეობდეს ქართველსა ხუცესსა ჟამისწირვად, არამედ განეწესა, რათა მათ თანა ეზიარებოდინ. და ნუვინ ჰგონებს, თუმცა სხვაჲ რაჲმე მიზეზი ყოფილ იყო. და კაცთა მათ ამაოთა პატრეაქსა ესე გააგონეს. ხოლო იგი განცვიბრდა ამას ყოველსა ზედა და ჰრქვა მათ;

–არავინ არსა ნათესავსა მათ შორის ბერძულისა ენისა მეცნიერი და წერილთა სწავლული?

ხოლო მათ, უნდა თუ არა, აღიარეს, ვითარმედ;

–ჰე ,არს ერთი ვინმე მონაზონი ღრამატიკოსი და ბერძულთა წიგთა ქართულად თარგმნის.

მაშინ პატრეაქმან მსწრაფლ ბრძანა მოყვანებაჲ ბერისაჲ.

ხოლო ვითარცა შევიდა ბერი წინაშე მისსა, მოიკითხა პატივით და უბრძანა დაჯდომაჲ.და იწყო უბნობად ბერისა ღმრთივსულიერთა წიგნტაგან.და რასა იგი ჰკითხავდა,ყოველსავე ღმრთივმშვენიერად მიუგებდა.

მაშინ გულისხმა ყო პატრეაქმა,ვითარმედ მადლი ღმრთისაჲ დამკვიდრებულ არს მის თანა.და ჰრქვა ასრეთ ერსა:

–პატიოსანო მამაო,კურთხეულ არს ღმერთი,რომელ ვიხილე სიწმიდე შენი.და,აჰა ესერა,გხედავ,მოწყალებითა ღმრთისაჲთა დაღაცათუ ნათესავით ქართველიხარ,სხვითა კვლა ყოვლითა სწავლულებითა სრულიად ბერძენი ხარ.ხოლო მითხარ ნათესავისა შენისათვის–არს რაჲ ნაკლულევანებაჲ მართლისა სარწმუნოებისაჲ მათ თანა,გინა ურთიერთ განყოფილებაჲ მათ შორის და ჩვენ შორის?

ხოლო ნეტარმან მან გამოისახა სასწაული პატიოსნისა ჯვარისაჲ პირსა თვისსა  და იწყო წარმოთქმათ მართლისა სარწმუნოებისა ესრეთ,რომელ განკვირვნა მსმენელნი,რამეთუ  სული წმიდაჲ იტყოდა პირით მისით.

მაშინ პატრეაქმან ბრძანა:

–კურთხეულ არს ღმერთი!ვიეთნიმე ნაკლულევანებასა სწამებდეს ქართველთა და,აჰა ესერა,მრავლითა სახითა უზეშთავს იპოვნეს  ჩვენსა და უფროჲს ხოლო ქალწულებითა, რომელი–იგი მაღლად უპყრიეს მათ.

და ყოველნივე ეწამებოდეს, რამეთუ  იყვნეს მეტროპოლიტნი და ებისკოპოსნი და წარჩინებულნი ანტიოქიისანი,ყოველთავე ადიდეს ღმერთი და წმიდასა მას ქებაჲ შეასახეს და ნეტარებაჲ.

ხოლო პატრეაქმან ცუდის მზრახთა მათ და ამაოთა კაცთა სვიმეოწმინდელთა ფრიად შეჰრისხნა და კანონსა ქვეშე საეკლესიოსა შეყარნა და სხვასაცა მრავალსა ძვირსა უთქმიდა.ხოლო ნეტარმან მან უხვაეშნა პატრეაქისგან და განუტევნეს.

და რომელსა იგი რეცა სავნებელად ჩვენდა ჰგონებდეს, ესე ჩვენდა სარგებელად იქმნა და სარწმუნოებაჲ ჩვენი ღმრთივბრწყინვალედ იქადაგა.და მიერითგან დაეწესა,რათა ქართველნი სვიმეონწმიდას ჟამსა წირვიდენ.რამეთუ ყოველნი მეცნიერ ხართ,ვიდრე ამის ნეტარისამდე ჟამსა ვერ წირავდეს.

 

XVIII

 

და ესე რაჲ ესრეთ ღმრთივბრწინვალედ აღასრულება და განაგო. და კვალად სხვაჲ საქმე წინა უყო პატრეაქმან ფრიად დიდი და მაღალი.რამეთუ კაცთა ვიეთმე მრავალღონეთა და მანქანათა მოახსენეს და აუწყეს პატრეაქსა, ვითარმედ:

-ვითარ ესე, მეუფეო, რომელ ეკლესიანი და მღდელთმოძღვარნი ქართლისანი არა რომლისა პატრეაქისა ხელმწიფებასა ქვეშე არიან და ყოველნი საეკლესიონი წესნი მათ მიერ განეგებიან  და თვით დაისვმენ კათალიკოსთა ებისკოპოსთა! და არა სამართალ არს ესე, რამეთუ ათორმეტთა მოციქულთაგანი არავინ მისრულ არს ქვეყანასა მათსა. და ჯრ არს, რატა ქალაქსა ამას ღმრთისასა და საყდარსა მოციქულთა თავისასა დაემორჩილნენ და ამისსა ხელმწიფებასა ქვეშე იყვნენ. რამეთუ  ნათესავი არს უმეცარი  და სამწყსოჲ მცირე.და ჩვენდა მახლობელად არიან და ჯერ არს, რათა ხელმწიფებასა ქვეშე ანტიოქელის პატრეაქისასა იმწყსებოდინ დააქა იკურტხეოდის კათალიკოზი მათი.და ვიყვნეთ ჩვენ ერტ სამწყსო და ერთ მწყემს.

ესე ყოველი განიზრახეს და დაამტკიცეს, რეცა უმეცრებისა ჩვენისათვის, ხოლო წინააღმდგომი შეემთხვია. რამეთუ იწყო პატრეაქმან სიტყვად ბერისა, ვითარცა, ესერა, აღგვიწერია.და ეტყოდა რომელსამე ლიქნიტ და რომელსამე მართლად, ვითარმედ;

-შენ,ჰოჲ ნეტარო მამაო, დაღაცათუ ნათესავით ქართველი ხარ,ხოლო სწავლულებითა და მეცნიერებითა ჩვენივე სწორი ხარ .ჯერ არსა,რომელ ეკლესიანი  და მღდელთმოძღვარნი თქვენნი ხელსა ქვეშე სამოციქულოჲსა ამის საყდრისასა იმწყსებოდინ და ჰმართებსცა ესრეთ მიზეზითა მახლობელობისაჲთა.და ესე შენგან შესაძლებელ არს, რამეთუ უწყი, ვითარმედ გისმენს მეფე თქვენი,უკეთუ მიუწერო და აუწყო უმჯობესი. ხოლო უკეთუ  არა ისმინოს, მიუწერო ოთხთავე პატრეაქთა საყდრის-მოდგამთა ჩვენთა და ვაუწყოთ თვითრჩულობაჲ და ქედფიცხელობაჲ ნათესავისა თქვენისაჲ, და ვითარმედ თვინიერ სამოციქულოჲსა კანონისა თვით იმწყესებიან და მოციქულთაგან არავინ მისრულ არს ქვეყანასა მათსა.და ესრეთ მრავალსა ღვაწლსა შეგთხინე, ვიდრე არა თვით მეფე თქვენი წინაშე ჩვენსა მოვიდეს და ხელმწიფებასა ჩვენსა დაემორჩილოს!

და ესევითარი რაჲ სიტყვანი წარმოთქვნა პატრეაქმან ბერისა მიმართ. ხოლო ნეტარმან ამან დაწყნარებით და ნელიად ჰრქვა პატრეაქსა, ვითარმედ:

-ჰოჲ წმიდაო მეუფეო, რაჲსათვის-მე ესრეთ ადვილად ხელჰყავ დიდისა ამისა და მაღლისა საქმისა მოგონებად და აღსრულებად? და ვინ-მე არიან უგუნურნი იგი განმზრახნი შენნი, ანუ რად ესრეთ უგუნურად შეგირაცხიეს ნათესავი ქართველთაჲ, წრფელი და უმანკოჲ? აჰა ესერა, ვარ მე უნარჩევესი და უმდაბლესი ყოველთა ძმათა ჩემთაჲ, მე მოგცე მათ ყოველთა წილ პასუხი.მოღებად ეც წიგნი”მიმოსლვაჲ ანდრეა მოციქულისაჲ” და მუნით გეუწყოს საძიებელი თქვენი.

ხოლო  პატრეაქმან უბრძანა თეოფილეს , ნათესავით ქართველსა, რომელი-იგი უკანაჲსკნელ ტარსუს მეტროპოლიტ იქმნა, მოღებაჲ წიგნისაჲ მის. და ვითარ მოიღეს , პირველ წაკითხვისა ჰრქვა ბერმან პატრეაქსა:

-წმიდაო მეუფეო, შენ იტყვი, ვითარმედ თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარსა ვზიო. ხოლო ჩვენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი-სიმონს ვიტყვი კანანელსა- ქვეყანასა ჩვენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების.ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ. და ვინაჲთგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს.და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი, და ყოველთა უარისმყოფელთა და მწვალებელთა შევაჩვენებთ და დავსწყევთ.ამას საფუძველსა ზედა მართმადიდებლობისასა  და მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ.აწ, უკეთუ ჯერ არს, დაგემორჩილნეთ,- და რეცა განცხრომით ჰრქვა პატრეაქსა:- წმიდაო მეუფეო, შვენის ესრეთ, რათა წოდებული იგი  მწოდებელსა მას დაემორჩილოს. რამეთუ პეტრესი ჯერ არს, რათა დაემორჩილოს მწოდებელსა თვისსა და ძმასა ანდრეასა, და რათა თქვენ ჩვენ დაგვემორჩილნეთ.-და ესეცა შესძინა, ვითარმედ:- წმიდაო მეუფეო, რომელნი ეგე ჩვენ უმეცრად და სუბუქად გვხედავთ და თავნი თქვენნი ბრძენ და მძიმე გიყოფიან. იყო ჟამი, რომელ ყოველსა საბერძნეთსა შინა მართმადიდებლობაჲ არა იპოებოდა და იოანე გუთელ ეპისკოპოსი მცხეთას იკურთხა  ეპისკოპოსად, ვითარცა სწერია დიდსა სვინაქსარსა.

ესე ყოველი რაჲ წარმოთქვა ნეტარმან ამან, განკვირდა პატრეაქი ეპისკოპოსთა თვისთა თანა სიმახვილესა გონებისა მისისასა და რამეთუ ვითარცა მდინარს დაუწყვედელად ესრეთ დიოდეს სიტყვანი წმიდათა წერილთანი პირით მისით. განიღიმა პატრეაქმან და ჰრქვა მღდელთმოძღვართა მათ და ერსა:

-ხედავთა ბერსა ამას, ვითარ მარტოჲ ესოდენსა სიმრავლესა გვერევის? ვეკრძალნეთ, ნუუკვე წინააღმდგომი შეგვემთხვიოს და არა ხოლო თუ სიტყვით, არამედ საქმით გვამხილოს ძლეულებაჲ ჩვენი და დაგვიმრწემნეს და დაგვიმრემლნეს! 

მიერ დღითგან ესრეთ შეიყვარა პატრეაქმან და ყოველთა ანტიოქელთა,ვითარცა მამაჲ და მოძღვარი სულიერი. და თვით პატრეაქმან გულისსიტყვათა თვისთა მისა იწყო კითხვად. და რამეთუ პირველ მისა ყოფილი ნეტარი იოანე პატრეაქი მასვე წმიდასა ბერსა ჰკითხვიდა, ვითარცა ზემა ვთქუთ. და ესრეთ მრავლითა პატივითა და ნიჭითა ეპყრა წმიდაჲ იგი ბერი, ვიდრე იყო იგი ქვეყანასა ანტიოქიისასა. და ოდეს აქვნნ რაჲმე საჭიროჲ გულისსიტყვაჲ, მსწრაფლ წარმოსცემნ სახედარსა და მოიყვანებნ და დიდად სარგებელ იყოფინ ხილვასა მისსა.

აქამომდე არს პატრეაქისა მიმართ სიტყვისგებისა და სიყვარულისა მისისა მისა მიმართ წარმოთქმაჲ.

 

XIX

 

ხოლო ვითარცა ცნა ღმრთისმსახურმან მეფემან ბაგრატ, ვითარმედ სრულქმნა თარგმანებაჲ წიგნთა საღრთოთაჲ და მოირწყნეს ეკლესიანი შავისა მთისანი წიგნთა მისთა მდინარითა სულთა განმანათლებელითა, რამეთუ ყოველთა მონასტერთა გარდაიწერნეს. და უფროჲს ყოველთაჲსა დიდად იღვაწა სულითა კურთხეულმან ანტონი, ლიპარიტ ყოფილმან, და თვისისა მონასტრისა ბარლაამწმიდისათვის დააწერინა. და წმიდასა ამას ბერსა დიდად პატივ უპყრა და ნუგეშინის სცა და თვისისა მონასტრისაგან გაკვეთილი შეუკმნა და სიმტკიცე თვისითა ხელითა დაუწერა. და შვენიერი ქებაჲ და მადლობაჲ დაწერა მას შინა ღვაწლთა და შრომათა მისთათვის.

ესრეთ რაჲ ყოველი ეკლესიანი განშვენდეს სამკაულითა წმიდათა წიგნთა მისთაჲთა, ხოლო ეკლესიანი აღმოსავლეთისანი წუთ ნაკლულევან იყვნეს. იწყო ღმრთისმსახურმან მეფემან ბაგრატ და ძემან მისმან გიორგი, დედოფალთა, კათალიკოსთა და ყოველთავე მღდელმოძღვართა და მთავართა ვედრებად და წვევად, რათა აღმოსავლეთს განვიდეს და იხილონ წმიდაჲ იგი და იკურთხნენ და განათლდენ მის მიერ. და კვალად რათა ნამუშაკევი იგი მისი ღმრთივმონიჭებული იხილონ და აღისვნენ სიხარულითა.

და ესრეთ მრავალგზის მოუწერნ ღმრთისმოყვარე მეფე ბაგრატ და დედაჲ მისი მარიამ დედოფალი,ვითარმედ:

"წმიდაო მამაო, შავსა მთასა, მცირედნი არიან მონასტერნი ჩვენნი, რამეთუ ქვეყანაჲ არს უცხოჲ. ხოლო სამეფოჲ ვრცელ არს და დიდ ფრიად და მაღალ, და ეკლესიანი და სამღდელთმოძღვრონი და მონასტერნი ფრიად მრავალ და დიდებული. აწ არწმუნოს ღმერთმან სიწმიდესა თქვენსა, რათა ჰბრძანო და მოშვრე.და ჩვენ ვიკურთხნეთ თქვენ მიერ განვნათლდეთ. და კვალად ეკლესიანი ჩვენნი აღივსნენ მდინარეთა მაგათგან სულთა განმაცხოველებელთა წიგნთა თქვენთა ღმრთივსულიერთა."

ხოლო ნეტარმან ამან ყოვლადვე არა თავს იდვა, რამეთუ ყოვლითა მოსწრაფებითა ევლტოდა დიდებასა კაცთასა და შფოთსა სოფლისასა და სიმდაბლესა შეიტკბობდა. და კვალად ზემოხსენებულისაცა მიზეზისაგან ეშინოდა–ნუუკვე მღდელთმოძღვრად დაადგინონ. ვიდრე არა კვალადცა თვისითა ხელითა სიმტკიცე მოუწერა ღმრთისმსახურმან მეფემან, ვითარმედ–არაჲ უნებელი დაგეპატიჟოსო, და ვითარმედ:

"წმიდაო მამაო, არა თუ ოდენ წიგნთათვის ვარ, რათა განათლდენ ეკლესიანი ჩვენნი, არამედ რათა თვით მე განვნათლდე ხილვითა თქვენითა და სული ჩემი ხელთა თქვენთა შევჰვედრო და ძე ჩემი და ყოველნი თვისნი ჩემნი სიწმიდისა თქვენისა მიერ იმწყსებოდინ და განისწავლებოდინ, და რათა ღმერთსა ნიჭად მიუპყრნე სულნი ჩვენნი."

ხოლო იხილა რაჲ საღმრთომან ამან მოხუცებულმან სარწმუნოებაჲ იგი და სიყვარული ღმრთის მსახურისა მეფისაჲ მისსა მიმართ და მრავალგზის მოწერაჲ და იძულებაჲ წარსვლისა მისისათვის, და ეძიებდა ცნობად ნებასა ღმრთისასა, რომლითამცა გულსავსე იქმნა. მაშინ წმიდათა მოციქულთა მიერ ქმნული იგი საქმე ხელყო, და რამეთუ ეგრეთცა იყო ჩვეულებაჲ მისი: რაჟამს საქმესა რაჲსათვისმე უნებნ გულსავსე ყოფის, თუ არს მეა ნებაჲ ღმრთისაჲ, წილნი დაწერნის და საკურთხეველსა ქვეშე დასხნის და მღდელმან ზედა ჟამი წირის და რაჲცა აღმოჰხდის, იგიცა დაამტკიცის.

და ეგრეთვე ყო აწცა, რომლითა გულსავსე იქმნა. და ესრეთ მიუწერა დამორჩილებაჲ მეფესა. ხოლო მას ვითარცა ესმა, განიხარა ფრიად. და წარმოავლინა საკუთარი თვისი იოვანე და სახედარნი და განძი, რაოდენი კმაეყოფოდა მას და მოწაფეთა მისთა. წარმოსცა და დაწერნა წიგნნი პატრეაქისა თანა და უკდისა ანტიოქიისაჲსა წარგზავნისა ჩვენისათვის. და ესრეთ მოიწინეს მწოდებლნი ჩვენნი.

XX

 

აქამომდე არს სიტყვაჲ ჩვენი ზემოხსენებულთა მათ ძმათა მიმართ, რომელთა გვაიძულეს შობითგანვე აღწერაჲ ცხორებისა მისისაჲ, ჰოჲ ნეტარო, რამეთუ თქვენ აქამომდე ყოველსავე თვით მეცნიერ ხართ. და ვითარმცა არა მეცნიერ იყავ, რომელი-იგი იოტოდენსაცა გულისსიტყვასა არა დაჰფარვიდა თქვენგან!

ხოლო ამიერითაგან წარსლვისა ჩვენისათვის აღმოსავლეთად და ვიდრე სამეუფოდ   მოსლვადმდე და ამიერ სოფლით მიცვალებად ყოველივე ვაუწყო სიწმიდესა თქვენსა, რომელმან-ეგე ფრიად მაიძულე და მიბრძანე შეუკადრებელთა შეკადრებად. და ესე წარმოვთქვი ფრიად მოკლედ და სულმცირედ რამეთუ ესოდენ შორს ვარ სიწმიდისა მისისაგან, ვითარცა ცაჲ ქვეყანისაგან და ვითარცა აჩრდილი მსგავსებისაგან კაცისა. და კვალად მაიძულებს აღწერად ბრძანებაჲ თქვენი, თუ ვითარ წარვედით ზე და თუ ვითარ იქმნა ნეტარი იგი მიცვალებაჲ მისი.

ხოლო მე, ვითარცა მოგზაურსა უდებსა, რომელი განზოგებასა გზისასა არა მიწევნულ არნ და დაიხსნის, ეგრეთვე მცონის, რამეთუ წუთ ძირსა თანა მთისასა ვიქცევი და თავსა არა აღსრულ ვარ.არამედ ქრისტე, რატა უცთომელად წარვემართო გზასა სიტყვისა ჩემისასა.

რამეთუ ვითარცა წარმოვემართებოდეთ საკვირველისა მაგის მთისაგან, ვილოცეთ სამარხოსა წმიდასა სვიმეონისსა და მართაჲსსა და მადლი და ლოცვაჲ თქვენი საგზლად მოვიღეთ.გამოვედით ანტიოქიით და მოვიწიენით ეგრე დიდად მდინარედ ევფრატად. და მუნ გვეუწყა, ვითარმედ მიშვებისათვის ცოდვათა ჩვენთაჲსა თურქთა დაუპყრიეს ყოველი შუამდინარე და ისაური და საბერძნეთი. ხოლო ჩვენ,გვესმა რაჲ ესე,შევიქეცით მიერ და სევასტიით კერძო მივიდოდეთ. გვეგონა, ვითარმედ მათ  კერძო  მშვიდობაჲ არს.

ხოლო უწინარეს ჩვენსა მისრულ იყვნეს თურქნი და აეღო ქალაქი იგი და დაეწვა. და ჩვენ არაჲ უწყოდეთ და მივიდოდეთ და კნინღადა მცირედ ხელთა მათთა შთავვარდებოდეთ, უკეთუმცა წყალობასა ღმრთისასა არა აღეპყრახელი. რამეთუ ხმაჲგვესმაყოველთა, ვითარმედ:

–სადა წარხვალთ?

და, უწყის უფალმან, კაცი არა გვიხილავს, გარნა თუ ხმაჲ ანგელოზისაჲ იყო!

ესრეთ შევიქეცით და მთათა მივჰმართეთ და დიდითა შრომითა და დღე და ღამე სლვითა კესარიად მოვედით. და მუნით წარმოვედით და ზღვასა მოვჰმართეთ, რამეთუ ხმელით არღარა ეგებოდა. და ნებითა ღმრთისაჲთა ევხაიტს მოვიწიენით, სამარტვილოსა წმიდისა თევდორესსა. ხოლო მღდელმოძღვარმან მის ადგილისამან კეთილად შეგვიწყნარა და გვისტურმნა და დიდი სიყვარული გვაჩვენა, რამეთუ კაცი იყო წმიდაჲ და ღმერთშემოსილი. და დიდად ნუგეშინის იცა მისლვითა ჩვენითა განსაცდელთა მათთვის და მრავალი წარმოთქვეს ურთიერთარს სულთა ცხორებისათვის.

და ესრეთ გამოვედით მიერ და მოვიწიენით სამისონს, ქალაქსა ზღვის კიდისასა. და მუნ განვყიდენით სახედარნი ჩვენნი და ესრეთ ნავითა წარვემართენით კერძოთა აფხაზეთისათა და კეთილითა და ჰამოითა ნიავითა მივიწიენით ფოთს და მიერ სახედრითა ქუთათისს ჟამსა სთვლისასა.

ხოლო აცნობეს მსწრაფლ მეფესა, რამეთუ ზემოთა ქვეყანათა იყო. და ვითარცა ეუწყა, განიხარა სიხარულითა დიდითა და მეყსეულად წარმოგზავნა მწიგნობარი თვისი და უბრძანა დიდითა პატივითა წარყვანებაჲ ბერისაჲ. და ვითარცა მოიწია ჩვენდა, წარმოგვიყვანეს მიერ და თანა გზაგვყვა მღდელთმოძღვარიცა ქუთათისისაჲ სახელით ილარიონ, რომელი უკანაჲსკნელ მოწაფე იქმნა ბერისა.

და წარმო -რაჲ -ვედით, მოვიწიენით ქვეყანად ქართლისა, სადა-იგი იყო მეფე მთავართა თვისთა თანა. და ვითარცა მოვეახლენით სამ ჟამისა სავალ ოდენ, გამოგზანნა მეფემან მგებვრად ჩვენდა მღდელთმოძღვარნი და დიდებულნი თვისნი. ხოლო თვით ღმრთისმსახური მეფე კართა თანა კარვისათა წინა მოეგება და მოწლედ მოიკითხა და იკურთხა მისგან. და ხელაპყრობით შეიყვანა კარვად და ინახით დასვა მახლობელად თვისა.და თქვა განმხიარულებულმან სიხარულითა დიდითა:

- კურთხეულ არს ღმერთი! აჰა, დღეს ცხორებაიჲ არს ყოვლისა სამეუფეოჲსა ჩემისაჲ, რამეთუ ვიხილე ახალი ოქროპირი!

და ესრეთ მის თანა ყოველნი დიდებულნი მისნი იხარებდეს და ჰმადლობდეს ღმერთსა და იტყოდეს:

-კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოგვივლინა ესევითარი კაცი მაცხოვრად სულთა ჩვენთა!

და იყო სიხარული დიდი ყოველსა მას სამეუფოსა მისსა.       

 

XXI

 

ხოლო მას ჟამსა იქმნა დიდი განმარჯვებაჲ მეფისაჲ ოდეს-იგი შეწევნითა ღმრთისაჲთა წინააღმდეგობნი თვისისა მეფობისანი აბაზაჲს ძენი შეიპყრნა, რომელთათვის ყოველთა უწყით ჭეშმარიტებით, ვითარმედ შეიპყრობაჲ მეფისაჲ ეგულებოდა. ესე კაცნი ძლიერნი და ახოანნი, სიმდიდრესა ზედა მკლავისა თვისისასა მოქადულნი და სიმრავლესა ზედა ერისასა აღზვავებულნი, ხუთნი ერთობით, ვითარცა უძლურნი რა-მე და ყმანი ჩჩვილნი, ეგრეთ შეიპყრნა. რამეთუ წუთ თვე ერთი არა გამოსრულ იყო შემდგომად მისლვისა ჩვენისა.

ესე ვითარცა ხელად იხვნა, წარავლინა მწოდებელი ბერისა თანა. და ვითარცა შევიდა ბერი და მიულოცა განმარჯვებაჲ ესე ჩვენი თვინიერ ლოცვისა და მადლისა შენისა, რამეთუ მრავალგზის ხელმეყო და ვეროდეს გამემარჯვა, ხოლო აწ უწყი ჭეშმარიტებით, რიმელ სასწაული არს ესე მოსლვისა შენისაჲ, და ამიერითგან წარემართოს მეფობაჲ ჩვენი ლოცვითა შენისაჲ.

და აუწყა ყოველივე განზრახვაჲ მათი და ბოროტისა შემზადებაჲ, რომელსა-იგი მისთვის იგონებდეს.

ამისა შემდგომად, განაგნა რაჲ საქმენი მის ჟამისანი ღმრთისმსახურმან მეფემან და რამეთუ მოწევნულცა იყო ჟამი ზამთრისაჲ. და ჩვეულებრისამებრ თვისისა წარვიდა აფხაზეთად, და აწვია ბერსაცა წარსლვად, რათა მუნ დაიზამთროს და განისვენოს და ვითარმედ არს ქვეყანაჲ იგი ბარი და ტფილი.

და ვითარცა წარმოვემართენით და მივიწიენით ჭყონდიდს, მეფე სრულიად აფხაზეთს შთასვლად წარემართა, ხოლო ჩვენ ეპისკოპოსმან ჭყონდიდელმან არა განგვიტევნა, რამეთუ მოწაფე იყო ბერისაჲ.

და ზამთარი იგი მუნ დავყავით. და შემდგომად ზამთრისა, აღმო-რაჲვიდა ღმრთისმსახური მეფე კვალად ქართლადვე, მოუწოდა ბერსა წინაშე მისსა და მისცნა ადგილნი შვენიერნი, ლავრანი დიდებულნი განსასვენებლად და საყოფელად მისა. პირველად _ ნეძვი ქართლს შინა და შემდგომად მცირედისა _ შატბერდი, დიდებული ლავრაჲ კლარჯეთს შინა.

ხოლო შესაძლებელ თუმცა იყო, ყოვლადვე არა ჰნებავნ მეფესა, რათა ერთსამცამცა დღესა კიდეიყო მისგან. და ვერ განძღებოდა სმენითა თაფლისა უტკბილესთა მათ სიტყვათა მისთაჲთა, და ესრეთ ეტყვინ:

_ წმინდაო მამაო ამისთვის მოვაშვრეთ სიწმინდე თავენი, რათა ნაკლულევანებაჲ და ცდომაჲ უწესოჲ აღმოჰფხვრა სრულიად ჩვენთაგან ჩვენთა. დაფარული დაფარულად გვამხილე, ხოლო ცხადი თვალუხვავად განგვიმარტე. რამეთუ რაიცა მიბრძანოს მამობამან შენმან, ესრეთ შევიწყნარო, ვითარცა პირისაგან წმიდათა მოციქულთაჲსა.

და მოიყვანა ძე თვისი გიორგი უფლისწული და ხელი მისი ხელსა შთა

უდვა და ჰრქვა:

_ აჰა, მოგცემ სულსა ამის ყრმისასა და წინაშე ღმრთისა გთხოვ!

ხოლო მან აკურთხა და ულოცა  და ჰრქვა, ვითარმედ:

_ ღმერთმან ორითავე ცხორებითა ადიდენ, ვითარცა დიდი კონსტანტინე, შიშსა შინა თვისსა და დაუმორჩილენ ყოველნი მტერნი მისნი!

და ვითარცა შვენოდა, სწავლანი ღმრთივსულიერნი და მცნებანი საღრმთონი აღუწერნა და მისცნა, რათა სამარადისოდ იკითხვიდეს და იწვრთიდეს და რათა უწესოთა კაცთა უჯეროჲ რაჲმე და დრკუჲ არა ასწაონ. ხოლო მან სიხარულითშეიწყნარნა და დღე  და ღამე იწვრთინ. და ესრეთ შეუდგა, ვითარცა შვილი საყვარელი მამასა სახიერსა და ვითარცა მოწაფე ერთგული მოძღვარსა თვისსა.

ხოლო მიერითგან იწყეს აღსაარებად და სინანულად თვით მეფემან, კათალიკოზმან, დიაკონთა, მონაზონთა და მოწესეთა, დიდებულთა და მათავართა, მდიდარტა და გლახაკთა. ესრეთ მხურვალითა სარწმუნოებითა მოისწრაფდეს, ვიდრემდისსაზრდელსაცა ძლით მივიღებდით.

და ესრეთ განანათლა ყოველი აღმოსავლეთი კაცმან ამან, განათლებულმან ღმრთისა მიერ, და ყოველნივე ცხადნი და დაფარულნი უწესოებანი განჰმართნა. რამეთუ პირველად ყოვლისა აღლესამახვილი მხილებისაჲ მეფეთა მიმართ მრავალთა უწესოებათათვის უშიშად და თვალუხვავად, სიბრძნით და გონიერად, რათა არა ჰყიდდეს საეპისკოპისოთა კაცთა მიმართ უწესოთა და უსწავლელთა და ყოველითურთ სოფლისა შემსჭვალულთა და უწესოებათა და მიმოსლვათა შინა აღზრდილთა, არამედ გამოარჩევდეს კაცთა ღირსთა და წმიდათა, მონაზონებასა შინა აღზრდილთა და ღმრთივსულიერთა მოძღვართა მიერ წამებულთა, რათა ლოცვათა და მადლითა მათითა მშვიდობით წარემართოს მეფობაჲ მისი და რათა არა მღდელთა უწესობითა და ცოდვითა ერისკაცნიცა დაისაჯნენ.

კვალად ეტყოდა მსჯავრთათვის და სამართალთა სამეუფოთა და რათა უსჯიდეს ობოლსა და ქვრივსა სიტყვისაებრ დავითისა _ მდაბალი და გლახაკი განამართლოს, და რათა არა მისდრეკდეს სასწორსა სიმართლისასა დიდისა მიმართ გინა მცირისა და რათა უმეტეს ყოვლისა წყალობაჲ შეიტკბოს, რამე თუ წყალობაჲ და სამართალი უყვარს უფალსა, და რათა ყოველი არაწმიდებაჲ და უწესობაჲ მოისპოს თვით მისგან პირველად და მერე ერისა მისისაგან.

მერმე იწყო მღდელთმოძღვარეთა მიმართ, რათა თვალთღებით ხელთდასხმასა არა ჰყოფდენ და უღირსთა მღდელთა არა აკურთხევდნენ და რათა ამცნებდნენ მათ მიერ კურთხეულთა მღდელთა უღირთა არა ზიარებად და რათა შეჰკრებდნენ ოქროსა და ვეცხლსა, არამედ უმეტეს ყოვლისა სწყალობდნენ გლახაკთა და უღონოთა, და რათა არა უწესო რაჲმე გინა სხვათა დამაბრკოლებელი საქმე იხილვებოდეს მათ შორის, არამედ მცნებასა ნას მოციქულისასა შეუდგენ, ვითარცა მიუწერეს ტიმოთეს.

კვალად იწყო მღდელთა მიმართ და დიაკონთა სწავლადმორჩილებასა ეპისკოპოსისა თვისისასა და არავისა თვალთღებით მიცემად განმაცხოველებელსა მას ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა და ყოფად ეგრეთ, ვითარცა წამებს კანონი მოციქულთა და მამათაჲ.

ეგრეთვე მონაზონთა და მოწესეთა და ყოველსა ერსა შემსგავსებულითა სწავლითა განანათლებდაუსწავლელთა სწავლიდა, ხოლო სწავლულთა სწავლათა მათ აღუხსენებდა, მდიდართა ასწავებდა წყალობად გლახაკთა მოთმინებასა ასწავებდა და ქველის საქმითა წარჰგზავნიდა, დაცემულთა აჰღმართებდა, ხოლო დაცემადთა განამტკიცებდა, მოწყლულთა ისრითა უხილავთა მტერთაჲთა განჰკურნებდა, ხოლო მოწყლვადთა მათ მოწყლვისაგან უვნებელად დაიცვიდა, დანთქმულთა ღელვათა შინა ვნებათასა აღმოიყვანებდა, ხოლო დანთქმადთა დანთქმად არა უტევებდა, არამედ ვითარცა ხელოვანი მენავეთმოძღვარი, ზღვისაგან ამის სოფლისა დაუთქმელად განარინებდა.

 

XXII

 

რომლისათვისცა არა უჯერო არს, რათა მოსახსენებლად ზემთაღწერილთა ამათ სათნოებათა მისთა მცირედი უწყებაჲ წარმოგითხრა ამის პირისათვის, თუ ვითარი მადლი აქვნდა სულთა კურნებისაჲ და უმეტეს ყოვლისა, თუ ვითარი შეუდგომელიიყო ღმრთისა მიმართ მრჩობლ სიმრთელით დაცვისათვის, რომელი შეევედრის და თავი თვისი წმიდასა მას ორითავე ცხორებითა მისცის.

რამეთუ ჟამსა მას, ოდეს-იგი ჩვენ ჭყონდიდს ვიყვენით, ვითარცა ზემო ვახსენეთ, იყო ვინმე ძმაჲ ერთი საეპისკოპოსა მას შინას სტუმრად მოსრული მთავარეპისკოპოსისა თანა, წესითა მთავარდიაკონი, ხოლო სახითა მონაზონი რომელი-იგი უკანაჲსკნელ ხელთაგან წმიდისათა აღიკვეცა, რამეთუ წუთ არა აღკვეცილ იყო. ხოლო იყო იგი ჭაბული ჰასაკითა და არა უჩინოთა და მდაბალთა შვილი. და წუთ არა აქვნდა მეცნიერებაჲ ბერისა თანა, არამედ თვით იტყოდა, ვითარმედ;

_ სარწმუნობაჲ და სასოებაჲ ეგევითარი მაქვნდაო, რომელ ვითარცა ქრისტესა ვხედავდი.      

ესე მოვიდა ჩემ უღირსისა თანა და მრქვა ესრეთ, ვითარმედ:

_ ჯერ არს, მამაო, რათა უკეთუ ვინმე მოძღვარსა თვისსა არა ეახლოს და ბრძოლაჲ მტერისაჲ სჭირდეს, რათა სხვასა მოძღვარსა გამოუცხადოს და ლოცვასა დაევედროს?

რამეთუ ესე ვითარსა წესთა წუთ უმეცარ იყო. ხოლო მე ჭმრთისა.

და მომიგო მე ესრეთ, ვითარმედ:

_ ყავ სიყვარული და მაჩვენე მე ბერი და მოახსენე ჭირი ესე ჩემი!

ხოლო მას ჟამსა ბერი საეპისკოპოსოს აღსრულ იყო. და ვითარცა მოვიდა, მოვახსენე ძმისა მის გულისსიტყვაჲ. და ხვალისაგან მიბრძანამოწოდებაჲ მისი. და მო-რაჲვიდა, შევიყვენე პირვრლად სენაკად ჩემდა და ვამცენ, რათა უშიშრად და კადნიერად გამოუცხადოს ყოველივე ბერსა, ხოლო ვითარცა შევიყვანე წინაშე ბერისა და მე გამოვედ, გამოუცხადნა მას ბრძოლანი თვისნი.

ჰრქვა მას ბერმან, ვითარცა თვით ყოველსავე უკანასკნელ მითხრობდა ვითარმედ:

_ შვილო, ღვინოსა განეყენე, რათა განთავისუფლდე! ჰრქვა ძმანან მან:

_ მამაო, ქვეყანაჲ ესე ხორშაკი არს და უმეტესად იგი ადგილი, სადა მე ვიყოფები, ნუუკვე სნეულებისაგან დავეცე!

ჰრქვქ მას ბერმან ხელმწიფებით და განცხადებულად, ვითარმედ:

_ შვილო, მე ვიყო შორის ჭმრთისა და შენსა შუამდგომელი, ვითარმედ, უკეთუ შენ მცნებაჲ ჩემი დაიმარხო, არღარა შეგემთხვიოს სულიერი გინა ხორციელი სნეულებაჲ.

ხოლო იგი ევედრებოდა, რათა სრულიად დაიმოწაფოს, არამედ არა ინება ბერმან, ვიდრემდის პირველისა მის მოძღვრისაგან არა იჯმნას, _ რამეთუ არა გვაქვს ეგევითარი ჩვეულებაჲო.

ხოლო გამო-რაჲვიდა, ძმაჲ იგი, ესე ყოველი მაუცყა, და იხილვებოდა, ვითარცა ბრძმედისაგან გამოსრული, ყოვლითურთ მხიარული და თავისუფალი. მიერითგან ესრეთ განეყენა ღვინოსა, რომელ თვინიერ ზიარებისა წმიდათა საიდუმლოთაჲსა ჟამ რავდენიმე გემოსა არა იხილვიდის, და ვითარცა უკანაჲსკნელ გვითხრობდა სარგებლისათვის ჩვენისა, ვითარმედ:

ვინაჲთგან შენ ბერსა თანა შემიყვანეო, მიერითგან ესრეთ განვთავისუფლდი მრავალ ჟამ, რომელ კვალიცა ვერ ვპოვე ჩემ შორის პირველთა მათ ბრძოლათაჲ.

სიმრავლისათვის კვლა რადღა სახმარ არს თქმად, ვითარ ქვეყანასა მას შინა ხორშაკსა ყოველთა ღვინოსმულთაჲსაუმრთელეს იპოვა.

ესე, ამისთვის წარმოვთქვით, რათა გვეუწყოს, თუ ვითარი შუამდგომელი იყო შორის ღმრთისა და კაცთა და თუ ვითარისა სიმრთელისა მიმცემელი იყო სულისა და ხორცთა და თუ ვითარსა სარწმუნოებასა მისცემდა მისა შევედრებულთა, ხოლო მდიდართა კვლა საფასეთა განბნევისათვის, და თუ ვითარ უმეტეს ყოვლისა გლახაკთა წყალობასა ამცნებდა, ძალმან სიტყვისამან გამოაცხადოს, რათა გვაუწყოს მოწყალებაჲ იგი სულისა მისისაჲ.

რამეთუ იყო ვინმე ეპისკოპოსი, მდიდარი ფრიად და წარჩინებული, რომელსა-იგი მარჯულ ჰბრძოდა ეშმაკი, რათა სიმდიდრეთა საფასეთა თვისთაჲთა ეკლესიანი შეამკნეს და განაშვენნეს და რათა მონასტერთა შინა აღაპი დაიდვას, და ამით მიზეზითა სცვიდა სიმდიდრესა თვისსა, ხოლო გლახაკთა ყოვლადვე არა მიხედვიდა ესე დაემოწაფა წმიდასა ამას ბერსა და განუცხადა თვისი გულისსიტყვაჲ, ხოლო ბერმან ჰრქვა მას, ვითარმედ:

_ ჰოჲ მეუფეო, ეგე ბრძოლაჲ ბოროტისა მტერისაჲ არს, რათამცა ეკლესიათა და აღაბთა გლახაკთა უწყალობასა შინა მოგკლა, რამეთუ ამას გეტყვის ღმერთი, ვითარმედ _ ეკლესიანი არა შეამკვენითო, არამედ, რამეთუ: „მშიოდა და არა მეცით მე ჭამადი“, ვითარცა იტყვის იოანე ოქროპირი.

ესრეთ სწავლათა თვისთა მიერ მოწყალებად გლახაკთა მოიყვანა, და ფრიად განყოფად იწყო უღონოთა და დავრდომილთა, ვიდრე არა სახილველად საკვირველ იყო, რომელნი პირველ იცნობდეს. ესევითარითა სწავლითა განანათლა ქვეყანაჲ ჩვენი და ესრეთ აცხონნა სულნი ურიცხენი და ძღვნად მიუპყრნა სიძესა მას სულთასა.

 

XXIII

 

ხოლო უწყი ვითარმედ ეძიებ და გსურის მითხრობად, ჰოჲ წმიდაო, თუ ვითარ იქმნა შეკრებაჲ ობოლთაჲ ამათ და თუ ვითარ ესეოდენი სიმრავლე ერთობად მოიყვანა. საქმე ესე ფრიად მაღალი და საკვირველი, საქმე დამოკიდებული სჯულისა და წინაჲსწარმეტველთაჲ და ვთქვა თუ _ უზეშთაგვირგვინი, რომელი-იგი მოსე იხილა და თანაწარჰხდა, ხოლო აჰხრონ ვითარცა შეუძლებელსა განეშორა, არამედ უფსკრულმან მან წყალობისამან თვისთა იტვირთა და ყოველთა სადგურსა მიიყვანა.

ესე საქმე კაცმან ამან, მობაძავმან ღმრთისა წყალობათამან სათნოდ ღმრთისა ხელყო და აღასრულა, რომელ ვჰგონებ, თუ დასაბამითგან სოფლისაჲთ და ვიდრე აქამომდე ვერვის ხელუყოფიეს და ცევრცაღავინ ხელჰყოფს და შეჰკადრებს. დაღაცათუ ვინ სადა ხელყო ესე ანუ ქალაქთა შინა გინა სოფელთა, მცირედთაგამან ვინმე წარჰმართა, კვალად ათნი ვინმე გინათუ ათხუტმენი, გინა ოცნი შეიწყნარნა, და ესეცა ჰასაკად მოსრულნი, ვითარვა-იგიწამებს წიგნი მეფეთაჲ აბდაჲსთვის წინაჲსწარმეტყველისა, რომელმან იგი ერგასისნი წინაჲსწარმეტყველნი, ლტოლვილნი და დამალულნი იეზაბელისაგან ქვაბსა ერთსა ჟამ რავდენმე გამოზარდნა და ესე არა საკვირველ არს, რამეთუ ესე ერგასისთავი იყო აქაბ მეფისაჲ, ხოლო იგი _ წინა-სწარმეტყველნი ღმრთისანი, რომელთა მიერ მრჩობლსა სასყიდელსა მოელოდა.

და კვალად წერილ არს ახალსაცა სჯულსა შინა წმიდისა კლიმისთვის და წმიდისა ზოტიკე ხუცისათვის და სამფსონ უცხოთა შემწყნარებელსა და წმიდისა ბაბილაჲსთვის, ანტიოქელ პატრეაქისა. რამეთუ წმიდაჲ კლიმი ასწავლიდა ყრმათა, ხოლო სულიერი დედაჲ მისი ნეტარი სოფია ზრდიდა. და თანამოღვაწე ეგრეთვე ზოტიკე, ხუცისა ცოლი, და შვილნი, მონანი და მხევალნი ჰყვეს და თანაშეეწეოდეს. ხოლო სამფსონ ნამეტნავისაგან სიმდიდრისა ქველის საქმესა იქმოდა. და კვალად წმიდაჲ ბაბილა დიდისა მის ქალაქისა საყდრის მპყრობელი იყო. რომელთა არა არს საკვირველ ესოდენსა ფართოებასა შინა უხვებით ქველისმოქმედებაჲ.

ხოლო ამან ნეტარმან კაცმან საკვირველმან და კაცთა ბუნებისა უზეშთავს შეუკადრებელთა შემკადრებელმან, რომელი-იგი ყოვლითურთ მიემსგავსა ბუნებით სახიერსა მას და ტყვაჲ ჩვენი, რამეთუ არათუ ათნი იტვირთა, გინა ოცნი, ანუ ორმეოცნი, არამედ ოთხმეოცი სული, რომელთაგანთა წუთ არცა მარჯვენე უწყოდეს, არცა მარცხენე, არამედ მოქენე იყვნეს სძესა დედისასა საზრდელად მათდა, პირველად მათ ჰასაკსა ქცევასა შინა, ხოლო სხვანი _ მეორესა მას ჰასაკისა შინა შესრულნი, სიჩჩოებისაგან მცირედ ოდენ დაკლებულნი და ყრმად სახელდებულნი; კვალად მწყობრნი მესამენი _ მესამესა მას ჰასაკსა შინა სიჭაბუკისასა მოზარდნი და თმათა მათ მამაკაცობისათა მომლოდენი; ხოლო მეოთხენი _ განწყობილნი ხუცესთა და მოხუცებულთა და ბერთანი, რომელნი-იგი ნეფსით თვისით დაემოწაფნეს, ხოლო სხვანი კვალად შვილთა თვისთა თანა დადგეს. _ ესე ყოველნი ერთ მწყობრად და ერთ რიცხვად შეკრებულნი და რვა ათეულად აღრიცხულნი და ნავთსადგურსა წყალობისა მისისა შევედრებულნი, ვითარცა ცხოარნი მწყემსსა კეთილსა, ეგრეთ შეუდგეს წმიდასა მას.

ხოლო მიზეზი შეკრებისა მათისა იყო: რამეთუ ჟამსა მას, ოდეს-იგი ურჯულოებათა ჩვენთა სიმრავლემან წყალობა-აურაცხელი და სახიერი ღმერთი უწყალობად და რისხვად აღძრეს და სალმობაჲ იგი განმამრუდებელი სიყმილისაჲ ღირსად და სამართლად ყოველსა აღმოსავლეთსა ზედა მოიწია სიტყვისაებრ მოსე წინაჲსწარმეტყველისა, და მრავალსახენი და უწესონი საქმენი, კაცთა ბუნებასა ზედა შემოსრულნი იხილვებოდეს, და არაწმიდანი საჭმელნი, ქრისტიანეთათვის საჭამადად დაყენებულნი, ნიჭად დიდად შიმშილისა მიეძღვანებოდეს და შვილნი სასურველნი და საყვარელი მშობელთანი და ლოცვით მოღხოვნილნი ღმრთისაგან საწყინო და საძულველ მშობელთა იქმნებოდეს. ხოლო სხვასა მას თანაწარვჰხდეთ, რომელი არა ჯერ არს აღწერად. ხოლო ესე აღიწერა მოსახსენებლად ქველისმოქმედებასა კაცისა მის ღმრთისაჲსა, თუ ვითარსა ჟამსა ვითარ მიზეზ ღმრთისა წყალობისა ექმნა მრავალთა სულთა და მრჩობლთა მიერ საზრდელთა გამოზარდნა, ვითარცა პირველ იოსებ მეგვიპტელნი, და ვითარცა მოსე ზღვისაგან სიყმილისა დაუნთქმელად მისდა შევედრებულნი იგი სულნი განარინნა. და ესე ნუვის უკვირს, ოდეს მოიწიოს ზეგარდამო რისხვაჲ კაცთა ნათესავსა ზედა, არა ხოლო თუ გლახაკნი შეიწრდებიან, არამედ მდიდარნიცა ნაკლულევან იქმნებიან, ვითარცა იტყვის დავით, ვითარმედ _ ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნესო. ამისთვისცა ყოველნივე იტანჯეს.

ხოლო ვითარცა ზემო ვთქუთ, რომელნი ამას საზარელსა ბოროტსა მძლე ექმნნეს და კნინ ოდენ სიყმილისა სიკვდილსა დაუშთეს და ჟამსა მას განსაცდელისასა მცირედ თანაწარჰხდეს, მას ოდეს ჟამსა მივიწიენით ჩვენ აღმოსავლეთს. რამეთუ დაღაცათუ მცირედ უმოლხინეს ქმნილ იყო ჟამი იგი, გარნა წუთ ნეშტი განსაცდელსა იწროებისაჲ სრულიად არა თანაწარსულ იყო. და თუმცა ვინ დაშთომილ იყო, მრავლითა ჭირითა ცხონდებოდა და შორის სიკვდილისა და ცხორებისა მყოფ იყო. და ესე ყოველი რაჲ იხილა წმიდამან მამამან გიორგი, სულთითქვნა მწუხარებით და ცრემლით იტყოდა:

_ ჰოჲ მე, რაჲსათვის-მე მოვიციე ამას ქვეყანასა ხილვად ესევითარმა ამათ ბოროტთა!

ხოლო პირველ ყოველთასა ეპოვენით ამის ნეტარისა თვისნი მათ ქვეყანათა, ფრიად დაღონებულნი, დისწულნი ორნი და შვილნი მათნი, ყრმანი მცირენი ესენი შეიწყნარნა წმიდამან მან, სიტყვისაებრ ესაიაჲსა, ვითარმედ: „თვისი ნათესავისა შენისაჲ არა უგულებელს ჰყო“. ხოლო სხვანი სხვათა ადგილთაგან შეკრიბნა _ რომელნივე ქალაქთაგან, რომელნიმე დაბათაგან, სხვანი სრულიად უდაბურთა ადგილთა პოვნა, სხვანი მონებისაგან გამოიყვანნა, ხოლო სხვანი მონებისა უმწარესისა ცხირებისაგან იხსნნა. და ესრეთ ჟამსავე სიყრმისა და უმანკოებისასა ვიდრე ცნობადმდე კეთილისა და ბოროტისა გამოიხსნნა ნეტარმან ამან და ესევითართა შეურაცხთა საქმეთაგან მღდელად უბიწოდ და მნედ სარწმუნოდ ქრისტესა შეწირნა.

და ესე ნუ ვის უკვირს, რამეთუ მამათმთავარიცა დიდი იოსებ მონაჲ იყო და სიწმინდე მისი ყოველთა შორის იქების, რომელი-იგი უკანაჲსკნელ მეფე იქმნა ეგვიპტისა. ხოლო დავით და ამოს არა მწყემსნი იყვნესა, რომელნი-იგი ერთი მეფე იქმნა, ხოლო მეორე _ წინაჲსწარმეტყველი? და რათა არა თვითოეულსა ვიტყოდი, ესრეთ რაჲ ყოველსა აღმოსავლეთსა განეფინა საქმე ესე საკვირველი, იწყეს ყოვლით კერძო შემოკრებად. რომელნიმე მშობელთა წინაშე კართა დაუტევიან და ივლტოდიან. სხვანი კვალად რომელნიმე გონებითა მახვილნი, მშობელთა თვისთაგან თვით ლტოლვილნი, წმიდისა ამის ნავთსაყუდელსა შემოევედრნიან. და ესრეთ აღორძინდა ღმრთივშეკრებული ესე კრებული, ვიდრეღა აღვიდა ოთხმეოც რიცხვად, ვითარცა პირველ ვთქუთ.

აწ გულისხმა ყავთ, ჰოჲ მორწმუნენო, საქმე ესე მაღალი და განსაკთრომელი! უწყი, ვითარმედ არა უმეცარ ხართ შვილთა ზრდასა მჯვიდრნი სოფლისანი. რამეთუ უკეთუ ვის განუმრავლდენ შვილნი უფროჲს რიცხვისა, ესე იგი არს შვიდისა გინა რვისა, რაჲზომცა მდიდარი იყოს, დიდსა ჭირსა და ურვასა შთავარდების, ხოლო უკეთუ გლახაკი იყოს, ყოვლით კერძო მწარე არს ცხორებაჲ მისი და აღსავსე ვაებითა. ხოლო ამან ნეტარმან ესოდენი ესე სიმრავლე ობოლთაჲ იტვირთა, ვითარცა სხვამან _ ერთი გინა ორი. და ესრეთ აღზარდნა ყოველივე და ღმრთივსულიერითა სწავლითა სრულყვნა, ვითარცა სათნო უჩნდა ნებასა ღმრთისასა. რამეთუ აღორძინებასა თანა ჰასაკისასა წერილთა საღრმთოთა სიტკბოებასა ვითარცა სძენა და თაფლსა ასმიდა, ხოლო გვამისა ორღანოთა მათ ასოთა განჭაბუკებასა და საცნობელთა გარეშეთა განვრცელებასა თანა შინაგან გონებასა ორღანოთა და საცნობელთა განაფრთხობდა და განაჭაბუკებდა. და ესრეთ მრჩობლ აღორძინებულთა დამბადებელსა მათსა ღმერთსა მიუძღვანებდა.

რამეთუ არა სხვათა მოძღვართა მიერ ასწავლიდა ესოდენსა ამას სიმრავლესა ანუ თუ სხვათა თანაშემწეთა იხმევდა რათამცა თვით მცირედ რაჲმე განისვენა, არამედ ყოვლითურთ ასწავებნ და ჰმოძღვრინ _ მწყობრთა და მწყობრთა, ჰასაკეულთა. ხოლო წესსა და კანონსა ლოცვათა თვისთასა არა დააცადებდა, არცა მარხვისა და მოღვაწებისაგან განისვენებდა, ვიდრემდის უპირატესთა მათ შემდგომნი მათნი წარსწივნა. და ესრეთ, დაღაცათუ ჰასაკითა ერთი მეორისა უმეტეს იხილვებოდა, ხოლო სწავლულებისა მიერ ურთიერთარს მოჰასაკე იყვნეს.

ხოლო მნებავს სიტყვაჲ შემსგავსებული ჟამსა და ადგილსა, რომლისა თქმაჲ არა უჯერო არს საბრალობელად მაბრალობელთა მათ უბრალოჲსათა, რომელთათვის-იგი ვჰგონებ, რომელ არცა თუ კეთილსა მას მთესვარსა ერიდნენ ბრალობად, რომელ-იგი გამოვიდა თესვად თესლისა, ვითარცა სახარებასა წერილ არს; გინა თუ მეათორმეტისა მისთვის მოწაფისა მოძღვარი იგი სახიერი ბრალეულ ყონ; და კვალად მარტოჲ ელისე ერთისა გეეზისთვის, რომელსა-იგი ხოლო მხოლოჲ ჰყვა მოწფად, რამეთუ ესევითარითა სავსე არიან წერილნი. ხოლო ჩვენ მცირეთა მიერ სიტყვათა მიზეზი სიტყვისა ჩვენისაჲ საცნაურ ვჰყოთ და ნამეტნავსა თანაწარვჰხდეთ, რათა არა უნაყოფოებისათვის რომელთავე ხეთაჲსა შვენიერსა მას სამოთხისა დამსხმელს აბრალებდეს ვინ, არცა ურნატთ მთესვარსა მას ხელოვანსა მცირისა ღვარძლისათვის განიკითხვიდეს ვინ, უკეთუ მცირედცა რაიმე იყოს ნაკლულევანებაჲ ესოდენსა სიმრავლესა შინა.

რამეთუ იყო მრავალი მიზეზი შეკრებასა ამათსა შინა, ჰოჲ წმიდაო!

პირველად ყოვლისა ღმრთისა მიმსგავსებული მოწყალებაჲ, ვითარცა ზემო ვთქუთ, ჟამისა მისთვის განსაცდელისა.

ხოლო მეორედ, ვინაჲთგან შრომაჲ თავს ედვა და მრავალნი წიგნი ეთარგმნნეს და ენება, რათამცა ნათესავმან ჩვენმან დაისწავა, ხოლო ვინაჲთგან შეუძლებელ იყო ჰასაკითა სრულთა და განმწვისებულთა განსწავლაჲ, ამისთვისცა ბუნებაჲ იგი ლბილი და ჩჩვილი, რომელი ვითარცა ცვილი საბეჭდავსა, ეგრეთ მიიღებს სწავლულებასა, ესევითარი კრებული ორღანოდ შემწყნარებელად სწავლათა თვისთა მოიპოვა, რომლისაგან არა განცრუვნა სასოებაჲ მისი.

ხოლო კვალად მესამე მიზეზი ესე იყო, რომელსაცა შინა იყო განგებულებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ იყო რაჲ წმიდაჲ ესე მთასა ამას წმიდასა, _ პირველად დეკანოზობასა შინა და მერმე წინამძღვრობასა, _ ახსოვდა მრავალი ღვაწლი და შრომაჲ, რომელი თავს ედვა ხუცესთა და მგალობელთათვის. რამეთუ ქვეყანაჲ ჩვენი შორს იყო ამის ქვეყანისაგან და მცირედნი მოვიდიან სწავლულნი, ხოლო რომელნი-იგი მოვიდიან, შემდგომად მცირედისა კვალადცა წარვიდიან და დიდებული ესე ეკლესიაჲ ცალიერი დაუტევიან. და ენება ნეტარსა ამას, რათა კრებული შვილთა თვისთაჲ, ვითარცა ცხოარნი სიტყვიერნი, წმიდასა მამასა ჩვენსა ეფთვიმეს ძღვნად პატიოსნად მოჰგვარნეს მგალობელად და მღვდელად წმიდისა ამის ეკლესიისა, რათა ღმერთშემოსილთა მათ მაშენებელთა სახსენებელი ბრწყინვალედ აღესრულებოდის.

და ვითარცა პირველ ვთქუთ, ესე სამი მიზეზი იყო მათისა შეკრებისაჲ.

 

XXIV

 

ხოლო ჩვენ პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ.

დავყავთ აღმოსავლეთს ხუთი წელი ესევითარითა ყოფითა,ვითარცა ზემო ვთქუთ. გარდაიწერნეს წიგნნი მისნი მრავალთა საებისკოპოსთა და მონასტერთა. და მრავალნი საეკლესიონი წესნი განჰმართნა, რომელი რაჲ ნაკლულევანებაჲ პოა. და ყოველთა მეფეთა და მთავართა, მდიდართა  და გლახაკთა, დიდთა და მცირეთა გზანი  საუკუნოჲსა  ცხორებისანი ასწავნა, მცნებანი და წესნი დაუსხნა წერით და უწერელად .

და ესრეთ საღმრთოჲ ბრძანებაჲ აღასრულა და მისდა რწმუნებული იგი ტალანტი ბევრწილად აღაორძინა, რომელ არს წიგნთა თარგმანებაჲ. ხოლო სხვაჲცა ტალანტი შესძინა ,ფრიად უმაღლესი პირველისა, რომელ არს ესოდენისა სულისა განსწავლაჲ და აღზრდაჲ.

რამეთუ მე, ჰოჲ ნეტარო, არა ესრეთ დიდად საკვირველ  მიჩნს  წიგნთა თარგმანებაჲ, ვითარ ესოდენისა სულისა ღმრთისა შეწირვაჲ. ხოლო საცნაურ არს ესე, ვითარმედ ამათ ობოლთათვის წარუძღვა ღმერთი აღმოსავლეთს. და ესრეთ ყოველი აღმოსავალი განანათლა და ნაწილი და ნაწილი იგი ანდრეა მოციქულისაჲ და სიმონ კანანელისაჲ კვალად განამტკიცა. რამეთუ ანდრეა მოციქულმან მოვლო ქვეყანაი ცვენი, ხოლო სიმონ კანანელმან სრულიად დაიმკვიდრა, რამეტუ ნიკოფსს არიან ნაწილნი მისნი წმიდანი.

ხოლო რაჟამს-იგი სამხილებლად ცოდვათა ჩვენთათვის ლომი იგი მყვირალი, ბაბილონით აღმოსრული, სიმტკიცესა ზედა მკლავისა თვისისასა მოქადული, მეორე ნაბუქოდონოსორ, უშჯულოჲ სურტან გამოვიდა საზღვართაგან თვისთა მოსვრად  ნათესავსა ქრისტეანეთასა, მას ჟამსა შინა ვიყვენით ჩვენ ახალქალაქს ჯავახეთისასა. და მუნ ჰყვეს ყოველნივე იგი ობოლნი თვისნი. და ვსხედით ყოველნივე წინაშე მისსა.

შუადღეს ოდენ განკვირვებაჲ დაეცა ჟამ რაოდენმე. და მეყსეულად განკრთომის სახედ გვიბრძანა ყოველთა, ვითარმედ:

-უწყოდეთ, რამეთუ რისხვაჲ ღმრთისაჲ მოწევნად არს ამას ქალაქსა ზედა!

და ბრძანა აღკაზმვაჲ ყოველთაჲ.  და იყო რაჲ მწუხრი, გამოვედით. და შემდგომად სამისა დღისა მოიწია რისხვაჲ იგი უგრძნულად, რომელსა ყოველნი მეცნიერ ხართ. რამეთუ არათუ ახალქალაქისა ოდენ მკვიდრნი მოისრნეს, არამედ დიდ- დიდნი და წარჩინებულნი მთავარნი და ერისთავნი სამეუფოჲსა ჩვენისანი ძვირ-ძვირად მოისრნეს და წარწყმდეს. რომლისა მიერ ღმრთისმსახური მეფე ბაგრატ დიდსა მწუხარებასა შთავარდა, ვიდრე არა მივიდა კაცი ესე ღმრთისაიჲ და სიტყვათა მიერ ნუგეშინისცემისაჲთა და მრავალსახეთა თხრობათა და უწყებათაგან ალმური იგი მწუხარებისაჲ განუქარვა, ვიდრეღა თვით აღიარებდა, ვითარმედ:

-უკეთუმცა არა მეხილვა სიწმიდე შენი, კნინღამცადა მწუხარებისა მიერ მომკვდარ ვიყავო.

 

XXV

 

ხოლო გულისხმა ყო რაჲ ზეგადარდმოჲთა წოდებათა ჟამი მიცვალებისა თვისისაჲ, ხორცთაგან განსლვისაჲ და ღმრთისა მიმართ მისვლისაჲ, განგებულებამან საღმრთომან აღძრა სული მისი წარსლვად მთაწმიდად, რათა ვინაჲიგი აღმოუბრწყინდა ნათელი მეცნიერებისაჲ წიგნთა ღმრთივსულიერთაჲ (ვითარცა მრავალგზის გვითქვამს, პირველად წმიდასა მამისა ჩვენისა -ეფთვიმეს მიერ და მერმე ამის ნეტარისა მამისა გიორგისგან) რათა მიერვე იქმნას აღვსებაჲ მისი ზეცისა ნათელსა შემატებაჲ, დაღაცათუ ქალაქსა მას შინა სამეუფოსა აღესრულა, ვითარცა წმიდაჲ და დიდი მამაჲ ჩვენი ეფთვიმი; და რათა, ვითარცა მდინარე თვალისაგან წყაროჲსა გამოსრული, რომელმან მორწყვის პირი ქვეყანისაჲ, თავადვე თვისად მიიქცეს და თვისსავე გამოსავალსა შთაედინოს; და რათა ვითარცა ვთქუთ, ესოდენი ესე სიმრავლე შვილთა თვისთაჲ, ვითარცა ცხოართა პირმეტყველთაჲ, წმიდასა მამასა ჩვენსა ეფთვიმეს მიუძღვანეს და შინაგან ბაკისა მისისა დაიმკვიდრნეს.

ამათ ესევითართა განგებულებათათვის ღმრთისა მიერ გულსა მოუხდა წარსვლაჲ მთაწმიდადვე.

და შემდგომად მრავალთა ლოცვათა და ღმრთისა მიმართ ვედრებათა გულსავსე ქმნული წარვიდა წინაშე ღმრთისმსახურისა მეფისა ბაგრატისა და ვითარცა შვენოდა სიბრძნესა მისსა, მრავალი სიტყვაჲ მადლოვნობისაჲ და ღმრთისა მიმართ ლოცვისაჲ წარმოთქვა მის წინაშე სარწმუნოებისათვის და სიყვარულისა მისისა მისსა მიმართ და სწავლათა მისთა კეთილად შეწყნარებისაჲ და სიტყვანი ჯმნისანი შეაუღლნა სიტყვათა მისთა, სავსენი სიბრძნითა საღმრთოჲთა, ვითარმედ;

_ ჰოჲ მეფეო, ვითარცა მორჩილ ვექმენ ბრძანებასა შენსა და დაუტევე ქვეყანაჲ უცხოებისა და მწირობისა ჩემისაჲ, სადა-იგი მრავალთა შფოთთაგან განმესვენა, აწ შენ მორჩილ ექმენ სიგლახაკესა ჩემსა, აწცა, ვითარცა მრავალგზის, განმიტევე ქვეყანად მწირობისა ჩემისა, წარმგზავნე ლოცვით და კურთხევით, მიმაწიე სამარხოსა მამათა ჩემთა სულიერთასა, ვითარცა მამათმთავაი იაკობ ეგვიპტეს აღსრულებული და აღქმისა ქვეყანად წარყვანებული, დასაფლველად აბრაჰამის თანა და ისაკისა; და ვითარცა ძვალნი იოსებისანი, მიერვე განხმულნი და მამათა თვისთა თანა დასხმულნი. უკეთუ შეემატა რაჲ ღმრთისმსახურებასა შენსა და წესიერებასა სამეუფოჲსა შენისასა, _ ესე მადლი შენი არს, რამეთუ შენ მიწოდე და არა თვით მოვედ. მიიღე აღწერილი შენი და იხილე, რომელსა შინა აღგეთქვა უზრუნველყოფაჲ ჩემი, მეფემან მაგან ქვეყანისამან ქვეყანისავე მეფისა მიმგზავნე და ქალაქისა, ყოველთა შემკრებელისა, რათა მიერ ზეცისა მეფისა წარვიგზავნო ქალაქისა მის, ყოველთა ღირსთა შესაკრებელისა და მაშვრალთა განმასვენებელისა, ვინაჲიგი დიდ არს უფალი, ქებულ ფრიად ქალაქსა უფლისა ძალთაჲსა, ვითარცა დავით იტყვის: „სადა-იგი ღმრთისა ძლიერნი ქვეყანით ამაღლდებიან“.

მათ სიტყვათა მიერ ლმობიერ ყო გული მეფისაჲ, ვიდრემდის მრავალი ცრემლი დასთხია მთავართა თვისთა თანა და ეპისკოპოსთა. და მრავლითა ღონითა და ვედრებითა ვერ უძლო შეპყრობაჲ შეუპყრობელისაჲ მის და იძლია მძლე უძლეველისაგან.

მერმე სამეუფოთა წიგნთა მიერ და მანდატურთა წინაშე ღმრთისმსახურისა კოსტანტინე დუკიწისა წინაშე წარგზავნა მრავლითა ნიჭითა და საფასითა თვით მეფემან და ყოველთა მთავართა თვისთა და ეპისკოპოსთა და აღივსო ყოველი სამეფოჲ მისი მწუხარებითა და ურვითა, ვათარცა ერთი შვილი დაკლებასა მამისა თვისისასა, რამეთუ კნინ-ღა უმრავლესნი მოწაფენი იყვნეს მისნი, ვითარცა პირველ გვითქვამს.

ხოლო წარმოვემართენით მას ჟამსა, ოდეს მართა უფლისწული სძლად თვისად კოსტანტინე დუკიწმან მოიყვანა დედოფლად სამეფოსა ამას ქალაქსა, ვითარცა დაგვიწერია პირველვე წინაჲსწარმეტყველებისათვის ბერისა, რამეთუ წარმორაჲ ჰყვანდა პირველ ჩჲენსა, ჰრქვა მარიამ ბაგრატის დედამან ბერსა, ვითარმედ;

_ აჰა, მამაო, აღესრულა წინაჲსწარმეტყველებაჲ შენი მართას ზედა!

და ესრეთ წარმოიყვენეს დიდითა დიდებითა სამეფოდ. ხოლო მეფისა მიერ წარმოვლინებულ იყო არონი, ხოლო თვისისა მამისა მიერ ჰყვეს ნეტარი ბერი პეტრე, პატრიკი, პეტრიკ ყოფილი, და იოანე ბედიელი მთავარეპისკოპოსი და სვინგელოზი და სხვაჲ ერი ფრიადი, რომელნი-იგი პირველ ჩვენსა მისრუ იყვნეს.

ხოლო ჩვენ წარმო-რაჲ-ვემართენით ნავითა მრავალნი ღელვანი და აღძვრანი ზღვისანი გვეკვეთნეს მრავალ დღე, ვიდრე არა სრულიად სასოებაჲ ცხორებისა ჩვენისაჲ წარვიწირეთ, რომლისა აღწერაჲ სიტყვისა ნამეტავ არს. ხოლო ლოცვამან ამის წმიდისამან მშვიდობით განგვარინნა და ესრეთ უვნებელად სამეფოდ ქალაქად მოვიწიენით.

მაშინ პეტრე ყოველივე საქმე ჩვენი ღმრთისმსახურისა მეფესა აუწყა. ხოლო ხვალისაგან ბრძანა მეფემან აღწოდებაჲ მისი პალატად.

და დღესა მეორესა აღიყვანეს პალატად. და ვითარცა შევიდა წინაშე მეფისა, წესისაებრ სამეუფოსა, თაყვანი სცა, ქებაჲ შეასხა და ლოცვაჲ და კურთხევაჲ შვილითურთ მიუძღვანა. ხოლო განიცადა რაჲ მეფემან სახე მისი ღმრთივსულიერი, ხოლო სიტყვაჲ პირისა მისისაჲ მდაბალი და შემუსვრილი და მსმენელთა სასმენელსა მკვირცხედ შემავალი. რამეთუ საცნობელთა მისთა დაწყნარებულებაჲ შინაგანთა სულისა ძალთა აღუძვრელობასა წარმოაჩენდა, ხოლო სიტყვათა მდაბალთა მიერ და მახვილთა გონიერებასა სულისასა წამებდა, რომლისთვისცა ჰრქვა მეფემან პეტრიკს, ვითარმედ;

_ მადლიერ ვარ უფლისა ბაგრატ სევასტოსისადა, რომელ ესევითარი კაცი, მიმსგავსებული ანგელოზთაჲ, წინაშე მეფობისა ჩვენისა წარმოავლინა, რამეთუ დაღაცათუ ნათესავით ქართველი არს, ხოლო ყოვლითურთ წესი ჩვენი ჰმოსივს.

მაშინ წარიკითხნა წიგნნი სევასტოსისანი, რომელთა შინა წერილ იყო, ვითარმედ;

„გიხაროდენ, ჰოჲ ღმრთისმოყვარეო მეფეო, რამომივლენიეს წინაშე მეფობისა შენისა კაცი, მიმსგავსებული უსხეულოთაჲ, და მოძღვარი ჩვენ ყოველთაჲ. ეგრეთ შეიწყნარე, ვითარცა შვენის მეფობასა შენსა, რომლისა ლოცვითა დაამყარენ ღმერთმან ყოვლისა სოფლისა მპყრობელი წმიდაჲ მეფობაჲ შენი!“

მაშინ უმეტეს გულისხმა ყო ღირსებაჲ მისი და დიდითა პატივითა მოიკითხა და ჰრქვა, ვითარმედ;

_ რაჲცა გნებავს, ყოველსავე აღგისრულებს მეფობაჲ ჩვენი.

ხოლო, ვითარცა ესრეთ სთნდა ღირსებაჲ მისი, იწყო უბნებად და კითხვად ბერისა სიტყვათა სულიერთა და წესთა შჯულისათა.

ხოლო იყვნეს მას ჟამსა წინაშე მეფისა მდგომარე კაცნი ვინმე დიდებულნი და წარჩინებულნი, ჰრომნი და სომეხნი, რომელთა თანა იყო გაგიკ კარელი და სხვანი თავადნი სამეუფოჲსანი, რამეთუ ჟამიცა მარჯვე იყო და დაწყნარებული, და ვითარცა ვთქუ ზემო, იწყო მეფემან კითხვად შჯულისათვის მართლმადიდებელთაჲსა:

_ თუ არს რაჲ განყოფილებაჲ სარწმუნოებისა თქვენისასა სრულსა მას და უცდომელსა სარწმუნოებას ბერძენთასა თანა?

ხოლო ნეტარმან მან ესრეთ მაღლად და ღმრთივბრწყინვალედ წარმოთქვა სარწმუნოებაჲ მართალი ჩვენი ქართველთა ნათესავისაჲ, რომელ განაკვირვა მეფე და ყოველნი მთავარნი მისნი, და ჰრქვა მეფესა:

_ ესე არს სარწმუნოებაჲ მართალი ნათესავისა ჩვენისაჲ და რაჟამს ერთგზის გვიცნობიეს, არღარა მიდრეკილ ვართ მარცხლ, გინა მარჯულ, და არცა მივდრკებით, თუ ღმერთსა უნდეს.

ხოლო განკვირდა მეფე, ესმა რაჲ, ვითარმედ _ არღარა მიდრეკილ ვართო, და ჰრქვა ბერსა:

_ მადლი ღმერთსა, ვითარ მრავალი უაღრესი ვიხილე თქვენს შორის გარნა, პატიოსანი მამაო. მე კაცი ვარ სამხედროთა საქმეთა შინა აღზრდილი და ვერ წვლილად მეცნიერ ვარ ყოველსა. ხოლო აწ ვინაჲთგან კვერთხი მეფობისაჲმე მიპყრიეს, მნებავს, რათა ყოველსა მეცნიერ ვიყო ბერძენთა და ჰრომთასა, რამეთუ პირველ ყოვლისა მართლმადიდებლობაჲ იძიების მეფეთაგან. მაუწყე ვითარ არს ესე რომელ ჩვენ და თქვენ მფუვანითა ეწირავთ და ზედაშესა წყალსა ურთავთ, ხოლო ჰრომნი ხმეადითა ურწყოჲთა წირვენ? ფრიად უცხო მიჩნს ესე საქმე და ურთოერთარს წინააღმდგომ. ანუ რაჲ არს ძალი პურის ცომისა და მარილისაჲ, რომელ ურთავთ ცომსა, ანუ წყალი, რომელ ურთავთ ზედაშესა? განგვიმარტე და გულისხმა გვიყავ, წმიდაო მამაო!

ხოლო ნეტარმან მიუგო, ვითარმედ:

_ ჰოჲ მეფეო, ვინაჲთგან ბერძენთა შორის მრავალი წვალებაჲ შემოვიდა პირველ და მრავალგზის მიდრკეს, ამისთვისცა მსგავსად თქვენსა ღმრთისმსახურთა მეფეთა წმიდანი კრებანი შემოკრიბეს და წვლილად გამოიძიეს განგებულებისათვის ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა და ხორციელად გამოჩინებისათვის მისისა. და საუფლოთა მათთვის ხორცთა გამოძიებაჲ იქმნა და დააწესეს, რათა მოვიღებდეთ ცომსა სახედ ხორცთა ქრისტესთა, ხოლო პურის ცომსა _ სახედსულისა გონიერისა და მარილსა _ სახედ გონებისა, წინააღდგომად წვალებასა უშჯულოჲსა აპოლინარისსა, რომელი-იგი ხორცთა მათ ქრისტესთა საუფლოთა უსულოდ და უგუნებოდ იტყოდა უგუნური იგი უსულოჲ. ხოლო ღვინოჲსა თანა წყალსა ურთავთ სახედ სისხლისა და წყლისა, რომელი გარდამოხდა გვერდსა მხსნელისასა, ვითარცა იტყვისიოვანე ოქროპირი. ესე არს განმარტებაჲ და მიზეზი ამათ საქმეთაჲ. ხოლო ჰრომთა ვინაჲთგან ერთგზის იცნეს ღმერთი, არღარაოდეს მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წვალებაჲ შემოსრულ არს მათ შორის. და ვითარცა-იგი მაშინ თავმან მოციქულთამან პეტრე შეწირა უსისხლოჲ იგი მსხვერპლი უმეტესადღა, ვითარცა თვით თავადმან უფალმან მისცა მოწაფეთა ღამესა მას სერობისასა, ეგრეთ აღასრულებენ იგინი. და არარაჲ არს ამას შინა განყოფილებაჲ, ოდენ სარწმუნოებაჲ მართალი იყოს.

ხოლო მთავართა მათ ჰრომთა დიდად განიხარნეს, რამეთუ კვალადცა ყოფილ იყო ამის პირისათვის ძიებაჲ მათ შორის და უსწავლელობათა ვერ სიტყვა ეგო მეფისადა და ეტყოდეს წმიდასა:

_ წარგვიყვანოთო წინაშე წმიდისა პაპაჲსა.

მერმე კვალად ჰკითხა მეფემან სომეხთათვის:

_ თუ აქვს რაჲ ნაწილი ქრისტეანთა თანა?ხოლო მიუგო წმიდამან მოკლედ, ვითარმედ:

_ ბოროტსა სარწმუნოებასა სახელცა ნუ ედებინ!

და მათ ყოველთა წინაშე სირცხვილითა აღავსნა სომეხნი იგი მეფენი.

მაშინ მეფე აღივსო სიხარულითა და მადლი შეწირა ღმრთისა. და ამის ნეტარისათვის მრავალი ქებაჲ წარმოთქვა წინაშე მთავართა და წარჩინებულთა თვისთა, თუ ვითარ მაღალნი და ძნიად გულისხმისსაყოფელნი იგი სიტყვანი ესრეთ ადვილად და სულმცირედ განუმარტნა და ფრიად აღშენებულ იქმნა ხილვითა და უბნობითა მისითა, და უბრძანა ბერსა, ვითარმედ:

_ როცა საურავი და საქმე შენი არს, ყოველსავე აღვისრულებს მეფობაჲ ჩვენი!

ესრეთ გამოვედით მეფისაგან და წარვედით სავანედ ჩვენდა და განვისვენეთ. ხოლო მამასახლისი მთაწმიდისაჲ მას ჟამსა მუნ იყო იგი სამეუფოსა მას ქალაქსა, კაცი სახიერი და წრფელი. იხილა რაჲ ბერი მოსრული და გულისხმა ყო ძალი მოსლვისა ჩვენისაჲ განიხარა ფრიად და ჰრქვა ბერსა:

_ კურთხეულ არს ღმერთი, კეთილად მოგიძღვა უფალი! აჰა ესერა, მონასტერი შენი წინაშე არს შენსა!

ხოლო ხვალისა დღე აღგვიწნოდეს პალატს და აღვედოთ ჩვენცა და მამასახლისი მთაწმიდისაჲ და სევედით წინაშე მეფისა, ხოლო მეფემან კვალადცა სიხარულით მოიკითხა ბერი და ჰრქვა, ვითარმედ:

_ წარვედ, კეთილო ბერო, მონასტრადვე შენდა, ვინაჲიგი ყოფილ ხარ პირველ, და შენნი ეგე ობოლნი მუნ აღზარდენ, რამეთუ ეგრეთ მოუწერია ჩვენდა ძმასა ჩვენსა ბაგრატს სევასტოსსა. ხოლო პირველი ეგე წინამძღვარი კეთილად გვედია. _ და ესრეთ მოგვილოცა მონასტერი და ჰრქვა ბერსა, ვითარმედ: _ ობოლნი იგი შენნი უჩვენენ მეფობასა ჩვენსა, რათა წყალობით მიხედნეს. და სხვაჲ ყოველივე თხოვაჲ შენი აღგისრულო, და წარვედ მშვიდობით და რა-ცა გეკლებოდის გვაცნობებდა და დაგიურვებდეთ!

და ესრეთ კვალადცა გამოვედით პალატით და წარვედით სავანედ თვისა.

ხოლო ხვალისა დღე მოიწია დღესასწაული იოანე-შობილსაჲ ივნისსა kd-სა. წარვედით ასტუდიას და შევემთხვიენით თავსა წმიდისა წინამორბედისასა. და ჟამსა ვეზიარენით ცხოველმყოფელთა საიდუმლოთა და მიერ წარმოვედით მეტოქადვე ჩვენდა ქსერლოფად.

 

XXVI

 

აქამომდე არს სიტყვაჲ ჩვენი თქვენდა მომართ, ჰოჲ ნეტერნო, ვინაჲთგან შავით მთით წარვედით. და ვიდრე აქამომდე მოკლედ და მარტივად მიგითხარ.

ხოლო ამიერითგან სასურველი იგი თქვენი და საძიებელი თხრობაჲ მიცვალებისა მისისაჲ _ თუ ვითარ იქმნა, ანუ ვითარი სნებაჲ იყო, გინა რაოდენ დღე სნეულებაჲ, და კვალად თუ ვითარნი იყვნეს უკანაჲსკნელსა მას ჟამსა მიცველებისა მისისასა თანამოღვაწენი და მსახურნი.

განა შეძრწუნებულ ვარ და შეშინებულ, რამეთუ აქამომდე გზაჲ სიტყვისა ჩვენისაჲ წრფელ იყო და სავალად, ხოლო აწ _ იწრო და საჭირო და უღონო ჩემგან სლვისა. რამეთუ ნავთსადგურსა დუმილისასა მეგულების შევედრებაჲ, რამეთუ ხელი ჩემი ძრწის და სული შეიწრდების, ხოლო გონებაჲ განცვიბრდების, რაჟამს გულისხმა ვყო ჟამი სიობლისა ჩვენისაჲ გარნა შიშითა ურჩებისაჲთა მორჩილებად ბრძანებისა თქვენისა მოსრულმან კვალად აღვძრა უძლური ენაჲ ჩემი და სარბიელსა სიტყვისა ჩემისასა კვალად ვიწყო სლვად.

ესე წმიდაჲ მამაჲ ჩვენი ნეტერსა მას დაძინებასა თვისსა არა უმეცარ იყო, არამედ მეტადცა მეცნიერ, რამეთუ, ვითარცა ვთქუ ზემო, შობასა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისასა მივედით ასტუდიას, ვემთხვიენით რაჲ თავსა წმიდისა წინამორბედისასა, ეზიარა წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა და მადლი შეწირა ღმრთისა. მიერ წარმოვედით მეტოქად ჩვენდა. მცირედ ოდენ მხურვალებაჲ შეემთხვია თვინიერ სხვისა მეთუ ქვეით მომაშვრალ იყო, რამეთუ ესე იყო ჩვეულებაჲ მისი _ ქვეით მივალნ წმიდათა წინაშე ლოცვად და ესრეთ დავყავთ სამი დღე შინა.

ხოლო ხვალისაგან, წინა დღით დღესასწაულისა წმიდათა მოციქულთასა, გვიბრძანა, ვითარმედ:

_ შეეკაზმენით და ობოლნი ეგე აღიყვანენით, რათა წინაშე მეფისა წარვიდეთო.

რამეთუ ბრძანებაჲ გამოსრულ იყო, რათა გარე ფილოპატსა გვიხილეს. ხოლო ჩვენ ვაყენებდით, ვითარმედ:

_ დღეს იყოს და ხვალე თაყვანის ესცეს მეფესა.

ხოლო მან განცხადებულადსასმენელად ყოველთა ბრძანა, ვითარმედ:

_უკეთუ დღეს არა ვიხილოთ მეფე, ხვალე ხელთა არაჲგვაქვს!

ხოლო ჩვენ ვერ გულისხმავყავთ ძალი სიტყვისაჲ მის, რომელი-იგი შემთხვევად იყო. არამედ წარვემართენით. და იგი თავადი აღხდა სახედარსა თვისსა თვინიერ სხვისა მიახლებისა გინა ტვირთვისა. და ესრეთ მივიწიენით ველსა მას ფილოპატისასა. და გარდაჰხდა სახედარსა, რათა მოველოდნეთ მეფესა ვიდრე შემოქცევადმდე.

და მოვიდა ჩვენდა პეტრეცა, კაცი იგი კეთილად მოხსენებული, და დაწერეს პიტაკი წინაშე მეფისა.

და ესრეთ, მოიქცა რაჲ ღმრთისმსახური მეფე და მოვიდა შვილითურთ, სადა-იგი განწყობილ ვიყვენით წესისაებრ, ხოლო ვითარცა მოგვეახლა, დავვარდით და თაყვანის ვეცით და ენითა ჩვენითა ქებაჲ შევასხით. ხოლო მან, კურთხეულთა მეფეთა შორის, გვიხილნა რაჲ, მახლობელად ჩვენდა მოვიდა. და დაუკვირდა სიმრავლე იგი ობოლთაჲ მათ და უჰასაკობაჲ, რამეთუ რომელიმე წუთ შვიდისა წლისანი იყვნეს და ყოველნივე _ საბეჭურითა და წესითა სამონოზონაჲთა. დიდი მადლი გარდაიხადა ბერსა თანა და ჰრქვა მას, ვითარმედ:

_ დიდი და მაღალი საქმე გიქმნიეს, ჰოჲ ნეტარო, რომელ ამას ჟამსა სხვაჲ ვერვინ შემძლებელ არს!

_ წმიდაო მეფეო, ესე ობოლნი აღმოსავლეთს შემიკრებიან და სახელი ღმრთისაჲ დამისწავებია და აწ წინაშე მეფობისა თქვენისა მომიყვანებიან. ვითარცა ჯერ გიჩნს, აღზარდენ და შეიწყალენ მლოცველად სულისა თქვენისა და შვილთა თქვენთა მხეგრძელებისათვის.

რამეთუ თანაუდგეს სამნივე იგი შვილნი მისნი და ზემოხსენებულნი იგი მთავარნი მპყრობელნი და გაგიკ კარელი და უკვირდა ყოველთა და ჰნატრიდეს ბერსა მას წმიდასა.

ხოლო ვითარცა ცთქუ, პიტაკი მისცა მეფესა და ჰრქვა, ვითარმედ:

_ შემდგომად ღმრთისა ხელთა შენთა შეჰვედრებ ობოლთა ამათ! ხოლო მე ამიერითგან არღარა მიხილოთ.

მაშინ უბრძანა მეფემან, რათა ჟამობაჲ ათქმიოს ობოლთა მათ თვისთა. ხოლო მან განცხადებულად ჯმნისა იგი და განტევებისა წმიდისა სვიმეონ მოხუცებულისა გალობა- გვიბრძანა გალობად, რომელ არს ესე: „მჯომარე ეტლთა ქერობინთა მეუფე...“ და „აწ განმიტევე მე მშვიდობით“.

ესრეთ გალობისა ამის მიერ განაცხადა ამიერ განსვლაჲ თვისი. დაღაცათუ მაშინ ვერ გულისხმაყვეს ვერცა მეფემან და ვერცა სხვამან ვინ, გარნა მეორესა დღესა, მი-რაჲ-იცვალა, ყოველთავე, ვითარცა მძინარეთა, განეღვიძა და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან არა დაუფარა წმიდასა მას მიცვალებაჲ თვისი. ხოლო ვითარცა ვთქუთგალობაჲიგი, დიდი მადლი უბრძანა მეფემან ღმრთისმსახურმან ბერსა, ვითარმედ:

_ კეთილად განგისწავლიან ბერძნულსა გვარსა ზედა, კეთილო ბერო, შვილნი შენნი. _ და ბრძანა ათასი აჟურაჲ მიცემად მათდა ფსუნად, და ბრძანა, ვითარმედ: _ დიდად სწყალობსო მეფობა ჩვენი და რაჲცა პიტაკსა ამას შინა სწერია, ყოველსა აღგისრულებს წადიერად.

ხოლო ჩვენ თაყვანის ვეცით. და ესრეთ წარემართა მეფე, ხოლო ჩვენ წარმოვედით შინა. და ბერი აღხდა სახედარსა ზედა, ვითარცა ყოვლად უვნებელი. და მივედით სავანედ ჩვენდა და შემწუხრდა დღე იგი, რომელი განთენდებოდა ოთხშაბათად, დღესასწაული წმიდათა თავთა მოციქულთაო პეტრესი და პავლესი.

ხოლო მწუხრისაჲ ვილოცეთ მათ წინაშე და ჩვენ ყოველნი გვაკურთხნა ჩვეულებისაებრ და თვით მიწვა ცხედარსა და მიიღო მცირედ რაჲმე სასმელი უძლურებისათვის და სიმხურვალისა. და ჩვენ გვიბრძანა ყოველთა განსვენებაჲ. ხოლო ჩვენ გვინდა, რათამცა მათ წინაშე ვიყვენით. არამედ მას მსახურებაჲ ჩვენი არარაჲ ეხმარებოდა და ბრძანა, ვითარმედ:

_ ერთი კმა ხართ და სხვათა განისვენეთო.

ხოლო განთენებოდა დღესასწაული წმიდათა მოციქულთაჲ. ვილოცეთ ცისკრისაჲ კეთილად და თვით განაგებდა წესსა ყოველსა. და ვითარცა განთენდა სრულიად, მოუწოდა ძმათა, რომელთა მსახურებაჲ აქვნდა, და ჰრქვა, ვითარმედ:

_ კეთილად ნუგეშინის ეცით ძმათა, რათა დღეს აღვსებაჲ არს!

და ესრეთ ყოველივე მის დღისა განსასვენებელი თვით განაწესა. ხოლო ძმანი რომელნივე წარვიდეს ტაძარსა წმიდათა მოციქულთასა ლოცვად და რომელნიმე შინა დავშთით. და იყვნეს ჩვენთანა კაცნი მოხუცებულნი და აზნაურნი, პატიოსანნი სტეფანე და სვიმეონ.

ხოლო ვითარცა დღე წარმოიჩინა და სამჟამისა მოახლებულ იყო, გვიბრძანა, რათა სანთელნი აღვანთნეთ და საკმეველნი ვაკმიოთ და სახარებაჲ ვიწყოთ კითხვად. რამეთუ ესრეთ იყო ჩვეულებაჲ მისი: განაწესნის ოთხნი მკითხველნი და ოთხთავე სწორად ვიწყით თვითო თავსა და სწირად დავასრულით. და ვიწყეთ რაჲ კითხვად სახარებისა, იგი ნეტარი ზე ჯდა და ისმენდა კეთილად. და ვითარცა დავასრულეთ ოთხთავე ერთობოთ სახარებაჲ, ჯვარი დაგვწერა და თქვა:

_ დიდება შენდა, უფალო! _ და ქვე მიწვა და გვრქვა: _ იგი სახმარი, ესერა, არს.

რამეთუ იყო ჭურჭელი, რომელსა შინა იდვა დრაჰკანი სახმრად ძმათათვის, რამეთუ არა თვით ეპყრის, არამედ სხვასა ძმასა აქვნ. ხოლო ძმაჲ იგი წარსულ იყო ლოცვად და იგი მუნ დაედვა და ჩვენ არაჲ უწყოდეთ. და ესე იყო ანდერძი მისი.

რამეთუ სხვაჲ ყოველივე განწესებულოყო _ წიგნნი მისნი და ძმანი მთაწმიდას, და ამის პირისათვის არაჲ ახსენნა, რამეთუ ყოველთა უწყოდეს. და ვითრცა ცხოვრებასა მისსა უყვარდა მყუდროებაჲ, ეგრეთვე ჟამსა ნეტარისა მის მიცვალებისა მისისასა იყო. რამეთუ უკეთუმცა გვემცნა, ფრიადიმცა ამბოხი ქმნილ იყო და, შფოთი თუმცა შესაძლებელ იყო კნინღადა-შე-მცა-გვეპყრა სული იგი უმანკოჲ ამის ნეტარისაჲ.

ამის მიზეზისათვის მშვიდმანან და მყუდრომან ჟამსა მასცა მიცვალებისა მისისასა მყუდროებაჲ იხუმია. რამეთუ ვითარცა ხელომანმან მენავეთმოძღვარმან, რომელსა მრავალნი უფსკრულნი განევლნიან და მრავალთა ღელვათადა ბრძოლა ეცის და ნავთსაყუდელისა მიმართ მხიარული შესვლად განემზადის, გინა, ვითარცა მხედალი ძლევაშემოსილი, რომელსა-იგი ურიცხვნი სპარაზენნი მოესრნიან და მრავალნი ძლევანი და ბრძოლანი ექმნიან და ყოველსავე შინა გამარჯვრებული მივალნ მეფისა თვისისა, ანუ თუ ვაჭარსა, რომელსა მცირითა რაჲთმე საფასითა ურიცხვი სიმდიდრე შეეკრიბის და საუნჯისა მიმართ თვისისა მხიარული მიისწრაფინ, გინა თუ ვითარცი მუშაკი ურნატსავსე ნაყოფთა ზედა თვისთა მხიარულ არნ, _ ეგრეთვე წმიდაჲ ესე ჟამსა მიცვალებისა თვისისასა ამათ ყოველთავე ზემოწერილთა მიემსგავსა.

რამეთი დაღაცათუ იყო რაჲ ხორცთა შინა, ხორცთაგან მიცვალებულ იყო გონებითა. ხოლო აწ ესრეთ იყო სრულიადი განსვლაჲ მისი ხორცთაგან, რამეთუ განირთხნა წმიდანი იგი ფერხნი მისნი წესიერად, რომელ ღმრთისმსახურებისათვის მრავალი შრომა თავს იდვეს, და ხელნი სანატრელნი, მწერალნი საღრმთოთა მოძღვრებათანი, უმანკოსა მას და უბიწოსა გულსა ზედა თვისსა დაიჯვარედნა. და მცირედ ოფლნი გარდაეცნეს, რომელნი იგი ღმრთისმსახურებისათვის მრავალგზის დასთხინა. ესრეთ ჯვარი პირსა დაიბეჭდა, რომელი-იგი მარადის სასოდ და ზღუდედ აქვნდა. და კვალად დადვა წმიდაჲ იგი მარჯვენე თვისსავე ადგილსა და თქვა სიტყვაჲ დასასრულისაჲ, რომელი-იგი, ვითარცა შარავანდედი მზისაჲ წარიძღვანა უფლისა მიმართ, ვითარმედ:

_ ხელთა შენთ, უფალო, შევჰვედრებ სულსა ჩემსა!

და ესრეთ დიდად რაჲმე აღმოიფშვინნა ერთგზის ხოლო და მისცა წმიდაჲ სული თვისი წმიდათა ანგელოზთა.

ხოლო მოხუცებულნი იგი ზემოხსენებულნი პატიოსანნი, ერთსა ვისმე მღდელთაგანსა, ტავით კერძო ნეტარისა მის მდგომარესა ეტყოდეს, რათა დაახსნეს ხელნი თვალთა მისთა წმიდათა, განმანათლებელთა ჩვენთა. ხოლო იგი, განცვიბრებული ვითარცა გონებამიღებული, აქა და იქი იხედვიდა და მკსინვარედ ეტყოდა ბერთა მათ, ვითარმედ:

_ სძინავს მამასა ჩვენსა!

ხოლო მას არავისი მსახურებაჲ ეხმარებოდა.

გარნა ამიერითგან ვითარ-მე გითხრა, თუ რაბამი ამბოხი და შფოთი იქმნა და ტყებაჲ და ყივილი უწესოჲ! ენაჲ ჩვენი შEმძლებელ არს მითხრობად რა ჟამს-იგი მოეცვა გვამი ნეტარისაჲ მის მიერ ცხონებულთა მათ მღდელთა და დიაკონთა და ობოლთა მათ წუთ ჩჩვილთა, რომელნი-იგი წუთ ხმითა წვლილითა და ენითა ბრგვნვნილითა იტყოდეს და მამით და მოძღვრით ხადოდეს, ვითარმედ:

_ ვაჲ ჩვენდა, ვაჲ ჩვენდა, შენ მიერ, ჰოჲ მამაო! რაჲ-ესე შემამთხვიე ჩვენ, ვითარმედ სადა შემკრიბენ და აღგვზარდენ, ანუ აწ სადა დაგვიტევენ და დაგვფაჩენ.

ხოლო მღდელნი და დიაკონნი ხელთა მათ მისთა წმიდათა ამბორს უყოფდეს და თვალთა მათთა ზედა დაისხმიდეს. და რომელნიმე ცრემლთა წილ სისხლთა დასთხევდეს გვამსა მას მისსა ზედა წმიდასა და იტყოდეს:

_ ვაჲ ჩვენდა, ვაჲ ჩვენდა, ჰოჲ წმიდაო! რამეთუ ვიდრე შენ, ჩვენ თანა იყავ, ღამენიცა დღე იყვნეს, ხოლო აწ, რაჲ განგვეშორე დღენიცა ღამე არიან!

ამას და ამისსა უმრავლესსა ხმითა საწყალობელითა იტყოდეს და ანაზდაჲთა მას დაქცევასა და უკანაჲისკნელსა ობლებასა ეტყებდეს. და ვითარმცა არა იგლოვდეს? რამეთუ ოთხმეოცსა სულსა ერთი წინამძღვარი ჰყვა სულისა და ხორცთაჲ, ვითარცა ზემო ვთქუ, რომელთა მარჯვენე და მარცხენე არა უწყოდეს, და წინამძღვარი ესე ვითარი, ვითარი თვით იყო, და ესრეთ მეყსა შინა უწინამძღვრო იქმნნეს! და ესე სადა _ ფოლოცთა შინა სამეფოჲსათა! დაღაცათუმცა ქვისაჲ ვის აქვნდა გული და ანდამატისა მოეგო სული, გარეგან საზღვართა ბუნებისათა განსრული, ვითარმცა არა იხილვა ყოვლითურთ დაწყლული, მოულოდებელისა ამის სმენისაგან აღძრული და ბუნებითისა ტკივილისაგან სიღრმედ მწუხარებათა შთასრული!

არამედ, ეჰა უბადრუკებაჲ ჩემი! ვითარისაღა ჟამისათვის დავიმარხე ყოვლად საწყალობელი და ვითარიღა წინა ედვა ჭირვეულსა ცხოვრებასა ჩემსა სიკვდილად მითხრობად, რომელი-იგი არა თავისა თვისისათვის ცხოველ იყო, არამედ ღმრთისა.

 

XXVII

 

ჰე, ჭეშმარიტად დაიძინა ვიარმან მამან ჩვენმან, რომელსა-იგი ფრიად უყვარდით ჩვენ და გვწყალობდა, ვითარცა შვითა ჭეშმარიტთა, ვითარცა მოქმედთა ქრისტეს ვენახისათა, ვითარცა ძეთა მორჩილებისათა. შეისვენა ზოგადმან მოძღვარმან ჩვენმან, ქვეყანისა ანგელოზმან და ზეცისა კაცმან, ტაძარმან მან ქალწულებისამან უბიწომან მრავალფერმან და მრავალსახემან სიბრძნემან სულისამან, ხელოვანმან მან გულისხმისმყოფელმან და ერთგულმან ქრისტეს მსახურმან, ბრწყინვალემან მან თვალმან ქრისტეს გვამისამან, მოთმინებისა მოღვაწემან მან, წყალობისა წყარომან და განკრძალულმან უფლისა შჯულისა მმარხველმან და ფასის საცავმან მან სათნოებისამან, რომელი-იგი სიტყვითა ტკბილ იყო და ზრახვითა საწადელ.

და ვინ შემძლებელ არს სიტყვით აღწერად, რაოდენნი და რაბამნი სახელნი მიანიჭა მას საღმრთომან მადლმან ყოველთა მათ საქმით აღსრულებითა და ყოველთა მოციქულებ შეყვარებითა! ეჰა, აჰა, მარადის სასურველნო, რაჲ არს ჩვენი ესე, გლახაკთა ამათ, საიდუმლოჲ და რაჲ არს სიბრძნე ესე ღმრთისაჲ გამოუთქმელი?

აწ მინდეს ცრემლი იერემიას გოდებისანი და უკეთუ სხვამანცა ვინმე სანატრელთა მათ კაცთაგანმან, სიდიდე განსაცდელისაჲ სადამე იგლოვა? აწ მოვედ ჩვენდა, ჰოჲ რაქელ, დედაო ბენიამენისო, სტიროდე შვილთა შენთა ნუგეშინისცემასა ნუ მიიღებ, ნუ, ვითარცა ბეთლემისა ყრმათათვის, რამეთუ იგინი ღრმთისა შეიწირეს, არამედ ყრმათათვის, რომელნი ორსავე სიკვდილსა თვალითა ხედვენ _ სულისა და ხორცთაჲსა, და არა აქვს ნუგეშინისმცემელი, რამეთუ ერთი აქვნდა და იგიცა მიეფარა. ამათთვის ტიროდნენ, ჰოჲ რაქელ, ვითარმცა არა არიან. ხოლო მე ესრეთ ვიტყოდი ძმათა მიმართ ჩემთა და ყრმათა მოძღვრისა ჩემისათა:

ვაიჲ მე, ვაიჲ მე,  ძმანო ჩემნო პატიოსანნო! აწ დაგვეხშა პირი იგი, რომელი გვაწვრთიდა შჯულსა უფლისასა დღე და ღამე! წარვიდა გონებისა განზრახვაჲ, ჭეშმარიტად ღმრთისა მიერ აღძრული! დაწუხნა თვალი იგი მართლიად მხედველი და განმარჩეველი კეთილსა ბოროტისაგან და უმჯობესსა უდარესისაგან! დადუმნეს ბაგენი იგი მცველნი შჯულსა უფლისასაX შეიკრა ენაჲ იგი ოქროსიტვაჲ და საღმრთოთა ბრძანებათა ხმამაღლად მღაღადებელი და ბრწყინვალედ მთარგმნელი ღმრთივსულიერთა წიგნთაჲ! დაყუდნა ხელი იგი შვენიერად მწერალი, რომლითა განანათლნა ეკლესიანი ჩვენნი! დადგეს ფერხნიცა იგი შვენიერნი, განკაფულნი ღამისთევათა შინა გვამი წმიდაჲ, მოღვაწებისა შრომითა განლეული!

ხედავთა, თუ ვითარ არიან საქმენი ჩვენნი? მენება, უკეთუმცა შესაძლებელ იყო, განძლიერებად უძლურებაჲ ჩემი და ამაღლებად სიმაღლესა ამას თანა განსაცდელისასა და აღტევებად ხმისა რაჲსამე ვნებისა ამის შემსგავსებულისა, ვითარცა ყვეს ობოლთა მათ და ხმითა მაღლითა განსაცდელსა მამისასა იგლოვეს, არამედ რაჲ-მე ვყო, გინა ვითარ ვაიძულო ენასა მსახურებად სიტყვისა, რომელი-იგი განსაცდელისა ამის მიერ, ვითარცა მძიმითა რაჲთმე საკრველითა რკინისაჲთა შეკრულ არს? ანუ ვითარ აღვაღო პირი უტყვებითა შეპყრობილი, ვითარ აღუტეო ხმაჲ ვნებითა და გოდებითა ძალისა თვისისაგან დახსნილი, ვითარ აღვიხილნე თვალნი სულისანი, განსაცდელისა ამის ალმურითა დაბნელებულნი? ვინმცა განმიბნია უკუნი ესე და წყვდიადი მწუხარებისაჲ ბნელი და მიჩვენამცა სიწმიდესა შინა ბრწყინვალე იგი ნათელი მშვიდობისაჲ, ვინაჲთგან დაჰხდა მნათობი ჩვენი? ეჰა ბოროტი ესე სიბნელე, რამეთუ მზე, მნათობი ჩვენი, დაჰხდა!

ეჰა, ვითარღა იქმნნეს ჩვენდა ადგილსა ამას წინაუკუმო სიტყვანი ჩვენნი და საქმენი, აწ და პირველ ამისსა! რამეთუ პირველ, ვითარცა მექორწინენი, განვსცხრებოდეთ, ხოლო აწ, ვითარცა საწყალობელნი, გლოვისა ამისთვის სულთვითქვამთ! ანუ თუ მცირე არსა ჩვენ ზედა მოწევნული ესე ბოროტი, ანუ ამაოდ ნუ ვიტყებთა და განვიწირვით, ანუ თუ უფროჲსღა ვერ მივსწვთებით თავსა ამის ვნებისასა, დაღაცათუ უფროჲს აღვამაღლნეთ სიტყვანი და ხმანი ჩვენნი?

გვავასხენით უკვე, ძმანო, გვავასხენით ცრემლნი წყალობისანი, რამეთუ ოდეს-იგი იხარებდით თქვენ, სიხარულსა თქვენსა გეზიარენით. აწ უვე მომაგეთ ჩვენ ბოროტი ესე ნაცვალი, სიხარული მოხარულთა თანა მოგვეცით ჩვენ, ტირილი მტირალთა თანა მომიზღეთ ჩვენ!

ცრემლოოდა ოდესმე უცხოთესლი იგი ერი მამათმთავრისა იაკობისთვის, და უცხოჲ იგი განსაცდელი, ვითარცა თვისი, განესაკუთრა. რამეთუ იგი შემდგომად სიკვდილისა ძეთა მისთა ეგვიპტით გამოიყვანეს და ყოველი იგი ერი უცხოჲ ამის განსაცდელისათვის უცხოსა შინა ქვეყანასა ოცდაათ დღე და ოცდაათ ღამე იგლოვდა მის ზედა და მწარედ გოდებდა და ტიროდა.

აწ უკვე, ძმანო, ემსგავსენით უცხოთესლთა მათ ძმანი ეგე ჩვენნი და ნათესავნი! ზოგად იყო მაშინ უცხოთა და თვისთა ტირილი, ზოგად იყავნ აწცა! და რამეთუ გლოვაჲცა ესე და მწუხარებაჲ ზოგად არს, ამისთვისცა, აჰა ესერა, ვითარცა სახილველსა შინა წარმოვიჩინები და წინავპირობ და ვღაღადებ განსაცდელისა ამის სიმძიმესა და ვიტყვი:

გწყალობ თქვენ, გწყალობ, შვილნო და მოწაფენო ამის ტკბილისა და სახიერისა მამისანო, ხოლო აწ მწარედ დაობლებულნო, მცირედ აღყვავებულნო, ხოლო აწ მსწრაფლ დაჭნობილნო, ბრწყინვალედ განათლებულნო და ბოროტად დაბნელებულნო.

არამედ, ეჰა, რაბამ კეთილ იყო, ვიდრე აქამომდე გზაჲ სიტყვისა ჩვენისაჲ და, ეჰა, რაბამ სანატრელ იყო, უკეთუმცა ამას პირსა ზედა დასრულდებოდა მოთხრობაჲ ჩვენი!

ხოლო ამიერითგან რაჲ „მოუწოდეთ დედათა მტირალთა“, ვითარცა იტყვის იერემია, რამეთუ განსაცდელთა და მწუხარებათა მიერ შეპყრობილისა და აღვსებულისა გულისა სხვითა სახითა ნუგეშინისცემაჲ შეუძლებელ არს, არათუ ცრემლთა მიერ და სულთქმათა აღსუბუქნეს!

უტევეთ უკვე, ნუგეშინისმცემელნო, უტევეთ და ნუ განამრავლებთ ნუგეშინისცემასა, რათა წრტიალად და მწარედ იგლოონ ობოლთა ამათ და გულისხმაყონ დაჭირვებაჲ ესე, რომელი დაჰჭირდა მათ. დაღაცათუ არა გამოუცდელ არიან განშორებასა მისსა, ღვაწლთა მათ მიერ მოღვაწისათა დაჩვეულთა, რამეთუ გახსოვს განაღა, თუ ვითარ თქვენდა მომართ თქმულმან ამან სიტყვამან ჩვენმან ღვაწლნი იგი მაღლისა მის კაცისანი მიგითხრნა თქვენ!

მწუხერა იქმნნეს ოდესმე ისრაელიტელნიცა, რაჟამს-იგი აღიტაცა ზეცად ელია, არამედ ნუგეშინის სცემდა განშორებასა მისსა ელისე, ხალენითა მოძღვრისაჲთა შემკობილი. ხოლო აწ სალმობაჲ ესე ზეშთაჲ არს კურნებისა, რამეთუ ელია ამაღლდა და ელისე არა დაშთა. უწყი, რამეთუ არა უმეცარ ხართ სიტყვათა მათ და ხმათა იერემიაჲსთა, რომელთა-იგი იტყოდა გოდებით მოოხრებისათვის იერუსალემისა. რამეთუ სხვათა მათ თანა გლოვათა მისთა ესეცა შესძინა და თქვა, ვითარმედ — გზანი სიონისანი იგლოვდითო. და ესე სიტყვაჲ მაშინ თქვა მის მიერ, ხოლო აწ ჩვენ ზედა აღესრულა.

რამეთუ რაჟამს განითქვას ჰამბავი ესე საგლოელი, მაშინ აღივსნენ გზანი უდაბნონი გოდებითა მგლოვიარეთაჲთა და მოწაფენი მისნი შეწუხებულნი მწუხარებითა ხმასა მას ნინეველთასა აღუტევებდენ და უფროჲსღა უმეტეს მათსა მტკივნეულ იყვნენ და საწყალობელ. რამეთუ გოდებამან მათმან შიში იგი დაქცევისაჲ დაჰხსნა, ხოლო ამათ ბოროტთა დახსნისა არცა ერთი აქვს სასოებაჲ თვისთა ამათ გოდებათა მიერ.

ვიცი სხვაჲცა რაჲმე გოდებაჲ იერემიაჲსი, შემსგავსებული წიგნსა ფსალმუნთასა, რომელი-იგი წარტყვენვისათვის ისრაელთაჲსა შეჰმზადა, რამეთუ იტყვის, ვითარმედ: „ძეწნთა ზედა დავჰკიდენით ორღანონი ჩვენი“. რამეთუ დუმილისა მიერ თავთა თვისთა თანა და ორღანონიცა თვისნი დასაჯეს. ამას უკვე გოდებასა მეცა განვიჩვემებ აწ და ვიგლოვ უფროჲს მათსა. რამეთუ ვზი მდინარესა ზედა ცოდვისათა და მათგან წიაღმყვანებელი ჩემი არა მაქვს. და ორღანოთა წიგნთა საღმრთოსათა დავჰკიდებ დუმილისა ძეწნთა, რამეთუ იტყვის მოციქული პავლე _ უკეთუ თარგმანი არა იყოს, მკითხველი დუმენო. რამეთუ ძეწნი ხე არს უნაყოფოჲ და ვინაჲთგან დაცვივა ტკბილი იგი ცხორებისა ჩვენისა ნაყოფი, არა ძეწნ ვიქმნენითა უნაყოფო? ჰე, ჭეშმარიტად! და უქმად და უძრავად ორღანონი იგი მეტყველებისა ჩვენისანი დუმილისა მიერ შეშათა ზედა დავჰკიდენით!

ხოლო არავინ არს, რომელმანცა მოიღო ნაწვეთი ერთი წყლისაჲ და განაგრილა ენაჲ ჩემი სალმობიერი და შემცვარი ცეცხლითა მწუხარებათაჲთა!

წარხდა მშვენიერებაჲ იგი საწადელი, დადუმნა ხმაჲ იგი სავსე სიტკბოებითა, დაიყვნეს ბაგენი იგი ღმრთივბრწყინვალენი, აღფრინდა მალი იგი, განმაბრძნობელი ჩემი. სადა არიან თვალნი, ზეცისა საიდომლოსა მხილვენი! სადა არიან მყურნი იგი, საღმრთოჲსა მის ხმისა მსმენელნი! სადა არს ენაჲ იგი წმიდაჲ ტკბილად მასწავლელი ცოდვილთაჲ სინანულისა! სადა არს ტკბილი იგი მყუდროებაჲ თვალთა მისთაჲ! სადა არს წესიერი იგი დუმილი ბაგესა მისთაჲ! სადა არს საწადელი იგი მარჯვენე მისი, რომელი კურთხევასა მას პირისასა სასურველთა მათ თითთა თვისთა ჯვარისწერითა დაჰბეჭდვიდა!

 

XXVIII

 

არამედ აწ გევედრები, შემაშვრენით მე ცრემლნი ჩემნი, დააცხვრეთ გოდებაჲ ჩემი, რამეთუ ვაგრძნობ, ვითარმედ უფროჲს ჯერისა განვალ საზღვართაგან გლოვისათა და ვნებისა ამის სიმძიმითა დედათა მივემსგავსები. არამედ მოვედით ამიერითგან და განუსვენოთ სასმენელთა თქვენთა გლოვისაგან და გოდებისა ობოლთაჲსა და მაშვრალთა და სახმრთოთა თხრობათა და ნუგეშიმისცემისა სიტყვათა მიმართ მივაქციო გონებაჲ თქვენი, დაღაცათუ რაქელ ღაღადებს, რომელ არს ეკლესიაჲ, და ხმობს ძლიერად და გოდებს დაობლებისათვის შვილთა თვისთაჲსა.

ვინაჲცა ჯერ არს, რათა ამიერითგან მოვაქციო აფრაჲ სიტყვისა ჩემისაჲ და საეკლესიონი სიტყვანი აღმოვთქნე.

რამეთუ არა მიგვეღო ჩვენ მოძღვარი ჩვენი, არცა წარვიდა ჩვენგან, არამედ შორის ჩვენსა მდგომარე არს, დაღაცათუ ჩვენ არა ვხედავთ მას. და წმიდასა მას შინა წმიდასათა შევიდა მამაჲ ჩვენი და შინაგან კრეტსაბმელისა, სადა-იგი წინამორბედად ჩვენდა შევიდა ქრისტე. დაღაცათუ დაუტევა კრეტსაბმელი იგი ხორცთა თვისთაჲ, არამედ არღარა სახით და იგავით ჰმსახურებს ზეციერთა მათ, არამედ თვით მას ხატსა საქმეთასა განიცდის. არღარა სარკითა და სახითა, არამედ პირსა ღმრთისასა პირისპირ ხედავს და მეოხ არს ჩვენთვის წინაშე მისსა შვილთა და მოწაფეთა თვისთათვის და ითხოვს მიტევებასა ცოდვათასა.

განიძარცვა უკვე ტყავისა იგი სამოსელი და რამეთუ სამოთხისა მკვიდრთა არცა თუ ეხმარებიან ესევითარნი სამოსელნი. არამედ იგი სამოსელნი ჰმოსიან მას, რომელნი-იგი სიწმიდითა ცხორებისა თვისისაჲთა უქსოვნა თავსა თვისსა და მოიხვნა ღმრთისაგან. ჭეშმარიტად, ესევითარისა ამის კაცისა სიკვდილი პატიოსან არს წინაშე ღმრთისა და უფროჲსღა არცა თუ სიკვდილ არს, არამედ განხეთქაჲ საკრველთჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „განხეთქენ საკრველნი ჩემნი“. განტევებულ იქმნა და განთავისუფლებულ იქმნა საკრველთაგან ხორცთაჲსა. საბრხე შეიმუსრა, ხოლო სირი აფრინდა, დაუტოვა ეგვიპტე, რომელ არს ცხორებაჲ ესე ნივთიერი, და წიაღვლო არა თუ ზღვაჲ იგი მეწამული, არამედ შავი ესე და წყვდიადი ზღვაჲ ამის საწუთროჲსაჲ. შევიდა ქვეყანასა მას აღთქმისასა, რომელ არს ზეცათა იერუსალიმი მთასა მას ზედა სიბრძნისმეტყველებს ღმრთისა თანა. წარიხადა ხამლი სულისაჲ, და რათა საღრმთოთა მით სლვითა გონებისაჲთა წმიდასა მას ქვეყანასა მას შინა უნივთოდ იმთხვიდეს, რომელსა-იგი შინა იხილვების ღმერთი და თვისთა საკუთართა ხედავს და განუსვენებს.

ესევითარი ნუგეშინისცემაჲ გაქვნდინ თქვენ, ძმანო, რომელნი-ეგე ძვალთა იოსებისთა ქვეყანასა მას კურთხევისასა აღვიყვანეთ, ესე იგი არს თქვენ, რომელთა ეგე გვამი წმიდაჲ ამის ნეტარისაჲ მთაწმიდას წარგყავს.

 

XXIX

 

ხოლო აწ ჟამი თქმად, თუ ვითარ იქმნა წარსულვაჲ ჩვენი მთაწმიდას და კვალად მოხსენებად ნეტარისა პეტრე პატრიკისა პეტრიკყოფილისა ნუგეშისცემასა, და შემდგომადღმრთისა მოღვაწებასა და ხელის აღპყრობასა, რომელ ჩვენ ზედა აჩვენა.

ხოლო ვითარცა განვიდა ხორცთაგან წმიდაჲ მამაჲ ჩვენი და წარვიდა ღმრთისა, მერყსეულად ვაცნობეთ წმიდასა მამასა პეტრეს. ხოლო მან, მოძღვრის მოყვარემან და, უფროისღა ვთქვათ თუ _ ღმრთისმოყვარემან, ვითარცა გულისხმა ყო ანაზდათიესე და მლევანი დაქცევაჲ ჩვენი, იწყლა სასტიკად სული მისი. არამედ წელნი მოირტყა და მსწრაფლ შევიდა მეფისა და მიუთხრა საკვირველი ესე სასმენელი, ვითარმედ:

_ წმიდაო მეფეო, თქვენ თანა მშვიდობაჲ და სიხარული საუკუნოჲ შვილითურთ! ხოლო წმიდაჲ იგი ბერი, რომელმან გუშინ ოთხმეოცი ობოლი თქვენ შემოგვედრა, აწ თვით იგი ხელთა ღმრთისათა შევედრებულ არს, რამეთუ მიიცვალა. შენ, ქვეყანისა მეფემან, ზეცისა მეფისა წარჰგზავნე. გუშინ ამას ჟამსა შენ მიერ ითხოვდა განტევებასა, დღეს საკრველთაგან ხორცთა თვისთაჲსა განტევებული ზეცისა ნაცთსადგურად შევიდა. გუშინ შენ გევედრებოდა შეწყალებად ობოლთა თვისთა, ხოლო დღეს შენთვის ევედრების მას, რომელი-იგი მამაჲ არს ობოლთაჲ და მსაჯული ქვრივთაჲ და მეფე მეფეთა ქვეყანისათა.

ესმნეს რაჲ სიტყვანი ესე ღმრთისმსახურსა მეფესა განკვირდა ფრიად და დადუმნა ჟამ ერთ. და მერმე თქვა სამგზის:

_ დიდებაჲ ღმერთსა, დიდებაჲ ღმერთსა, დიდებაჲ ღმერთსა! რამეთუ სულნი წმიდათანი ხელთა შინა ღმრთისათა არიან, ვითარცა ამის ნეტერისა ბერისაჲ. ნეტარ ხარ შენ, ჰოჲ წმიდაო ბერო, რომელი-ეგე წარხვედ წინაშე ღმრთისა. არამედ ვესავ ლოცვათა შენთა წმიდათა, რამეთუ ყოველი ნებაჲ შენი კეთილად აღვასრულო!

და მეყსეულად ბრძანა მოღებად პიტაკი, რომელი-იგი მას წმიდასა ხელთა თვისითა მიეცა. ხოლო წერილ იყო ესრეთ, ვითარმედ:

„წმიდაო მეფეო, ეგე ობოლნი, ვითარცა შვენის ღმრთისმოყვარებასა შენსა, ეგრეთ შეიწყალენ და დაარჩინენ მლოცველად სულისა თქვენისა და შვილთა თქვენთა მზეგრძელობისა. და მონასტერსა მთაწმიდისასა, სალოცველსა თქვენსა, ოქრობეჭედი შექმენ დასამტკიცებელი ყოველთა ოქრობეჭედთაჲ, რათა ყოვლითურთ თავისუფალ და შეუვალ იყოს, და ობოლნი ესე იზარდებოდინ მას შინა და ყოველნი მკვიდრდნნი მისნი გილოცვიდნენ ვიდრე უკუნისამდე“.

ესე რაჲ აღმოიკითხეს და გულისხმა ყო მეფემან ძალი საქმისაჲ, მსწრაფლნ უბრძანა პროტონოტარსა თვისსა შექმნად ორთა ოქრობეჭედთა მტკიცეთა და შეუცვალებელთა _ ერთსა, ვითარცა წმიდაჲ ბერი ვედრებულ იყო, დასამტკიცებელსა ყოველთა ოქრობეჭედთასა, რომელთა-იგი წინააღუდგების და გარე-უკან-აქცევს, უკეთუ რაჲმე ვისმე ენებოს ამის წმიდისა ლავრისა ენებად, სირცხვილნითა აღავსებს, და ერთი ოქრობეჭედი ობოლთა ამათ შეუქმნა, რათა არავინ იკადროს მათი მონასტრით განყვანებად, გინა სხვად რადმე ვნებად, არამედ რათა იზრდებოდინ მონასტერსა შინა, ვითარცა შვილნი და მკვიდრნი წმიდისა ეკლესიისანი. და ესე ორნივე ოქრობეჭედნი მოსცნა ნეტარსა პეტრეს და კერეონები დიდ-დიდები და სანთლები ფრიად და საკმეველი სურნელი მრავლად, მუშკატროანი და ალვაჲ. ესე ყოველი მოიღო პატიოსანმან ბერმან პეტრე, რამეთუ უბრძანა მეფესა, ვითარმედ:

_ ყოველივე ესე მკერდსა მისსა ზედა წმიდასა დადევ და შენდობაჲ ითხოვე, ვითარცა ცხოველისაგან, და არქუ ესერეთ, ვითარმედ: აჰა, ესე რა, ბრძანებაჲ შენი აღმისრულებიეს უფროჲს თხოვისაცა შენისა და აწ, გევედრები, ნუ დამივიწყებ წინაშე ღმრთისა!

ხოლო მო-რაჲვიდა პეტრე და ბრძანებაჲ ესე მეფისაჲ აღასრულა. ხოლო თვით თუ რასა არა იქმოდა, ანუ რას არა იტყოდა გვამსა ზედა მის წმიდისასა! და ვითარცა ცხოველსა, ესრეთ ემდურვოდა და ფერხთა მისთა ცრემლითა დაალტობდა. და უკეთუმცა არა მეშინოდა, ნუუკვე ძლით მცირედ რაჲმე დაშრეტილი იგი სახმილი გოდებისაჲ კვალად აღვაგზნა და შეგაწუხნე ყოველნივემცა - ამის ნეტარისა კაცისა სიტყვანი ლმობიერნი და ცრემლნი მხურვალენი ცრემლით მიგითხრენ. არამედ ვირჩიე წუთ ერთ განსვენებაჲ თქვენი.

ხოლო ესრეთ რაჲ ვიყვენით და წმიდაჲ იგი გვამი წინაშე იდვა, მას ოდენ ჟამსა მოიწია დედაკაცი ვინმე, მოწაფე ამის წმიდისაჲ, დაჲ ფარსმანისი და ჩორჩანელისაჲ, რომელი ვერ ეწიფა ხილვასა მისსა, ვიდრეღა ცოცხალ იყო წმიდაჲ იგი. ესე მო-რაჲ-ვიდა, მრავლითა ცრემლითა და გოდებითა დაალტვნა წმიდანი ფერხნი მისნი და მდურვით ეტყოდა წმიდასა მას, ვითარცა ცხოველსა:

- ჰოჲ, წმიდაო, რაჲ-ესე მიყავ მე უბადრუკსა ამას, რამეთუ მქონდეს მრავალნი გულისსიტყვანი, რამეთუ მრავლით ჟამითგან არა მეხილვა წმიდაჲ პირი შენი!

და ესრეთ ფრიად შეწუხებული და მგლოვარე წარვიდა სახედ თვისა. და დაწერნა ყოველნი გულისსიტყვანი თვისნი და დაჰბეჭდა მას ზედა, და ხვალისა დღე კვალად მოვიდა, მოიღო წიგნი იგი და დადგა მკერდსა ზედა მის წმიდისასა და საკმეველი სურნელი და სანთელი მრავალი და ძმათათვის ევლოგიაჲ. ნუგეშინისსაცემელად. და კვალად მრავლითა ცრემლითა ამბორს უყო ფერხთა მისთა და ლმობიერთა სიტყვითა და სულთთქმითა სულისაჲთა ვითარცა ცხოველსა ემდურვოდა წმიდასა მას. და წიგნი იგი აღიღო და მომცა მე და მრქვა ესრეთ, ვითარმედ:

- ცრემლით გევედრები, ძმაო პატიოსანო, რათა ფარაგსა შინა წმიდისასა შთასდვა ეგე. და მე მრწამს ღმრთისაჲ, ვითარმედ წმიდამან ამან, რაჲ-იგი წიგნსა ამას სწერია, აღხოცოს და მომიტეოს.

და ესრეთ ცრემლითა მესვარულმან ამბორს უყო ხელსა მისსა წმიდასა და იკურთხა მისგან და სულთთქმით და ცრემლით წარვიდა სახედ თვისსად. ხოლო მე მოვიღე მცნებისა მისთვის და შთავსდევ ფარაგსა შინა მის წმიდისასა.

ხოლო შემდგომად ამის ყოვლისა შთაუსვენეთ გვადრუცსა შინა, შემზადებულსა ძელთაგან ულპოლველთა, წმიდაჲ იგი გვამი მისი და ნებითა. ღმრთისაჲთა წარმოვემართენით ზღვით მთაწმიდას. და ვითარცა მოვიწიენით ადგილსა მას, რომელსა ექსამილი ეწოდების, ხმელით წარმოვედით სიშორისათვის გზისა და შიშისათვის სარკინოზთაჲსა. ხოლო ექსამილი ამისთვის ეწოდების, რამეთუ იმიერით ზღვით ვიდრე ამიერად ზღვადმდე ექვსი მილიონი არს. ესრეთ, ვითარცა ვთქუთ, ხმელით წარმოვედით, ვითარცა ვთქუთ, ექვსსა მას მილიონსა მას ურმებითა.

ხოლო ერთსა ურემსა ზედა ყოველთა უფროჲსსა დავდგით კიდობანი იგი მამისა ჩვენისაჲ, წიგნნი მისნი ყოველნი და სხვაჲ, რაჲცა საკურთხეველისა სამსახურებელი იყო, და წარმოვემართენით, ხოლო ვიდოდეთ ესრეთ, რამეთუ ოთხ კერძო გარემოდგომილ ვიყვენით, ვითარცა პირველ კიდობანსა შჯულისა უფლისასა. ხოლო წინა კერძო მივიდოდეს წვლილნი დიაკონნი, ხოლო უკანა კერძო-მღდელნი და სხვანი მოხუცებულნი ბერნი. და ესრეთ ფსალმუნითა და გალობითა, და სულიერითა შესხმიდა გადიდებდით ღმერთსა და წმიდასა მას უგალობდით.

ხოლო არს წერილთა მათ ძმათა თანა ძმაჲ ერთი, ყოველთა უმრწემეს იყო ჰასაკითა, სახელით, პანტელეიმონ, კეთილად შეწყალებული ყოველთ მოწყალისა ამის წმიდისა მამისაგან. ამას ყრმასა სლვასა მას შინა აღეცვა ეკალი ფერხსა, რამეთუ უხამური იყო. და ვითაცა ქვე დადრკა, რათამცა გამოიღო ეკალი იგი, მეყსეულად გარდავლო ურემმან მას ზედა ზურგსა ჩჩვილისა მის ყრმისასა. ხოლო ჩვენ, ვიხილეთ რაჲ ესე, ვიკრჩხიალეთ ხმითა სიმწარისაჲთა გოდებით და აღუტევეთ ტირილი, და იქმნა ამბოხი დიდი, რამეთუ ყოველნი ვჰგონებდით, ვითარმედ არა თუ ოდენ მოკლა, არამედ ვითარცა ჭიაჲ უნდოჲ, ესრეთ განწყვიდა. არამედ ეჰა ზეშთაბუნებისა ხელისაპყრობაჲ და შეწევნაჲ ღრმთისა სახიერისა და მადლი იგი კაცისა მის ღმრთისაჲ, რომელი შემდგომად მიცვალებისაცა სცავს და ხელსა აღუპყრობს თვისთა ობოლთა და სწყალობს ესრეთ! ვითარცა ვთქუთ, ურემმან მან საზარელმან ზედა ზურგსა მისსა გარდავლო, ხოლო მყის აღდგა ყრმაჲ იგი. და ჩვენ განვიხილევდით ადგილსა მას ურმისასა, ხოლო იგი იტყოდა:

_ მიტევეთ, რათა ეკალი ესე ამოვიღო!

ხოლო ჩვენ ვჰკითხებდით, ვითარმედ:

_ და არცა თუ გტკივის ადგილი იგი?

ხოლო იგი იტყოდა, ვითარმედ:

_ არცა თუ მიცნობიეს, თუ ურემმან გარდავლო ჩემ ზედაო!

რამეთუ წუთ ჩჩვილი იყო და ესრეთ იტყოდა!

ეჰა მადლი წმიდისა მის გვამისაჲ, ვითარ აღუსუბუქი საკვირველად მძიმე იგი ურმის თვალი, რომელ აგრძნაცა ვერ ყრმანან მან მცირემან! ხოლო აწ განმწვისებულ არს და თვით მიუთხრობს საკვირველსა ამას დიდებულსა და ადიდებს ღმერთსა მოქმედსა სასწაულთასა, და მადლსა წმიდისა მამისასა ქადაგებს.

ესრეთ გარდავლეთ ექსამილი. კვალად ზღვად შევედით და შეწევნითა ღმრთისაჲთა ნიავითა მყუდროჲთა და თამოჲთა მთაწმიდას მოვიწიენით. ხოლო მთაწმიდელთა კეთილად შევიწყნარეთ ჩვენ, ვითარცა შვილნი მათნი, ხოლო წმიდაჲ ესე _ ვითარცა მწყემსი თვისი და წინამძღვარი, რამეთუ წუთ მრავალნი ცოცხალ იყვნეს პირველთა მათ ნეტართა ბერთაგან მოწაფენი ამის წმიდისანი. ესრეთ წინამიეგებნეს და პატივ უყპყრეს ყოველთა, ვითარცა პირველ წმიდასა მამსა ჩვენსა დიდსა ეფთვიმეს, მიერვე მომავალსა ქალაქით სამეუფოჲთა.

ესრეთ პატივით ტვირთული მღდელთა მიერ ეკლესიად შეიყვანეს და წინაშე წმიდისა მამისა ეფთვიმის სამარტვილოჲთ გამო, ხოლო მეორემან მან კიდობნით, ურთიერთარს მოიკითხეს და მშვიდობაჲ მისცეს ერსა მღდელთა მიერ. და ესრეთ შეიმკო ეკლესიაჲ და განმხიარულდეს ერნი.

ხოლო სამკვიდროდ დაკრძალისა ამის ნეტარისა მარტვილთა ადგილი ვერ გავაჩინეთ ვიდრე კითხვადმდე ზემოხსენებულისა მის პეტრე ნეტარისა. და ესრეთ დაყო სამი დღე წინაშე წმიდისა მაისა ეფთვიმისსა და მიერ წარვიყვანეთ ეკლესიასა ყოველთა წმიდათასა და მუნ დავდგით გვადრუცი იგი წმიდისაჲ მის. ყოველთა ღამეთა ლოცვანი და ღამისთევანი აღესრულებოდეს და დღისი ღამისწირვანი მღდელთა მიერ. და ესრეთ იყო ვიდრე წელიწადმდე ყოველთა წმიდათა ეკლესიასა, ვიდრემდის ბრძანებაჲ მოვიღეთ მისვე პეტრეს მიერ და კაცისა ღმრთისა პატიოსნისა ბერისა, წინამძღვრისა და მამასახლისისა ჩვენისა გიორგი ოლთისარისაჲ. რამეთუ მეფემან იგივე დაამტკიცა შემდგომად მიცვალებისა წმიდისა ამის და მასვე შვენოდა სიწრფოებისათვის და უმანკოებისა დაპყრობაჲ დიდისა ამის ლავრისაჲ. და ესრეთ ბრძანებითა ზემოხსენებულთა ამათ მამათაჲთა და წამებითა ყოვლთა ძმათაჲთა განვაღეთ ლუსკუმაჲ ნეტარისა მამისა გიორგი მაშენებელისაჲ ეკლესიისა შტოსა შინა მარცხენით კერძო, დამართებით ლარნაკსა წმიდისა მამისა ჩვენისა ეფთვიმესსა.

ხოლო აღვაღეთ რაჲ კიდობანი მამისა გიორგისი, არამედ ეჰა საკვირველი! არცა თუ თმაჲ ერთი ნეტარისა მის თავისაჲ და პატიოსანთა მათ მხეცთაჲ არა შეცვალებულ იყო, რომელი-იგი აჩვენებდა სულისა მისისა ბრწყინვალებასა.

ხოლო მომეხსნა მე უღირსსა ამას ქარტაჲ იგი დედაკაცისაჲ მის, რომელი-იგი შთამედვა ფარაგსა შინა წმიდისსა, და ვარქუ ის მე ერთსა მღდელთაგანსა აღმოღებად და განხილვად. ხოლო მან აღმო-რაჲ-იღო, იხილა, რამეთუ ბეჭედი ეგრეთვე იყო. ხოლო გულმან უთქვა, რათა მცირედ შთაიხედნეს კიდესა წიგნისასა. და უკუმო-რაჲ-ჰკეცა კერძო წიგნისაჲ, ეჰა საკვირველი და ამის ჟამისა კაცთაგან ყოვლად ურწმუნოჲ: იხილა, რამეთუ აღხოცილ იყო. არამედ სხვათა ურწმუნოებისაგან არა იკადრა სიტყვად და ჩვენებად ვისამე, არამედ კვალად ფარაგსავე შინა წმიდისასა შთადვა.

 და ესრეთ ცხოველი კიდობნით აღმოვიყვანეთ და ლუსკუმასა შინა მარმარილოჲსასა გიორგის თანა მაშენებელისა დავჰკრძალეთ ჭეშმარიტად ვითარცა მეორე მაშენებელი და შემამკობელი ეკლესიათაჲ, თთვესა მაისსა კდ-სა, დღესასწაულსა წმიდისა სვიმეონ საკვირველმოქმედისასა.

 

XXX

 

და აქაცა არს სახსენებელი წმიდათა ნაწილთა მისთა მიცვალებისაჲ, ხოლო სრული სახსენებელი მისით თთვესა ივნისსა ლ განეწესსა _ დღესასწაულსა წმიდათა ათორმეტთა მოციქულთასა, რამეთუ კთ-სა წმიდათა მოციქულთა პეტრეს და პავლეს დღესასწაულისაგან არა ეგებოდა, დაღაცათუ მას დღესა მიიცვალა. რამეთუ ნეტერმან პეტრე და ძმანან მისმან იოვანე ჭყონდიდელამან ეგრეთ განაწესეს და მათ თანა სხვათაცა მამათა, ვითარცა სახედ იოვანე ოქროპირისაჲ პირველთა მათ მამათა: რამეთუ სეკდემბერსა იდ-სა მიიცვალა ჯვარისა ამაღლებასა და, ვინაჲთგან მაშინ არა ჯერ იყო, ნოენბერსა იგ-სა დააწესეს. ეგრეთვე ამის წმიდისათვის ყვეს ზემოხსენებულთა ამათ მამათა. და ხატიცა დაწერად სცეს ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ, და ამიერ და იმიერ ორნივე მამანი _ წმიდაჲ მამაჲ ეფთვიმი მარჯვენით და მამაჲ გიორგი ერთკერძო, მვედრებელად და მეოხად ჩვენთვის მდგომარენი წინაშე წმიდისა ღმრთისმშობელისა. და ესე წმიდაჲ ხატი წარმოგზავნეს მთაწმიდას და დაუსვენეთ სამარხოსა ზედა წმიდისა მამისა ჩვენისა გიორგისსა. ხოლო წმიდისა მამისა ჩვენისა ეფთვიმის ხატი არა სიბერისაჲ არს, არამედ ოდეს წიგნთა თარგმნიდა იყო ნ-სა წლისაჲ.

და რამეთუ ესრეთ ჯერ იყო: რომელმან-იგი ადიდნის მადიდებელნი თვისნი, წმიდამან ღმრთისმშობელმან, განათლებად ნათესავისა ჩევნისა, და ერთსა მას სიმრთელე მიანიჭა და ენაჲ კეთილად მეტყველი ქართულად, ხოლო მეორესა _ სიბრძნე და მეცნიერებაჲ. რამეთუ მათ ორთავე ადიდეს ძალისაებრ ყოვლად დიდებული იგი მიზეზი კეთილთა ჩვენთაჲ ერთმან შეამკვნა და განაშვენნა დღესასწაულნი მისნი საგალობელისა მისისა თარგმანებითა, რამეთუ მის მიერ თარგმნილსა პარაკლიტონსა შინა ას ორმოცდაათი გალობაჲ თარგმნა მისი ოდენ ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ. და ესრეთ მადიდებელი მათი მსგავსად ძალისა ადიდეს და აწ ზეცას წინაშე მისსა მდგომარეს არიან, ხოლო ქვეყანასა ზედა წმიდასა ხატსა მისსა წინაშე მდგომარენი ევედრებიან ჩვენთვის, რათა მეოხებითა მათითა ჩვენცა ვევედრნეთ წმიდასა ღმრთისმშობელსა წარვლად ნეშტსა ამას დღეთა ჩვენთასა მშვიდობით სწავლისაებრ წმიდათა მამათა ჩვენთაჲსა დახსნად საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან.

ესრეთ სრულ იქმნა დიდებაჲ მისი ლარნაკსა შინა ღმრთივბრწყინვალედ და ყოვლად შვენიერად.

 

XXXI

 

გარნა რომელი-იგი თვისსა ადგილსა დაგვიშთა, სასწაული იგი ეშმაკთა განსხმისაჲ, დაღაცათუ ერთი გვიხსენებია მწუხარისა მისთვის, რომელი-იგი შვიდგზის დააკვეთა ეშმაკმან ჟამსავე ამის წმიდისა სიჭაბუკისასა ადგილსა შინა უდაბნოსა და ღამესა უკუნსა, არცა ამის ხსენებაჲ უჯერო არს, რომლისა-ესე აღწერაჲ გვეგულების.

რამეთუ იყო ძმაჲ ერთი, სათნოჲ ღმრთისაჲ, სახელით სტეფანე, წესითა მთავარდიაკონი, კაცი პატიოსანი და მოშიში უფლისაჲ. ესე დიაკონი სტეფანე ღირსებისა მისისათვის ჟამსა ოდენ სიყრმისასა ხუცად აკურთხა ნეტარმან ამან, რამეთუ ბრძანა:

_ დაღაცათუ ჰასაკითა ყრმაჲ არს სტეფანე, არამედ გონებითა მხცოვან არს.

და ესრეთ ყოველითურთ პატივსა მღდელობისასა აღიყვანა. ხოლო არა უწყი, თუ ვითარ იქმნა, ვჰგონებ თუ შურითა ეშმაკისაჲთა იქმნა, გინა თუ სიყრმითგან ყოფილ იყო, არა უწყი, რამეთუ დღესა ერთსა წესისაებრ წმიდასა ჟამისწირვასა აღვასრულებდით. და ვითარ შევიმოსენით, არა იყო ბერი ჩვენ თანა, რამეთუ ძმათა ვიეთმე განიკითხვიდა. ხოლო ვიწყეთ რაჲ ფსალმუნთა თქმად, არამედ ეჰა კადნიერებაჲ ეშმაკისაჲ! არა ჰრიდა პატივსა მას მღდელობისასა, არცა წმიდასა მას ტრაპეზსა. და ესრეთ მეყსეულად დააკვეთა ქვეყანად და პეროოდა და იღრჭენდა. ხოლო ძმანი სრბით წარვიდეს და უთხრეს წმიდასა მას. ხოლო იგი მსწრაფლ მოვიდა და იხილა იგი ესრეთ მდებარე. არა შეშფოთნა, არცა შეძრწუნდა კადნიერებასა მას ზედა ეშმაკისასა, არცა რაჲ ლოცვანი იხმარნა საჩვენებლად კაცთა, არამედ მცირედ დუმილით ლოცვაჲ შეწირა ღმრთისა. და უპყრა ხელი და ჰრქვა ნელიად, ვითარმედ:

- სტეფანე!

ხოლო მან, ვითარცა ძილისაგან ღრმისა განღვიძებულმან, მიუგო:

_ მაკურთხე, მამაო!

ჰრქვა მას ბერმან:

_ რაჲ შეგემთხვია, შვილო?

ჰრქვა მას ძმამან მან:

_ არაჲ უწყი, ხოლო აწ, რაჲ ხმაჲ შენი მესმა, კეთილად ვარ.

ჰრქვა მას ბერმან:

_ ნუ გეშინინ, ჯვარი გამოისახე პირსა!

და მან ყო ეგრეთ.

ხოლო ჩვენ გვიბრძანა:

_ იწყეთ გალობად და აღასრულეთ წმიდაჲ ჟამისწირვაჲ!

და ეგრეთვე სტეფანესცა უბრძანა ჩვენ თანა ჟამისწირვად. ხოლო მე, მცირედმორწმუნე ესე და ჩუკენი, კვალად შევშინდი გულსა შინა ჩემსა. ხოლო მან მომაახლა წმიდაჲ იგი პირი მისი ყურსა ჩემსა და მრქვა:

_ ნუ გეშინინ, მცირედმორწმუნეო! იგივე ღმერთი არს, რომელმან ლეგეონ ეშმაკთაჲ ღორებითურთ ზღვასა დაანთქა.

და ესრეთ უვნებლად აღვასრულეთ წმიდაჲ ჟამისწირვაჲ და ვჰმადლობდით ღმერთსა და წმიდასა მას ბერსა. მაშინ ნეტარმან მან მოგვიგო და გვრქვა ყოველთა:

_ უკეთუ ჩვენ ცოდვილთაჲ არა ისმინოს ღმერთმან და კვალად შეემთხვიოს ესე, მიერითგან მღდელობაჲ დააცადოს.

ხოლო მოწყალებითა ღმრთისაჲთა არს აწ შვიდი წელი, არცა თუ მძინარე განკრთომილ არს ძალითა ქრისტესითა და მადლითა წმიდისა მამისა ჩვენისაჲთა. და, აჰა ესერა, თვით სტეფანე ქადაგებს და მიუთხრობს მის ზედა აღსრულებულთა საკვირველებათა და ადიდებს ღმერთსა და მადლსა წმიდისა ბერისასა.

ესე უწყოდა ბოროტმან ეშმაკმან დაუგებელი იგი მტერობაჲ წმიდისაჲ მის მისსა მიმართ ჟამსავე სიყრმისა მისისასა, რაჲ-იგი ყოფად იყო. ამისთვისცა დასაბამსავე სიყრმისასა იწყო ბრძოლად მისსა მიმართ, ვითარცა ზემო აღგვიწერია: რაჟამს-იგი წყლითა წარწყმედაჲ მისი ენება და ღმერთმან ანგელოზისა მიერ იხსნა, და კვალად პალატთაგან ჯოჯიკის ძისათა ფრიად მაღალთა გარდამოაგდო და ღმერთმან უვნებლად დაიცვა. და კვალად მამის ძმასა მისსა თანა ღამით გზასა მივიდოდა ცხენითა და წარაცთუნა ეშმაკმან და ძილითა ღრმითა შეპყრობილი კლდესა ზედა ფრიად მაღალსა წარადგინა, რაჲთამცა შთაჭრა, ხოლო ღმერთმან ხელი აღუპყრა, რამეთუ იტყოდა წმიდაჲ იგი, ვითარმედ:

_ ხმაჲ მესმა, რომელმან მრქვა მე _ ეკრძალე, შთაიჭრებიო! და მიპყრა ხელი, ვიდრემდე განვიღვიძე, და მერმე მიმეფარა.

ესრეთ სიჩჩოჲთგან დაიცვა ღმერთმან თვისი ნების მყოფელი და ეშმაკთა ზედა მძლედ გამოაჩინა, ვიდრე არა სრულიად დააკვეთა მის მიერ მომპოვნებელი იგი ბოროტთაჲ.

ესევითარი არს, ჰოჲ სანატრელნო, ჩვენი ესე მამაჲ და მოძღვარი. ესევითარნი არიან შრომანი და ღვაწლნი მისნი. ესევითარნი არიან ეკლესიათათვის მოღვაწებანი მისნი. ესევითარნი არიან ნამუშაკევნი და ნიჭნი ოფლთა მისთანი. ესევითარნი არიან გლაკახთა წყალობისა და ობოლთა შეწყნარებისა ნაყოფნი, ვითარნი მას შვენიან.

და ვითარ ესე გესმა და გულისხმა ჰყავთ, ძალმან საქმისამან და სიტყვათა შეტყვებამან მოღვაწე ესე დიდი გვიჩვენა, ვითარცა ძეგლი აღმართებული, ვითარცა ხატი დაწერილი სახილველად თანაწარმავალთა ამის ცხორებისათა. ახალი აბრაჰამ, მშვიდი იგი, მსგავსად დავითისა, ბრძენი _ მსგავსად სოლომონისა, ძვირუხსენებელი _ მსგავსად მოსესსა, უბრალოჲ _ მსგავსად სამოელისა, წმიდაჲ _ მსგავსად იოსებისსა, უხილავთა მხილველი _ მსგავსად დანიელისა და მოშურნე სარწმუნოებისაჲ _ მსგავსად დიდისა ელიაჲსა, უდაბნოჲს მოყვარე _ მსგავსად მოწაფისა მის საყვარელისა და შეუორგულებელითა სიყვარულითა - მსგავსი და მობაძავი პავლე მოციქულისაჲ, რომლისა სათნოებასა მიუთხრობენ მრავალნი ნათესავნი, რომლისა ცხორებასა და მოღვაწებასა განსთქმენ ერნი და ეკლესიანი.

რამეთუ ვინ სადა ესრეთ ანუ სათნოებაჲ შეიყვარა, ანუ სიბოროტე მოიძულა? ვის ესრეთ სუროდა ღმრთისა და შეყვარებულ იქმნა მის მიერ? ვის შეშურდა შური უფლისაჲ ესრეთ და არარაჲ აღირჩია სიყვარულსა მისსა ვიდრე სიკვდილამდე? ვინ ესრეთ შეუდგა კვალსა წმიდათა მამათა ცხორებისასა და თანამსრბოლ ექმნა მათ განუძღომელად? ვინ სადა შეიყვარნა ესრეთ გლახაკნი და უცხონი, მსგავსად იოანე მოწყალისა? ვინ მოაკვდინნა ესრეთ ასონი ქვეყანისანი სიტყვისაებრ მოციქულისა, და განწმიდა თავი თვისი და ტაძარი ღმრთისა ცხოველისაჲ ყო იგი, რომელი სიჩჩოჲთ თვისითგან აღიზარდა და აღორძნდა წვრთასა შინა საღმრთოთა წერილთასა და მოირწყო მადლთა დაუწყვედელთა ნაკადულითა და ჰასაკად სავსებისა ქრისტესისა მიიწია, სიტყვისაებრ მოციქულისა. საქმე და ხედვაჲ და სიყვარული, რომელთა ყოველი მწყობრი სათნოებათაჲ შეუთქს, თვითოეულად წარჰმართნა - წვრთაჲ წიგნთა საღმრთოთაჲ, უდაბნოთა შინა მოქალაქობაჲ, განშორებაჲ და უცხო ყოფაჲ სოფლისაგან, მოძღვრებაჲ დაუდუმებელი და ლოცვაჲ დაუსრულებელი, მარხვაჲ და მღვიძარებაჲ უსაზღვროჲ, ხმელსა ზედა წოლაჲ და ხმელსა ჭამაჲ, ღვაწლმრავალი ცხორებაჲ უაღრეს ძალსა სიტყვათასა, სიმდაბლე და სიმშვიდე ზეშთააღმატებულნი, მოწყალებაჲ და სახიერებაჲ, მიმსგავსებული ღმრთისა მოწყალებათაჲ, რათა მოკლედ ვთქვა - ყოველითავე, რომლითა ხატად ღმრთისა გამოისახვის კაცი.

ესევითარი იყო წმიდაჲ მამაჲ ჩვენი გიორგი. და სადა არს ჩემდა ჟამი უმრავლესისა თქმად, რომელი ყოველთადა ცხად არს, დაღაცათუ ჩვენ არა ვთქვათ და თანაწარვჰხდეთ განგრძობისათვის წიგნისა.

ესე არიან ჩემ მიერ, გლახაკისა და უღირსისა, თქმულნი სიტყვანი, რომელმან ყოველივე ჭეშმარიტი მიგითხარ და აღვწერე სიტყვისა თქვენისათვის, რომელთა მაიძულეთ და მიბრძანეთ სახედ პირუტყვთა უგუნურსა ამას და ფრიად სულელსა, რომელი მრავლითა შიშითა და ძრწოლითა კადნიერ ვიქმენ ხელყოფად საქმესა ამას დიდსა და სულიერსა უწყებასა მითხრობად და წინადადებად ცხორებასა და მოღვაწებასა ნეტარისა მამისა ჩვენისა გიორგისსა, რომელმან-ესე ფრიადისაგან მცირედი ძლით შეუძლე აღწერად და წარმოვეც თქვენდა, ჰოჲ მამაო წმიდაო, მთასა მაგას საკვირველსა, რომელი-ეგე ცხორებითა საკვირველითა იყოფები, ვითარცა სირი მხოლოჲ სართულსა შინა მცირესა და ქვაბსა შინა იწროსა და ფიცხელსა, მსგავსად ტრედისა უმანკოჲსა და გვრიტისა უბიწოჲსა.

არამედ, ვითარცა პირველ ვთქუ, სიკვდილსა მას ურჩებისასა ვეშიშვოდე, ამისთვის მორჩილებად მოვედ ბრძანებისა შენისა წმიდისა. თუ არა, აღმწერელი ცხორებისა და მოქალაქეობისა მისისა მისივე პირი ჯერ იყო და არა მე - გლახაკი ესე სიტყვითაცა და გონებითა. გარნა ესე იყო ყოველსავე შინა სალხინებელი ჩემი, რომელ თვალით მხილველ და ხელით მსახურ ყოფილ ვიყავ და ყურითა მომსმენელ სიტყვათა წმიდისა პირისა მისისათა და არა სხვათა მოქენე შეკრებისათვის სულიერისა ამის თხრობისა.

ხოლო აწ მელნითა ოდეს ცხოველითა სიტყვანი გამომისახვან, ვითარცა ზემო ვთქუ პირველვე. ხოლო შენდა დამიტევებიეს, ჰოჲ მოძღვართა წინამძღვარო, რათა შენ კეთილად შეამკო და განაცხადო ჩემ მიერ გამოსახული ესე და ნაკლულევანებაჲ ყოველივე, ვითარცა აღმასრულებელმან სულიერთა ფიცართამან სრულჰყო. და შენმანცა სიბრძნემან და კაცად-კაცადმან, რომელიცა მიემთხვიოს, შესძინენ ნაკლულევანებასა ამას ზედა და განასრულენ. რამეთუ არცა ორთა მათ მწვლილთა ქვრივისათა დააყენეს მდიდართა იგი მისაცემელი, არცა რომელთა-იგი ტყავნი და შეშაჲ და ბალანი მოართვეს მოსეს განსრულებად კარვისა, დააბრკოლეს ოქროჲ და ვერცხლი და თვალთა პატიოსანთა შეწირვაჲ. რამეთუ ოქროჲ, სიღრმეთაგან ქვეყანისათა აღმოღებული, ბრწყინვალე, ბრძმედისა მიერ გამოცდილი და განწმედილი, კეთილად შვენიერ იქმნების. და კოხლიოჲსა სისხლი ღებავს პორფირსა. და მარგალიტსა იქმს ზამბიკი ზღვისაჲ და სამარაგდე ქვეყანით მწვანვილად აღმოეცენების და მერმე ესრეთ იქმნების ქვაჲ. და აბრეშუმსა გამოიღებს მატლი უნდოჲ. და პინაჲ ზღვისაჲ უცხოსახესა მკედსა გამოიღებს. ესე მრავალსასყიდლისა საფასენი უნდოთაგან ნივთთა გამოვლენ!

ხოლო ჩემ შორის არარაჲ პატიოსანთაგანი იპოვა, რათამცა სულიერი ესე კარავი შემამკო, გარნა ხოლო ბალანი თიკანთ-მსგავსისა ამის გონებისა ჩემისაგან მოპარსული! არამედ ძოწეულმან და პორფირმან თქვენმან განაშვენენ იაკინთისა თანა და ბისონისა ოქროშეთხზულმან და ზემოაღწერილისა მიერ ნივთთაგან პატივცემულმან და განბრწყინვებულმან გულისხმის ყოფისა გამოცხადებისა და ჭეშმარიტებისა მიერ განშვენებულმან, ვითარცა იტყვის მოსე, რომელმან-იგი ეგევითარი შეჰმზადა მღდელთმოძღვრისა შესამოსელსა ზედა, ბრძანებისაებრ ღმრთისა, რომელსა შვენის დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მხოლოდშობილით ძითურთ და ყოვლად წმიდით სულით აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

 
   
     

 მთავარი | ბიოგრაფია | შემოქმედება | მასზე | გალერეა

ქუთაისის Ή 17  საჯარო სკოლა.

დიზაინერი: თეიმურაზ სახელაშვილი

Hosted by uCoz